მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526561.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰეტეროქრომატინის რეპრესიული ეფექტი კარგად ჩანს ექსპერიმენტში, რომელშიც საფუვრის უჯრედების ჰეტეროქრომატინულ უბნებში ტრანსკრიფციულად აქტიური გენები ჩაამატეს (ინსერცია).
The repressive effect of heterochromatin has been seen in experiments in which a transcriptionally active gene was inserted into a region of heterochromatin in yeast cells.
526562.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩამატებული გენები აღარ ვლინდებოდნენ.
The inserted gene was no longer expressed.
526563.
ბიოლოგია | თავი XIX
გენების პრომოტორების განლაგება ნუკლეოსომებისა და იმ საიტების მიმართ, სადაც დნმ ქრომოსომის პლატფორმას ან ბირთვულ ლამინას უკავშირდება, ასევე განსაზღვრავს ტრანსკრიბირდება გენი, თუ არა.
In addition, the location of a gene's promoter relative to nucleosomes and to the sites where the DNA attaches to the chromosome scaffold or nuclear lamina can also affect whether it is transcribed.
526564.
ბიოლოგია | თავი XIX
უახლესი კვლევების მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ჰისტონებისა და ქრომატინის დნმ-ის კონკრეტული ქიმიური მოდიფიკაციები როგორც ქრომატინის სტრუქტურაზე, ასევე გენების ექსპრესიაზე მოქმედებს.
A flurry of recent research indicates that certain chemical modifications to the histones and DNA of chromatin influence both chromatin structure and gene expression.
526565.
ბიოლოგია | თავი XIX
აქ განვიხილავთ ამ მოდიფიკაციების მოქმედებას, რომელსაც სპეციფიკური ფერმენტები აკატალიზებს.
Here we examine the effects of these modifications, which are catalyzed by specific enzymes.
526566.
ბიოლოგია | თავი XIX
გვაქვს მტკიცებულება, რომ ჰისტონების ქიმიური მოდიფიკაციები გენების ტრანსკრიფციის რეგულაციაში პირდაპირ როლს ასრულებს.
There is mounting evidence that chemical modifications to histones play a direct role in the regulation of gene transcription.
526567.
ბიოლოგია | თავი XIX
ყოველი ჰისტონის მოლეკულის N-ბოლო ნუკლეოსომიდან გარეთაა გამოშვერილი.
The N-terminus of each histone molecule in a nucleosome protrudes outward from the nucleosome.
526568.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ჰისტონური კუდები მისაწვდომია სხვადასხვა მოდიფიკაციის გამომწვევი ფერმენტებისათვის, რომლებიც სპეციფიკური ქიმიური ჯგუფების დამატებას ან მოშორებას აკატალიზებს.
These histone tails are accessible to various modifying enzymes, which catalyze the addition or removal of specific chemical groups.
526569.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰისტონის აცეტილირებისას აცეტილის ჯგუფები ჰისტონის კუდებში მდებარე დადებითად დამუხტულ ლიზინებს უკავშირდება.
In histone acetylation, acetyl groups (-COCH3) are attached to positively charged lysines in histone tails.
526570.
ბიოლოგია | თავი XIX
დეაცეტილირება კი აცეტილის ჯგუფების მოშორებაა.
Deacetylation is the removal of acetyl groups.
526571.
ბიოლოგია | თავი XIX
როცა ნუკლეოსომის ჰისტონის კუდები აცეტილირებულია, ხდება მათი დადებითი მუხტის განეიტრალება და ისინი მეზობელ ნუკლეოსომებს აღარ უკავშირდება.
When the histone tails of a nucleosome are acetylated, their positive charges are neutralized and they no longer bind to neighboring nucleosomes.
526572.
ბიოლოგია | თავი XIX
გაიხსენეთ, რომ ასეთი ბმები ხელს უწყობს ქრომატინის კომპაქტურ სტრუქტურაში დაკეცვას.
Recall that such binding promotes the folding of chromatin into a more compact structure.
526573.
ბიოლოგია | თავი XIX
როცა ეს ბმა აღარ გვაქვს, ქრომატინს უფრო ფაშარი სტრუქტურა ექნება.
When this binding does not occur, chromatin has a looser structure.
526574.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ ტრანსკრიფციული ცილები აცეტილირებულ უბანზე განლაგებულ გენებს უფრო ადვილად უერთდება.
As a result, transcription proteins have easier access to genes in an acetylated region.
526575.
ბიოლოგია | თავი XIX
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჰისტონების აცეტილირების ან დეაცეტილირების ზოგიერთი ფერმენტი მჭიდროდ ასოცირებულია ტრანსკრიფციულ ფაქტორებთან ან თვითონ ამ ფაქტორების კომპონენტებია.
Researchers have shown that some enzymes that acetylate or deacetylate histones are closely associated with or even components of the transcription factors that bind to promoters.
526576.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც ვიცით, ტრანსკრიფციული ფაქტორები პრომოტორს უკავშირდება.
The transcription factors bind to promoters.
526577.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვა სიტყვებით, ჰისტონის აცეტილირების ფერმენტებს ტრანსკრიფციის ინიციაციის გამოწვევა შეუძლია როგორც ქრომატინის სტრუქტურის მოდიფიკაციით, ასევე ტრანსკრიფციული მექანიზმის კომპონენტებთან მიბმით ანუ მათი „აყვანით“.
In other words, histone acetylation enzymes may promote the initiation of transcription not only by modifying chromatin structure, but also by binding to, and thus "recruiting," components of the transcription machinery.
526578.
ბიოლოგია | თავი XIX
რამდენიმე სხვა ქიმიური ჯგუფის შესაძლებელი კავშირი ჰისტონის კუდებზე მდებარე ამინომჟავებთან ასევე შექცევადია.
Several other chemical groups can be reversibly attached to amino acids in histone tails.
526579.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, მეთილის ჯგუფების ჰისტონის კუდებზე დამატებამ (მეთილირებამ) შესაძლოა ქრომატინის კონდენსაცია გამოიწვიოს.
For example, the addition of methyl groups (CH3) to histone tails (methylation) can lead to condensation of the chromatin.
526580.
ბიოლოგია | თავი XIX
უახლესი აღმოჩენებით ჰისტონის კუდების ეს და სხვა მრავალი მოდიფიკაციები მოქმედებს ქრომატინის სტრუქტურასა და გენთა ექსპრესიაზე.
The recent discovery that this and many other modifications to histone tails can affect chromatin structure and gene expression.