მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526501.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ კონფიგურაციის ქრომატინის ბოჭკოს დიამეტრი 10 ნმ-ია (10-ნმ ბოჭკო).
In this configuration, a chromatin fiber is 10 nm in diameter (the 10-nm fiber).
526502.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული „მძივი„ - ნუკლეოსომაა - დნმ-ის შეფუთვის ძირითადი ერთეულია.
Each "bead" is a nucleosome, the basic unit of DNA packing.
526503.
ბიოლოგია | თავი XIX
მძივებს შორის არსებულ „ძაფს„ ლინკერულ დნმ- ს უწოდებენ.
The "string" between the beads is called linker DNA.
526504.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული ჰისტონური ცილის ამინომჟავური ბოლო (N-ბოლო), ანუ ჰისტონის კუდი, ნუკლეოსომიდან გარეთ არის გამოშვერილი.
The amino end (N-terminus) of each histone protein (the histone tail) extends outward from the nucleosome.
526505.
ბიოლოგია | თავი XIX
მეხუთე ჰისტონის მოლეკულა - H1 - ნუკლეოსომის გვერდზე მდებარე დნმ-ს უკავშირდება და 10-ნმ ბოჭკო შეფუთვის შემდეგ დონეზე გადადის.
A molecule of a fifth histone, called H1, attaches to the DNA near the nucleosome when a 10-nm chromatin fiber undergoes the next level of packing.
526506.
ბიოლოგია | თავი XIX
ნუკლეოსომებში დნმ-ისა და ჰისტონების კავშირი უჯრედის მთელი ციკლის განმავლობაში ძირითადად უცვლელი რჩება.
The association of DNA and histones in nucleosomes seems to remain essentially intact throughout the cell cycle.
526507.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰისტონები დნმ-ს მისი რეპლიკაციისას მხოლოდ ხანმოკლე დროით ტოვებენ.
The histones leave the DNA only transiently during DNA replication.
526508.
ბიოლოგია | თავი XIX
მცირე გამონაკლისების გარდა, ისინი დნმ-თან ტრანსკრიფციის დროსაც კი რჩებიან.
With very few exceptions, they stay with the DNA during transcription.
526509.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორ მიმდინარეობს დნმ-ის ტრანსკრიფცია მაშინ, როცა ის ნუკლეოსომაში ჰისტონებით არის გარშემორტყმული?
How can DNA be transcribed when it is wrapped around histones in a nucleosome?
526510.
ბიოლოგია | თავი XIX
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნუკლეოსომის ფორმისა და პოზიციის ცვლილებების გამო, რნმ-მასინთეზებელ პოლიმერაზებს შეუძლია დნმ-ის გასწვრივ მოძრაობა.
Researchers have learned that changes in the shapes and positions of nucleosomes can allow RNA-synthesizing polymerases to move along the DNA.
526511.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავში განვიხილავთ ზოგიერთ უახლეს აღმოჩენას, რომელიც ეხება გენის ექსპრესიის რეგულაციაში ჰისტონების კუდებისა და ნუკლეოსომების მონაწილეობას.
Later in this chapter, we'll discuss some recent discoveries about the roles of histone tails and nucleosomes in the regulation of gene expression.
526512.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის შეფუთვის მაღალი დონეები.
Higher Levels of DNA Packing.
526513.
ბიოლოგია | თავი XIX
შეფუთვის შემდგომ დონეს განაპირობებს ერთი ნუკლეოსომის ჰისტონურ კუდებსა და ნუკლეოსომებისა და ლინკერული დნმ-ის ორივე მხარეს შორის ურთიერთობა.
The next level of packing is due to interactions between the histone tails of one nucleosome and the linker DNA and nucleosomes to either side.
526514.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ურთიერთქმედება ჰისტონი H1-ის დახმარებით იწვევს წაგრძელებული 10-ნმ ძაფის დახვევასა და დაკეცვას.
With the aid of histone H1, these interactions cause the extended 10-nm fiber to coil or fold.
526515.
ბიოლოგია | თავი XIX
შედეგად ვიღებთ ქრომატინის ძაფს, რომლის სიგანე დაახლოებით 30 ნმ-ია ანუ 30 ნმ ძაფს.
Forming a chromatin fiber roughly 30 nm in thickness, the 30-nm fiber.
526516.
ბიოლოგია | თავი XIX
30 ნმ ის ძაფი ქმნის მარყუჟებს, რომლებსაც დამარყუჟებული დომენები ეწოდება.
The 30-nm fiber, in turn, forms loops called looped domains.
526517.
ბიოლოგია | თავი XIX
ისინი უკავშირდება ქრომოსომის არა ჰისტონური ცილებისაგან შექმნილ პლატფორმას და შედეგად 300-ნმ ძაფს ვიღებთ.
They are attached to a chromosome scaffold made of nonhistone proteins, thus making up a 300-nm fiber.
526518.
ბიოლოგია | თავი XIX
მიტოზურ ქრომოსომაში დამარყუჟებული დომენებიც იხვევა და იკეცება, ამიტომ ქრომატინი უფრო კომპაქტური ხდება.
In a mitotic chromosome, the looped domains themselves coil and fold, further compacting all the chromatin.
526519.
ბიოლოგია | თავი XIX
ასე წარმოიქმნება მეტაფაზისთვის დამახასიათებელი ქრომოსომა, რომლის მიკროფოტო ნაჩვენებია 19.2 დ სურათის ქვედა ნაწილში.
To produce the characteristic metaphase chromosome shown in the micrograph at the bottom of Figure 19.2d.
526520.
ბიოლოგია | თავი XIX
დახვევების შემდეგ მეტაფაზურ ქრომოსომებში კონკრეტული გენები ყოველთვის განლაგებულია ერთსა და იმავე ადგილზე, რაც შეფუთვის სტადიების მაღალ სპეციფიკურობასა და სიზუსტეზე მიუთითებს.
Particular genes always end up located at the same places in metaphase chromosomes, indicating that the packing steps are highly specific and precise.