მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52641.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ხალხთა მასები ნაკლებად უჭერდნენ მხარს.
The masses gave little support to the idea.
52642.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ფრიდრიხ ბარბაროსამ 1188 წელს დაამარცხა იკონიის (ანატოლია) სულთანი.
In 1188 Frederick Barbarossa defeated the sultan of Konya (Anatolia).
52643.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
გერმანელთა ლაშქარმა დიდი დანაკლისი განიცადა კილიკიაში - მდინარეზე გადასვლისას. ფრიდრიხ ბარბაროსა დაიხრჩო.
The German army suffered great losses in Cilicia - in crossing a river Frederick Barbarossa was drowned.
52644.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ფილიპე ოგიუსტმა და რიჩარდ ლომგულმა ზღვას მიაშურეს.
Philip Augustus and Richard the Lion-heart put to sea.
52645.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ინგლისის მეფემ კვიპროსი დაიპყრო.
The king of England captured Cyprus.
52646.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1191 წლის ივლისში ინგლისელებმა და ფრანგებმა აკრა აიღეს.
In July 1191 the English and French took Acre.
52647.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
რიჩარდ ლომგულმა, რომელსაც ძლიერი, გაწვრთნილი და კარგად შეიარაღებული ჯარი ჰყავდა, ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა: 1191 წლის სექტემბერში არსეფთან იმარჯვა, ხოლო 1192 წლის აგვისტოში იაფო აიღო.
Richard the Lion-Heart, who had a strong well-trained and well-armed army, won two important victories: in September 1191 he triumphed at Arsuf and in August 1192 he took Yafo.
52648.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
თავის მხრივ სალადინმა, რომელსაც აღარ ჰქონდა ლაშქრის შევსების საშუალება, არჩია, რომ ფრანგებთან ზავი დაედო.
For his part, Saladin, who had no means of reinforcing his army, preferred to conclude a peace with the Franks.
52649.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ჯვაროსანთა მესამე ლაშქრობამ რამდენადმე შეუნარჩუნა სიცოცხლე ლათინურ სახელმწიფოებს.
The Third Crusade prolonged to some extent the life of the Latin states.
52650.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამასთან, შეამცირა სალადინის გამარჯვებათა მნიშვნელობა.
At the same time it reduced the significance of Saladin's victories.
52651.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ლაშქრობამ აჩვენა, რომ ევროპას მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გააჩნია, რომ დასავლეთ ევროპის ქრისტიანობას შესწევს უნარი ძალთა მობილიზებისა წმინდა მიწაზე სალაშქროდ.
The crusade showed that West-European Christianity was capable of mobilizing forces for an expedition in the Holy Land.
52652.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
აქვე უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მასშტაბში გამარჯვება მუსლიმებს (სალადინს) დარჩა.
It should be said, however, that on the historical scale victory remained with the Muslims (Saladin).
52653.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
იერუსალიმის სამეფოსა და სხვა ლათინური სახელმწიფოების მცდელობა, შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, კრახით დამთავრდა.
The attempt of the kingdom of Jerusalem and other Latin states to create a powerful state ended in a fiasco.
52654.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
საერთოდ, ჯვაროსანთა მდგომარეობა უიმედო ხდებოდა.
In general, the situation of the crusaders was becoming hopeless.
52655.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
პერსპექტივა იერუსალიმის დაპატრონებისა პრაქტიკულად ამოიწურა.
The prospect of laying hold of Jerusalem was practically nill.
52656.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამ დროს, როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, გარკვეული გამოცოცხლება დაიწყო ლაშქარში.
At this time, according to the historical sources, there was some revival in the troops.
52657.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ახალი იმედის გაჩენა უშუალოდაა დაკავშირებული მეფე-ხუცესის იოვანეს სახელთან, რომელიც აღმოსავლეთში ცხოვრობს, ძლევამოსილი ჩანს და იგივე მიზანი აქვს ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისა, რაც ჯვაროსნების საოცნებო იყო.
The rise of a new hope was directly related to the name of the king-priest Johannes, who lived in the East, appeared to be victorious and had the same goal of liberating the Holy Sepulcher as the crusaders dreamed of.
52658.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
გერმანელი მემატიანე ოტონ ფრაიზინგინელი (იმპერატორების - ჰაინრიხ IV-ის შვილიშვილი და ფრიდრიხ ბარბაროსას ბიძა) თავის „ქრონიკაში“ გადმოგვცემს, რომ სირიელი ეპისკოპოსის გადმოცემით, „იოვანემ – მეფემ და ხუცესმა, რომელიც ცხოვრობს სპარსეთისა და არმენიის იქით, უკიდურეს აღმოსავლეთში... ერთ-ერთ ბრძოლაში დაამარცხა სპარსეთისა და მიდიის მეფეები... და აიღო მათი სატახტო ქალაქი ეკბატანა“.
The German chronicler Otto Frisingen (grandson of the emperor Henry IV and uncle of Frederick Barbarossa) narrates in his Chronicle that, in the words of a Syrian bishop, "Johannes king-and-priest, who lives beyond Persia and Armenia, in the extreme east... in one of his battles defeated the kings of Persia and Media... and took their capital city Ecbatana".
52659.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამის შემდეგ, როგორც მემატიანე გადმოგვცემს, იოვანე გაემართა საომრად, რათა დახმარებოდა იერუსალიმის ეკლესიას.
After this, in the chronicler's words, Johannes set out on a campaign to help the church of Jerusalem.
52660.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ოტონ ფრაიზინგინელი ხაზს უსვამს, რომ, როგორც ამბობენ, ეს პიროვნება „იმ ძველი მოგვების შთამომავალია, რომლებიც სახარებაში იხსენიებოდა და იგი მრავალ ხალხზე ბატონობსო“.
Otto stresses that this person, according to heresay, "Is a descendant of the Magi mentioned in the Gospel and that he held sway over many peoples".