მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52721.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
„ამასვე წელს დემეტრე მეფე მოკუდა, და და დემეტრესი თამარ, თიღ​ჳსა აღმაშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და და მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო“.
"In the same year king Demetre died, and Demetre's sister Tamar, builder of Tighva, she too passed away and her sister Queen Kata was marred in Greece".
52722.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
როგორც ცნობილია, კატაი მისთხოვდა ალექსი I-ის შვილს ისაკ კომნენოსს.
As is known, Kata married Alexius I's son Isaac Comnenus.
52723.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
კატაისა და ისაკის შვილი იყო ანდრონიკე, რომელიც საქართველოს მეფეს გიორგი III-ს ესტუმრა „ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისშვილი დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა“.
Kata and Isaac had a son Andronicus, who visited Giorgi III, king of Georgia, "with his wife of radiant face and beautiful with children and niece, the brother's son of the father of the great emperor and king of the entire West and Greece".
52724.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ახლო ნათესაურ კავშირზეა უთუოდ მინიშნება, როცა თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი აღნიშნავს: „და ვითარ მართებდა, ეგრეთ მმადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყვისი სახლისშვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგინა საჯდომნი სიახლესა საყდარსა თ​ჳსისასა...“ და ა.შ.
The first historian of Queen Tamar doubtless points to close kinship by noting: "And as was befitting, he, thanking God, accepted and did appropriate honor to his nephew, and granting him towns and fortresses to his satisfaction, he set seats for him close to his own throne...", and so on.
52725.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ბაგრატიონთა და კომნენოსთა დამოკიდებულება ნათელია.
The relationship of the Bagrations and the Comneni is clear.
52726.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ქართულ წყაროში მოხსენიებული ალექსი კომნენოსი ანდრონიკეს შვილიშვილი იყო.
The Alexius Comnenus, mentioned in the Georgian source, was the grandson of Andronicus.
52727.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
სწორედ იგი გახდა ტრაპიზონის იმპერიის პირველი მეფე.
It was he that became the first king of the Empire of Trebizond.
52728.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ტრაპიზონის იმპერიამ საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური როლი შეასრულა.
The Empire of Trebizond played an important role in Georgia's economic, strategic and political life.
52729.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მის არსებობას განსაკუთრებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად.
Its existence was especially essential for checking the attacks of the Byzantines from the west and the Turkish sultanate of Rum from the south-west.
52730.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ალექსი კომნენოსი საქართველოს სამეფო კარის დასაყრდენი იყო მის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით ბიზანტიასთან ურთიერთობის საქმეში.
Alexius Comnenus was the mainstay of the Georgian royal court in the country's foreign policy, especially in the relations with Byzantium.
52731.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
შავი ზღვის ნაპირზე მოსახლე ბერძენთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა ტრაპიზონში გამეფებულ კომნენოსებს.
A considerable part of the Greeks inhabiting the Black Sea littoral looked hopefully to the Comneni reigning in Trebizond.
52732.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მათ უთუოდ დიდი სახელი ჰქონდათ და თანამემამულეებს არ გაჰქრობოდათ ილუზია მათგან მამაპაპეული ტახტის აღდგენისა.
They doubtless enjoyed a high reputation and the compatriots had not lost the illusion of regaining the throne of their ancestors.
52733.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
გამოვიდნენ თუ არა სამოღვაწეო ასპარეზზე, საქართველოს სამეფო კარის მეოხებით, ალექსი და დავით კომნენოსები იძულებული გახდნენ მცირე აზიაში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ დუღილში ჩაბმულიყვნენ.
Embarking on the political arena through the Georgian royal court, Alexius and David Comneni were forced to plunge into the political turmoil in Asia Minor.
52734.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ალექსი კომნენოსის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ბიზანტიის შინაპოლიტიკური ცხოვრების საქმის კურსში იყო და ზოგჯერ აქტიურადაც ერეოდა ბიზანტიის პოლიტიკურ ამბებში.
In the closing years of Alexius Comnenus' reign, the Georgian government was au courant of the internal political life of Byzantium, occasionally actively intervening in the political developments in Byzantium.
52735.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ტრაპიზონის იმპერიის არსებობის მთელ მანძილზე მის სამეფო კარზე ორი პოლიტიკური საორიენტაციო და კულტურული ტენდენცია გამოიკვეთა - ქართული და ბიზანტიური.
Throughout the existence of the Empire of Trebizond two political orientations and cultural tendencies took shape at its royal court - Georgian and Byzantine.
52736.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
კომნენოსები საქართველოს, მისი სამეფო კარის ქართველი მეფეების ერთგულები იყვნენ.
The Comneni were loyal to Georgia, her royal court and the Georgian kings.
52737.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ეს ნათლად ჩანდა საქართველოს ძლიერების პერიოდში.
This was clear in the period of Georgia's heyday.
52738.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მონღოლთა შემოსევებისა და საქართველოს დასუსტების შემდეგ ეს ვითარება რამდენადმე შეიცვალა და ქართულმა ორიენტაციამ არასტაბილური ხასიათი მიიღო.
Following the invasions of the Mongols and the decline of Georgia, this situation altered to some extent, the Georgian orientation acquiring a somewhat unstable character.
52739.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამგვარად, მეფე თამარის მეფობის დროს საქართველოს მეზობლად ძირითადად ქართველი ტომებით დასახლებული და ქართული ორიენტაციის მქონე დიდი იმპერიის შექმნა უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო - გამარჯვება საქართველოს პოლიტიკისა, დიპლომატიისა, რაც დაყრდნობილი იყო საქართველოს ძლიერებასა და იმ საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებაზე (ჯვაროსანთა IV ლაშქრობა, ბიზანტიის იმპერიის დასუსტება), რასაც XIII საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ადგილი.
Thus, the setting up of a major empire populated mainly with Georgian peoples of Georgian orientation in the neighborhood of Georgia in the reign of Queen Tamar was beyond doubt a significant event - a triumph of Georgian policy and diplomacy, based on Georgia's power and consideration of the international situation (the 4<sup>th</sup> Crusade, the weakening of the Byzantine empire), occurring early in the 13<sup>th</sup> century.
52740.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ჯვაროსანთა V ლაშქრობა ეგვიპტისაკენ იყო მიმართული.
The 5<sup>th</sup> Crusade was directed against Egypt.