მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526641.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტულმა რეპრესორებმა გენთა ექსპრესიის ინჰიბირება (აკრძალვა) შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა გზით გამოიწვიონ.
Eukaryotic repressors can cause inhibition of gene expression in several different ways.
526642.
ბიოლოგია | თავი XIX
გარკვეული რეპრესორები უშლიან აქტივატორების დაკავშირებას შესაბამის მაკონტროლებელ ელემენტებთან ან ტრანსკრიფციული მექანიზმის კომპონენტებთან.
Certain repressors block the binding of activators either to their control elements or to components of the transcription machinery.
526643.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვა რეპრესორები თავის მაკონტროლებელ ელემენტებს ენჰანსერზე პირდაპირ უკავშირდებიან და აქტივატორების არსებობის შემთხვევაშიც კი ტრანსკრიფციას „თიშავენ“.
Other repressors bind directly to their own control elements in an enhancer and act to turn off.
526644.
ბიოლოგია | თავი XIX
გაიხსენეთ, რომ ჰისტონის აცეტილირების მაღალი დონის ქრომატინის უბანში არსებულ გენს შეუძლია ტრანსკრიფციულ მექანიზმთან დაკავშირება, ჰისტონის აცეტილირების დაბალი დონის ქრომატინულ უბანში განლაგებულ გენს კი არა.
Recall that a gene present in a region of chromatin with high levels of histone acetylation is able to bind the transcription machinery, whereas a gene in a region of chromatin with low levels of histone acetylation is not.
526645.
ბიოლოგია | თავი XIX
საფუარებზე და ძუძუმწოვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი აქტივატორი პროცესში რთავს ცილებს, რომლებიც სპეციფიკური გენების პრომოტორების გვერდით განლაგებულ ჰისტონებს აცეტილირებენ და ასე ტრანსკრიფციას ხელს უწყობენ.
Studies in yeast and mammals show that some activators recruit proteins that acetylate histones near the promoters of specific genes, thus promoting transcription.
526646.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის საპირისპიროდ, სხვა რეპრესორები ჰისტონების დეაცეტილირების ცილებს იწვევენ, რასაც ტრანსკრიფციის შემცირება მოჰყვება.
In contrast, other repressors recruit proteins that deacetylate histones, leading to reduced transcription.
526647.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ ფენომენს სიჩუმეს უწოდებენ.
A phenomenon referred to as silencing.
526648.
ბიოლოგია | თავი XIX
მართლაც, ევკარიოტებში რეპრესიის ყველაზე გავრცელებული მექანიზმი უნდა იყოს პროცესში ქრომატინის მოდიფიკაციის გამომწვევი ცილების ჩართვა.
Indeed, recruitment of chromatin modifying proteins seems to be the most common mechanism of repression in eukaryotes.
526649.
ბიოლოგია | თავი XIX
გენთა აქტივაციის კომბინირებული კონტროლი.
Combinatorial Control of Gene Activation.
526650.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსკრიფციის კონტროლი ევკარიოტებში უფრო დამოკიდებულია დნმ-ის მაკონტროლებელ ელემენტებთან აქტივატორების დაკავშირებაზე.
In eukaryotes, the precise control of transcription depends largely on the binding of activators to DNA control elements.
526651.
ბიოლოგია | თავი XIX
ცხოველის ან მცენარის ტიპურ უჯრედში გენების ძალიან დიდ რაოდენობის რეგულაცია უნდა მოხდეს.
Considering the very large number of genes that must be regulated in a typical animal or plant cell.
526652.
ბიოლოგია | თავი XIX
მიუხედავად ამისა მაკონტროლებელ ელემენტებში არსებული განსხვავებული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების რიცხვი მოულოდნელად მცირე აღმოჩნდა.
The number of completely different nucleotide sequences found in control elements is surprisingly small.
526653.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვადასხვა გენების მაკონტროლებელ ელემენტებში დაახლოებით თორმეტი მოკლე ნუკლეოტიდური თანამიმდევრობა მრავალჯერ მეორდება.
A dozen or so short nucleotide sequences appear again and again in the control elements for different genes.
526654.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული ენჰანსერი დაახლოებით ათი მაკონტროლებელი ელემენტისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ ან ორ სპეციფიკურ ტრანსკრიფციულ ფაქტორს უკავშირდება.
On average, each enhancer is composed of about ten control elements, each of which can bind only one or two specific transcription factors.
526655.
ბიოლოგია | თავი XIX
აღმოჩნდა, რომ გენის ტრანსკრიფციის რეგულაციისათვის უფრო მნიშვნელოვანია გენთან ასოცირებულ ენჰანსერში მაკონტროლებელი ელემენტების განსაკუთრებული კომბინაცია, ვიდრე ერთეული უნიკალური მაკონტროლებელი ელემენტის არსებობა.
The particular combination of control elements in an enhancer associated with a gene turns out to be more important than the presence of a single unique control element in regulating transcription of the gene.
526656.
ბიოლოგია | თავი XIX
მხოლოდ თორმეტი მაკონტროლებელი ელემენტის თანამიმდევრობის არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია კომბინაციების დიდი რაოდენობა.
Even with only a dozen control element sequences available, a large number of combinations are possible.
526657.
ბიოლოგია | თავი XIX
მაკონტროლებელი ელემენტების განსაზღვრული კომბინაცია მხოლოდ მაშინ შეძლებს ტრანსკრიფციის აქტივაციას, თუ გვაქვს შესაბამისი ცილა აქტივატორი.
A particular combination of control elements will be able to activate transcription only when the appropriate activator proteins are present.
526658.
ბიოლოგია | თავი XIX
ასეთი მოვლენა განვითარების ზუსტად განსაზღვრულ დროს ან გარკვეული ტიპის უჯრედში გვხვდება.
Such as at a precise time during development or in a particular cell type.
526659.
ბიოლოგია | თავი XIX
19.7 სურათზე ასახულია მაკონტროლებელი ელემენტების სხვადასხვა კომბინაციების მიერ ტრანსკრიფციის აქტივაცია, რომელიც განაპირობებს მაკონტროლებელი ელემენტების მცირე ჯგუფის მიერ ტრანსკრიფციის უზუსტეს რეგულაციას.
The example in Figure 19.7 illustrates how the use of different combinations of control elements to activate transcription allows exquisite regulation of transcription with a small set of control elements.
526660.
ბიოლოგია | თავი XIX
კოორდინირებულად კონტროლირებადი გენები.
Coordinately Controlled Genese.