მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526521.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა ინტერფაზაში ქრომატინი მიტოზური ქრომოსომების ქრომატინთან შედარებით გაცილებით ნაკლებად კონდენსირებულია, მას მაღალი რანგის შეფუთვა მაინც ახასიათებს.
Though interphase chromatin is generally much less condensed than the chromatin of mitotic chromosomes, it shows several of the same levels of higher-order packing.
526522.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომოსომის ქრომატინის უმეტესი ნაწილი არსებობს10- ნმ ძაფების სახით, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი შეკუმშულია 30-ნმ ძაფებში, რომელიც ზოგ უბნებში დახვეულია დამარყუჟებულ დომენებად.
Much of the chromatin comprising a chromosome is present as a 10-nm fiber, but some is compacted into a 30-nm fiber, which in some regions is further folded into looped domains.
526523.
ბიოლოგია | თავი XIX
ინტერფაზურ ქრომოსომას გამოკვეთილი პლატფორმა არა აქვს, მაგრამ მისი დამარყუჟებული დომენები ბირთვული გარსის შიგნით ბირთვულ ლამინას, და ალბათ, ბირთვული მატრიქსის ძაფებსაც უნდა უკავშირდებოდეს.
Although an interphase chromosome lacks an obvious scaffold, its looped domains seem to be attached to the nuclear lamina, on the inside of the nuclear envelope, and perhaps also to fibers of the nuclear matrix.
526524.
ბიოლოგია | თავი XIX
შესაძლებელია, რომ ეს კავშირები ეხმარება აქტიური ტრანსკრიფციის უბნების ორგანიზებას.
These attachments may help organize regions of active transcription.
526525.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული ქრომოსომის ქრომატინი ინტერფაზულ ბირთვში სპეციფიკურ შეზღუდულ არეალს იკავებს.
The chromatin of each chromosome occupies a specific restricted area within the interphase nucleus.
526526.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ სხვადასხვა ქრომოსომების ქრომატინის ბოჭკოები ერთმანეთში არ იხლართება.
The chromatin fibers of different chromosomes do not become entangled.
526527.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომოსომების ცენტრომერები და ტელომერები, ისევე, როგორც ზოგიერთი უჯრედების ქრომოსომური უბნები, ძლიერ კონდენსირებულ მდგომარეობას ინტერფაზის დროსაც კი ინარჩუნებენ, რაც ასახულია 19.2 დ სურათზე.
Even during interphase, the centromeres and telomeres of chromosomes, as well as other chromosomal regions in some cells, exist in the highly condensed state represented in Figure 19.2d.
526528.
ბიოლოგია | თავი XIX
ინტერფაზული ქრომატინის ეს ტიპი სინათლის მიკროსკოპში უწესრიგო გროვების სახით ჩანს.
This type of interphase chromatin, visible as irregular clumps with a light microscope.
526529.
ბიოლოგია | თავი XIX
მას ჰეტეროქრომატინს უწოდებენ, რომ ნაკლებად კომპაქტური ევქრომატინისაგან (ნამდვილი ქრომატინისგან) განასხვაონ.
It is called heterochromatin, to distinguish it from the less compacted euchromatin ("true chromatin").
526530.
ბიოლოგია | თავი XIX
მაღალი კომპაქტურობის გამო ჰეტეროქრომატინი ტრანსკრიფციული ფერმენტებისათვის ფაქტობრივად მიუღწევადია და ამიტომ პრაქტიკულად არ ტრანსკრიბირდება.
Because of its compaction, heterochromatin DNA is largely inaccessible to transcription enzymes and thus generally is not transcribed.
526531.
ბიოლოგია | თავი XIX
ევქრომატინი კი უფრო თავისუფლად შეფუთულია და მისი დნმ ფერმენტებისთვის და ტრანსკრიფციისთვისაც მისაწვდომია.
In contrast, the looser packing of euchromatin makes its DNA accessible to enzymes and available for transcription.
526532.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავის შემდეგ ნაწილში განვიხილავთ, თუ როგორ განაპირობებს ქრომატინის ცვლილებები და სხვა მექანიზმები უჯრედის მიერ კონკრეტული გენების ექსპრესიის რეგულაციას.
In the next section, we will consider how changes in chromatin and other mechanisms allow a cell to regulate which of its genes are expressed.
526533.
ბიოლოგია | თავი XIX
გენის ექსპრესიის რეგულაცია შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაზე, მაგრამ ტრანსკრიფცია მისი გადამწყვეტი საფეხურია.
Gene expression can be regulated at any stage, but the key step is transcription.
526534.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა ორგანიზმმა დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში კონკრეტული გენების ექსპრესია უნდა არეგულიროს.
All organisms must regulate which genes are expressed at any given time.
526535.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედები გარემოდან და შიდა სივრციდან მიღებული სიგნალების საპასუხოდ მუდმივად რთავენ და თიშავენ სხვადასხვა გენებს.
Both unicellular organisms and the cells of multicellular organisms must continually turn genes on and off in response to signals from their external and internal environments.
526536.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედებმა, ამავდროულად, საკუთარი გენების ექსპრესიის რეგულაცია უფრო ხანგრძლივ საფუძველზე დაყრდნობით უნდა განახორციელონ.
The cells of a multicellular organism must also regulate their gene expression on a more long-term basis.
526537.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის განვითარებისას ხდება მისი უჯრედების ფორმისა და ფუნქციების სპეციალიზაცია, რასაც უჯრედის დიფერენციაცია ეწოდება.
During development of a multicellular organism, its cells undergo a process of specialization in form and function called cell differentiation.
526538.
ბიოლოგია | თავი XIX
შედეგად ვიღებთ დიფერენცირებული უჯრედების რამდენიმე ან მრავალ ტიპს.
Resulting in several or many differentiated cell types.
526539.
ბიოლოგია | თავი XIX
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი უჯრედების დაახლოებით 200 განსხვავებული ტიპისაგან შედგება.
The mature human body, for instance, is composed of about 200 different cell types.
526540.
ბიოლოგია | თავი XIX
კუნთოვანი და ნერვული უჯრედები ამის მაგალითია.
Examples are muscle cells and nerve cells.