მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526541.
ბიოლოგია | თავი XIX
გენების განსხვავებული ექსპრესია.
Differential Gene Expression.
526542.
ბიოლოგია | თავი XIX
ადამიანის ტიპური უჯრედი ნებისმიერ მოცემულ მომენტში საკუთარი გენების დაახლოებით 20%-ს ამუშავებს.
A typical human cell probably expresses about 20% of its genes at any given time.
526543.
ბიოლოგია | თავი XIX
მაღალი დიფერენციაციის მქონე უჯრედები, მაგალითად კუნთოვანი უჯრედები, გენების კიდევ უფრო მცირე ნაწილის ექსპრესიას ახორციელებს.
Highly differentiated cells, such as muscle cells, express an even smaller fraction of their genes.
526544.
ბიოლოგია | თავი XIX
ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედი იდენტურ გენომს შეიცავს, მაგრამ ყოველი ტიპის უჯრედის გამოვლენილი გენების ნაკრები უნიკალურია.
Although almost all the cells in an organism contain an identical genome, the subset of genes expressed in the cells of each type is unique, allowing these cells to carry out their specific function.
526545.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედის ტიპებს შორის სხვაობა განპირობებულია არა იმით, რომ ისინი სხვადასხვა გენებს შეიცავს, არამედ გენების განსხვავებული ექსპრესიით (გამოვლენით): ერთი გენომის მქონე უჯრედების მიერ სხვადასხვა გენების გამოვლენით.
The differences between cell types, therefore, are due not to different genes being present, but to differential gene expression, the expression of different genes by cells with the same genome.
526546.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტების გენომი შეიძლება ათეულ ათასობით გენს შეიცავდეს, მაგრამ რამდენიმე სახეობაში, მაგალითად ადამიანის შემთხვევაში, ცილებს დნმ-ის მხოლოდ მცირე რაოდენობა (დაახლოებით 1.5 %) აკოდირებს.
The genomes of eukaryotes may contain tens of thousands of genes, but for quite a few species, only a small amount of the DNA-about 1.5% in humans-codes for protein.
526547.
ბიოლოგია | თავი XIX
დანარჩენი დნმ-ის ძალიან მცირე ნაწილი რნმ-ის პროდუქტებისთვის (რიბოსომული რნმ და ტრანსპორტული რნმ) აუცილებელი გენებისაგან შედგება.
Of the remaining DNA, a very small fraction consists of genes for RNA products such as ribosomal RNA and transfer RNA.
526548.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც ჩანს, ამ დნმ-ის უმეტესი ნაწილი არამაკოდირებელია, თუმცა მკვლევრების უახლესი მონაცემების მიხედვით მათი დიდი ნაწილი შეიძლება უცნობი ფუნქციების მქონე რნმ-ებში ტრანსკრიბირდებოდეს.
Most of the rest of the DNA seems to be noncoding, although recently researchers have learned that a significant amount of it may be transcribed into RNAS of unknown function.
526549.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა შემთხვევაში, უჯრედის ტრანსკრიფციულმა ცილებმა საჭირო გენები საჭირო დროს უნდა იპოვონ.
In any case, the transcription proteins of a cell must locate the right genes at the right time.
526550.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ამოცანა თივის ზვინში ნემსის პოვნის მსგავსია.
A task on a par with finding a needle in a haystack.
526551.
ბიოლოგია | თავი XIX
40 წლის წინ ევკარიოტების გენების ექსპრესიის მაკონტროლებელი მექანიზმების გამოკვლევა უიმედო საქმედ ჩანდა.
Only 40 years ago, an understanding of the mechanisms that control gene expression in eukaryotes seemed almost hopelessly out of reach.
526552.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ კვლევის ახალი მეთოდების, მათ შორის დნმ-ის ტექნოლოგიების მიღწევების, დახმარებით მოლეკულურმა ბიოლოგებმა ევკარიოტული გენების რეგულაციის მრავალი დეტალი ახსნეს.
Since then, new research methods, including advances in DNA technology, have empowered molecular biologists to uncover many of the details of eukaryotic gene regulation.
526553.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა ორგანიზმში სპეციფიკური გენების ექსპრესია ძირითადად ტრანსკრიფციის ეტაპზე რეგულირდება, ხშირად ეს უჯრედის გარემოდან შემოსული სიგნალების საპასუხოდ ხდება.
In all organisms, the expression of specific genes is most commonly regulated at transcription, often in response to signals coming from outside the cell.
526554.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ პროკარიოტებისა და ევკარიოტების შემთხვევაშიც ტერმინი გენის ექსპრესია ხშირად ტრანსკრიფციასთან ასოცირდება.
For that reason, the term gene expression is often equated with transcription for both prokaryotes and eukaryotes.
526555.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ ევკარიოტული უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციების სირთულის გამო გენის ექსპრესიის რეგულაცია შესაძლებელი ხდება დამატებით სტადიებზეც.
However, the greater complexity of eukaryotic cell structure and function provides opportunities for regulating gene expression at additional stages.
526556.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავის შემდგომ სამ ნაწილში უფრო დეტალურად განვიხილავთ ევკარიოტული უჯრედის გენების ექსპრესიის კონტროლის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს.
In the following three sections, we'll examine some of the important control points of eukaryotic gene expression more closely.
526557.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომატინის სტრუქტურის რეგულაცია.
Regulation of Chromatin Structure.
526558.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ქრომატინის სტრუქტურული ორგანიზაცია დნმ-ს კომპაქტურ ფორმაში ფუთავს, რომ ის ბირთვის შიგნით მოთავსდეს.
As mentioned earlier, the structural organization of chromatin not only packs a cell's DNA into a compact form that fits inside the nucleus.
526559.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია გენთა ექსპრესიის რეგულაციისთვის.
But also is important in helping regulate gene expression.
526560.
ბიოლოგია | თავი XIX
ძლიერ კონდენსირებულ ჰეტეროქრომატინში მოთავსებული გენები, როგორც წესი, არ ვლინდებიან.
Genes within heterochromatin, which is highly condensed, are usually not expressed.