მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526321.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული ტრანსფორმაციის, გენერალიზებული ტრანსდუქციისა და კონიუგაციის (ასევე მეიოზის დროს, ევკარიოტებში) პროცესში, რეკომბინაცია ხდება დნმ-ის ჰომოლოგიურ უბნებს შორის, რაც იდენტურ ან ფუძეთა ძალიან მსგავსი თანამიმდევრობის მქონე უბნებს აღნიშნავს, რომელთაც ერთმანეთთან ფუძეებით შეწყვილება შეუძლიათ.
During bacterial transformation, generalized transduction, and conjugation (and during meiosis in eukaryotes as well), recombination occurs between homologous regions of DNA, regions of identical or very similar base sequence that can undergo base pairing.
526322.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის საპირისპიროდ, ტრანსპოზირებადი ელემენტის ჩართვა ახალ საიტში არ არის დამოკიდებული ფუძეთა თანამიმდევრობების კომპლემენტარულობაზე.
In contrast, the insertion of a transposable element in a new site does not depend on complementary base sequences.
526323.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზირებად ელემენტს შეუძლია გენების გადატანა საიტზე, სადაც მსგავსი ტიპის გენები მანამდე არასდროს არსებობდნენ.
A transposable element can move genes to a site where genes of that sort have never before existed.
526324.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებითი (ინსერციული) თანამიმდევრობები.
Insertion Sequences.
526325.
ბიოლოგია | თავი XVIII
უმარტივესი ტრანსპოზირებადი ელემენტები, რომელთაც ჩამატებით თანამიმდევრობებს უწოდებენ, მხოლოდ ბაქტერიებში არსებობენ.
The simplest transposable elements, called insertion sequences, exist only in bacteria.
526326.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებითი თანამიმდევრობა შეიცავს ერთ, ფერმენტ ტრანსპოტაზას მაკოდირებელ გენს.
An insertion sequence contains a single gene, which codes for transposase.
526327.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ფერმენტი აკატალიზებს ჩამატებითი თანამიმდევრობის გადაადგილებას ერთი საიტიდან მეორეში გენომის შიგნით.
An enzyme that catalyzes movement of the insertion sequence from one site to another within the genome.
526328.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოტაზას გენი შემოსაზღვრულია წყვილი არამაკოდირებელი დნმ-ის თანამიმდევრობებით, რომელთა სიგრძე დაახლოებით 20-40 ნუკლეოტიდია.
The transposase gene is bracketed by a pair of noncoding DNA sequences about 20 to 40 nucleotides long.
526329.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ თანამიმდევრობებს შებრუნებულ გამეორებებს უწოდებენ, რადგანაც ჩამატებითი თანამიმდევრობის ერთ ბოლოში განლაგებული ფუძეთა თანამიმდევრობა მეორდება ზემოდან ქვემოთ და უკუღმა (შებრუნებულად) მეორე ბოლოზე.
These sequences are called inverted repeats because the base sequence at one end of the insertion sequence is repeated upside down and backward (inverted) at the other end.
526330.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოტაზა ამოიცნობს ამ შებრუნებულ გამეორებებს ჩამატებითი თანამიმდევრობების საზღვრებზე.
Transposase recognizes these inverted repeats as the boundaries of the insertion sequence.
526331.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზიციის პროცესში, ფერმენტის მოლეკულები უკავშირდება შებრუნებულ გამეორებებსა და სამიზნე საიტს სადღაც სხვაგან გენომში, და აკატალიზებს საჭირო გაჭრებსა და შეერთებებს დნმ-ზე.
During transposition, molecules of the enzyme bind to the inverted repeats and to a target site elsewhere in the genome and catalyze the necessary DNA cutting and resealing.
526332.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებითმა თანამიმდევრობამ შესაძლოა, გამოიწვიოს მუტაციები, თუკი ჩაერთვება გენის მაკოდირებელ თანამიმდევრობაში ან დნმ-ის უბანში, რომელიც გენის ექსპრესიას არეგულირებს.
An insertion sequence can cause mutations if it transposes into the coding sequence of a gene or into a DNA region that regulates gene expression.
526333.
ბიოლოგია | თავი XVIII
მუტაციის ეს მექანიზმი შინაგანია უჯრედისათვის, იმ მუტაგენეზისგან განსხვავებით, რომელთაც იწვევენ გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა რადიაცია და ქიმიური ნაერთები.
This mechanism of mutation is intrinsic to the cell, in contrast to mutagenesis by extrinsic factors such as environmental radiation and chemicals.
526334.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებითი თანამიმდევრობები E.coli–ის გენომის დაახლოებით 1.5%-ს შეადგენენ.
Insertion sequences account for about 1.5% of the E. coli genome.
526335.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა, მოცემული გენში ტრანსპოზიციით გამოწვეული მუტაცია საკმაოდ იშვიათად ხდება - დაახლოებით ერთხელ ყოველ 10 მილიონ თაობაზე.
However, mutation of a given gene by transposition occurs only rarely-about once in every 10 million generations.
526336.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს დაახლოებით იგივეა, რაც სხვა ფაქტორებით გამოწვეული სპონტანური მუტაციების სიხშირე.
This is about the same as the spontaneous mutation rate due to other factors.
526337.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებით თანამიმდევრობებზე უფრო გრძელ და რთულ ტრანსპოზირებად ელემენტებს ტრანსპოზონებს უწოდებენ და ისინიც გადაადგილდებიან ბაქტერიულ გენომში.
Transposable elements longer and more complex than insertion sequences, called transposons, also move about in the bacterial genome.
526338.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზიციისათვის საჭირო დნმ-თან ერთად, ტრანსპოზონები შეიცავენ დამატებით (ექსტრა) გენებს, როგორებიცაა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გენები, რომლებიც მათთან ერთად მოძრაობენ.
In addition to the DNA required for transposition, transposons include extra genes that go along for the ride, such as genes for antibiotic resistance.
526339.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ ბაქტერიულ ტრანსპოზონებში, ექსტრა გენები მოქცეული არიან ორ ჩამატებით თანამიმდევრობას შორის.
In some bacterial transposons, the extra genes are sandwiched between two insertion sequences.
526340.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ისე გამოიყურება, თითქოს ორი ჩამატებითი თანამიმდევრობა გენომში ერთმანეთთან შედარებით ახლოს ჩაერთნენ და ახლა ორივენი მოგზაურობენ მათ შორის მოხვედრილ მთელ დნმ-თან ერთად, როგორც ერთი ტრანსპოზირებადი ელემენტი.
It is as though two insertion sequences happened to land relatively close together in the genome and now travel together, along with all the DNA between them, as a single transposable element.