მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52701.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
„ხოლო ესმა ეს ფრანგთა, რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთსა, თჳსსა სიძისასა თანა“.
"When the Franks came to know that the Greeks were deprived of all support from the East, the Venetians set out and took the capital city from them, gaining also royal power, and the wretched Alexius took refuge with her son-in-law in Bulgaria".
52702.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ნიშანდობლივია, რომ ბულგარელთა მეფესაც (ალექსის სიძეს) სცოდნია ალექსის ანგარების ამბავი, შეუყვანია ერთ ციხე-დარბაზში, ოქრო დაუფენია მის წინაშე და უთქვამს:
It is notable that the Bulgarian king (son-in-low of Alexius) had knowledge of the greed Alexius, he took him, and said:
52703.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
„აჰა, ალექსი, გულისსათქმელი იგი შენი, ოქრო ესე მიიღე, თჳნიერ სხვისა რომლისამე საზრდელისა და წყლისა წილ, რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დახსენ თვთმპყრობელობა ბერძენთა“.
"Ah Alexius, here is your heart's desire, take this gold in place of any other food, drink, since it is for this that you have brought down the royal house of the Christians and dissipated the empire of the Greeks".
52704.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ალექსი აქვე გარდაიცვალა „დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა“.
Alexius "deprived of God's help died here".
52705.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
უნდა შევნიშნოთ, რომ „ქართლის ცხოვრების“ ზემომოცემულ სქემას (ბერძენთა კეისრის მიერ თამარის ნაბოძები ოქროს კონფისკაცია – საპასუხო გალაშქრება და ქართველთა მიერ მცირე აზიის ადგილთა დაჭერა - შემდეგ ფრანგთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობა) კრიტიკულად მიუდგა ზურაბ ავალიშვილი.
It should be noted that the above scheme of "Kartlis Tskhovreba" (confiscation of the gold granted by Tamar by the Emperor of the Greeks - the Georgian campaign in retaliation and capture of places in Asia Minor - the seizure of Constantinople by the Franks) was viewed critically by Zurab Avalishvili.
52706.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
უპირველეს ყოვლისა, მეცნიერი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ როგორც ალექსი ანგელოსის ტახტიდან ჩამოგდება, ისე ტრაპიზონის სამეფოს დაარსება ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის ეპოქას ეკუთვნის და აუცილებელია ამ გარემოების გათვალისწინება.
In the first place the scholar stressed the point that the dethroning of Alexius Angelos and the setting up of the kingdom of Trebizond belong to the period of the Fourth Crusade and that this fact should be taken into account.
52707.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ზ. ავალიშვილი მიმოიხილავს ტრაპიზონის სამეფოს ირგვლივ არსებულ ლიტერატურას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ტრაპიზონის „ჭანური“ სახე იზიდავდა.
Avalishvili reviews the literature available on the kingdom of Trebizond and considers that Georgia was attracted by the "Chan" image of Trebizond.
52708.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მართლაც, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირი ჭანებითა და სხვა ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული.
Indeed, the south-eastern shore of the Black Sea was inhabited by the Chan and related Georgian tribes.
52709.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბიზანტიის იმპერიის დასუსტებას თან მოჰყვა მცირე აზიაში დამკვიდრებული თურქების ამოქმედება-გააქტიურება.
It should be also borne in mind that the weakening of the Byzantine empire was followed by the growth of the activity of the Turks settled in Asia Minor.
52710.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ბუნებრივია, საფრთხე ემუქრებოდა იქ მცხოვრებ ქართულ მოსახლეობასაც.
Naturally, the Georgian population residing there was also threatened.
52711.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამგვარად, ტრაპიზონის სამეფოს შექმნა წინ უსწრებდა კონსტანტინოპოლის საბოლოო დაცემას.
Thus, the founding of the kingdom of Trebizond preceded the final fall of Constantinopole.
52712.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ასეა თუ ისე, სადავო არ არის, რომ ტრაპიზონის სამეფოს დაარსება საქართველოს სამეფო კარის მიერ წარმოებული აქტიური პოლიტიკის შედეგი იყო და ამასთან „ის იყო მისი საგარეო პოლიტიკის იარაღი“.
Be that as it may, there is no doubt that the establishment of the kingdom of Trebizond was the result of the active policy conducted by the Georgian royal court and "it was an instrument of her foreign policy".
52713.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
რატომ აიღო საქართველოს სამეფო კარმა გეზი ტრაპიზონის სამეფოში კომნენოსთა გამეფებაზე?
Why did the kingdom of Georgia take the road of raising a Comnenus to the throne in the kingdom of Trebizond?
52714.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
საქართველოს მფარველობა და აქტიური დახმარება კომნენოსებისადმი ასახსნელია იმ გარემოებით, რომ ამ უკანასკნელთა რამდენიმე თაობა საქართველოში ცხოვრობდა და ნათესაობდა ქართულ სამეფო სახლთან, ამასთან, განსაკუთრებული სახელმწიფო ანგარიშით, ჭანეთის მჭიდრო მეზობლობით და იქნებ მისი სახლის ეთნიკური ერთობითაც.
Georgia's patronage and active assistance of the Comneni should be accounted for by the fact that several generations of the latter had resided in Georgia and were related to the Georgian royal dynasty, with special considerations of the state, close neighborhood of Chaneti, and perhaps ethnic kinship with its dynasty.
52715.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
როგორ მოხვდნენ კომნენოსები საქართველოს სამეფო კარზე?
How did the Comneni find their way to the Georgian royal court?
52716.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
რა დინასტიური კავშირი იყო მათ შორის? კერძოდ, ქართველ ბაგრატიონებსა და კომნენოსების უმცროს შტოს შორის?
What was the dynastic link between them, in particular between the Georgian Bagrationis and the younger branch of the Comneni.
52717.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1185 წელს ბიზანტიის იმპერატორი ანდონიკე კომნენოსი ტახტიდან იქნა ჩამოგდებული და მოკლული.
In 1185 the Byzantine emperor Andronicus Comnenus was dethroned and killed.
52718.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
სამეფო ანგელოსთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა დაიკავეს.
The kingdom was taken over by representatives of the house of Angelos.
52719.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ისაკი მეფედ ეკურთხა.
Isaac was enthroned.
52720.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
კომნენოსებიდან მოკლეს იმპერატორ ანდრონიკეს შვილი მანოელიც.
Of the Comneni the emperor Andronicus' son Manoel was also slain.