მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526481.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომატინის სტრუქტურა დამყარებულია დნმ-ის შეფუთვის თანმიმდევრულ დონეებზე.
Chromatin structure is based on successive levels of DNA packing.
526482.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული დნმ ზუსტად უკავშირდება ცილის დიდ რაოდენობას.
Eukaryotic DNA is precisely combined with a large amount of protein.
526483.
ბიოლოგია | თავი XIX
ვიღებთ ქრომატინს, რომელიც ძლიერ იცვლება უჯრედის ციკლის მიმდინარეობისას.
The resulting chromatin undergoes striking changes in the course of the cell cycle.
526484.
ბიოლოგია | თავი XIX
ინტერფაზაში მყოფ უჯრედებში, რომლებიც შეღებილა სინათლის მიკროსკოპში დასანახად, ქრომატინი ბირთვის შიგნით დიფუზური მასის სახით ჩანს.
In interphase cells stained for light microscopy, the chromatin usually appears as a diffuse mass within the nucleus.
526485.
ბიოლოგია | თავი XIX
შეიძლება დავასკვნათ, რომ ის მაქსიმალურად გაჭიმულია.
It is suggesting that the chromatin is highly extended.
526486.
ბიოლოგია | თავი XIX
როცა უჯრედი მიტოზისათვის ემზადება, ქრომატინი იხვევა და იკეცება (სქელდება).
As a cell prepares for mitosis, its chromatin coils and folds up (condenses).
526487.
ბიოლოგია | თავი XIX
საბოლოოდ კი დამახასიათებელი რაოდენობის, მოკლე, მსხვილი, სინათლის მიკროსკოპში ერთმანეთისგან კარგად გასარჩევი ქრომოსომების სახეს იღებს.
Eventually forming a characteristic number of short, thick chromosomes that are distinguishable from each other with the light microscope.
526488.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული ქრომოსომები, კონდენსირებული მდგომარეობის სიგრძესთან შეფარდებით, აურაცხელი რაოდენობის დნმ-ს შეიცავს.
Eukaryotic chromosomes contain an enormous amount of DNA relative to their condensed length.
526489.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეულ ქრომოსომაში ერთხაზოვანი დნმ-ის ორმაგი სპირალია.
Each chromosome contains a single linear DNA double helix that.
526490.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის ასეთი მოლეკულა მთლიანად რომ გავჭიმოთ, მისი სიგრძე დაახლოებით 4 სმ-ს მიაღწევს, რაც უჯრედის ბირთვის დიამეტრს ათასჯერადად აღემატება.
If completely stretched out, such a DNA molecule would be about 4 cm long, thousands of times longer than the diameter of a cell nucleus.
526491.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს დნმ და დანარჩენი 45 ქრომოსომის დნმ ბირთვში დნმ-ის შეფუთვის დახვეწილი, მრავალსაფეხურიანი სისტემის მეშვეობით თავსდება, რომელიც 19.2 სურათზეა გამოსახული.
All this DNA-as well as the DNA of the other 45 human chromosomes-fits into the nucleus through the elaborate, multilevel system of DNA packing outlined in Figure 19.2.
526492.
ბიოლოგია | თავი XIX
ნუკლეოსომები, ანუ „ძაფზე ასხმული მძივები“.
Nucleosomes, or "Beads on a String".
526493.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილა ჰისტონები დნმ-ის ქრომატინში დალაგების (შეფუთვის) პირველად დონეს განაპირობებს.
Proteins called histones are responsible for the first level of DNA packing in chromatin.
526494.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომატინში არსებული ჰისტონების მასა დნმ-ის მასის თითქმის ტოლია.
The mass of histone in chromatin is approximately equal to the mass of DNA.
526495.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰისტონებში დიდია დადებითად დამუხტულ ამინომჟავებს (ლიზინსა და არგინინს) შემცველობა, რომლებიც მჭიდრო კავშირშია უარყოფითად დამუხტულ დნმ-თან.
Histones have a high proportion of positively charged amino acids (lysine and arginine), and they bind tightly to the negatively charged DNA.
526496.
ბიოლოგია | თავი XIX
გაიხსენეთ, რომ ფოსფატის ჯგუფები დნმ-ს მთელ სიგრძეზე უარყოფით მუხტს განაპირობებს.
Recall that the phosphate groups of DNA give it a negative charge all along its length.
526497.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვადასხვა ევკარიოტების ჰისტონები ძალიან მსგავსია.
Histones are very similar from one eukaryote to another.
526498.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტებშიც კი ნახეს მსგავსი ცილები.
Similar proteins are found even in prokaryotes.
526499.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის უჯრედის ორგანიზაციაში ჰისტონებს მნიშვნელოვანი როლი უკავია, რაზეც მეტყველებს ევოლუციის განმავლობაში ჰისტონების გენების შედარებითი უცვლელობა.
The apparent conservation of histone genes during evolution probably reflects the pivotal role of histones in organizing DNA within cells.
526500.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც 19.2 სურათზე მოცემული ელექტრონული მიკროფოტოსურათიდან ჩანს, გაშლილი ქრომატინი ძაფზე ასხმულ მძივებს წააგავს.
In electron micrographs, unfolded chromatin has the appearance of beads on a string, as shown in Figure 19.2.