მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526981.
ბიოლოგია | თავი XIX
სავარაუდოდ, ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით მოხდა ასეთი შეცვლილი გენების შენარჩუნება პოპულაციაში და შედეგად α-გლობინის ცილის ალტერნატიული ფორმების წარმოქმნა მივიღეთ.
Presumably, natural selection acted on these altered genes to maintain them in the population, leading to production of alternative forms of a-globin protein.
526982.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვადასხვა α-გლობინისა და β-გლობინის ცილების ამინომჟავური თანამიმდევრობების მსგავსება გენის დუპლიკაციისა და მუტაციების ამ მოდელს ამყარებს.
The similarity in the amino acid sequences of the various a-globin and B-globin proteins supports this model of duplication and mutation.
526983.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, β−გლობინების ამინომჟავური თანამიმდევრობები ერთმანეთს ბევრად უფრო ემსგავსება, ვიდრე α-გლობინის თანამიმდევრობებს.
The amino acid sequences of the B-globins, for instance, are much more similar to each other than to the a-globin sequences.
526984.
ბიოლოგია | თავი XIX
ფუნქციონალურ გლობინურ გენებს შორის რამდენიმე ფსევდოგენის არსებობა ამ მოდელს დამატებით მტკიცებულებას სძენს.
The existence of several pseudogenes among the functional globin genes provides additional evidence for this model.
526985.
ბიოლოგია | თავი XIX
ევოლუციური დროის განმავლობაში, შემთხვევითმა მუტაციებმა, ალბათ, ამ „გენების“ ფუნქციების გაუქმება გამოიწვიეს.
That is, random mutations in these "genes" over evolutionary time have destroyed their function.
526986.
ბიოლოგია | თავი XIX
ახალი ფუნქციების მქონე გენების ევოლუცია.
Evolution of Genes with Novel Functions.
526987.
ბიოლოგია | თავი XIX
გლობინების გენთა ოჯახების ევოლუციაში, გენების დუპლიკაციისა და შემდგომი დივერგენციის შედეგად წარმოიქმნა ოჯახის წევრები, რომელთა ცილოვანი პროდუქტები მსგავს, მონათესავე ფუნქციებს ასრულებდნენ.
In the evolution of the globin gene families, gene duplication and subsequent divergence produced family members whose protein products performed related functions.
526988.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის საპირისპიროდ, დუპლიცირებული გენის ერთმა ასლმა შეიძლება განიცადოს ცვლილებები, რომლებიც მისი ცილოვანი პროდუქტის სრულიად ახალ ფუნქციამდე მიგვიყვანს.
Alternatively, one copy of a duplicated gene can undergo alterations that lead to a completely new function for the protein product.
526989.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის კარგ მაგალითებს წარმოადგენენ ლიზოციმისა და α−ლაქტალბუმინის გენები.
The genes for lysozyme and a-lactalbumin are good examples.
526990.
ბიოლოგია | თავი XIX
ლიზოციმი არის ფერმენტი, რომელიც ბაქტერიების უჯრედის კედლის ჰიდროლიზირების მეშვეობით ინფექციისაგან გვიცავს.
Lysozyme is an enzyme that helps prevent infection by hydrolyzing the cell walls of bacteria.
526991.
ბიოლოგია | თავი XIX
α−ლაქტალბუმინი არაფერმენტული ცილაა, რომელიც ძუძუმწოვრებში რძის წარმოქმნაში ასრულებს გარკვეულ როლს.
A-lactalbumin is a nonenzymatic protein that plays a role in milk production in mammals.
526992.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ორი ცილა საკმაოდ მსგავსია ამინომჟავური თანამიმდევრობისა და სამგანზომილებიანი სტრუქტურების მიხედვით.
The two proteins are quite similar in their amino acid sequences and three-dimensional structures.
526993.
ბიოლოგია | თავი XIX
ძუძუმწოვრებში ნანახია ორივე მათგანის გენი, მაგრამ ფრინველებში მხოლოდ ლიზოციმის გენია წარმოდგენილი.
Both genes are found in mammals, whereas only the lysozyme gene is present in birds.
526994.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს აღმოჩენები გვავარაუდებინებს, რომ ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ხაზების გამოცალკევების შემდეგ, ლიზოციმის გენმა დუპლიკაციის მოვლენა განიცადა ძუძუმწოვართა ხაზში, მაგრამ არა ფრინველთა ხაზში.
These findings suggest that at some time after the lineages leading to mammals and birds had separated, the lysozyme gene underwent a duplication event in the mammalian lineage but not in the avian lineage.
526995.
ბიოლოგია | თავი XIX
შედეგად, დუპლიცირებული ლიზოციმის გენის ერთი ასლი ევოლუცირდა α-ლაქტალბუმინის, ანუ სრულიად განსხვავებული ფუნქციის მატარებელი ცილის, მაკოდირებელ გენში.
Subsequently, one copy of the duplicated lysozyme gene evolved into a gene encoding a-lactalbumin, a protein with a completely different function.
526996.
ბიოლოგია | თავი XIX
გენების უბნების რეარანჟირება: ეგზონების დუპლიკაცია და ეგზონების ურთიერთშერევა.
Rearrangements of Parts of Genes: Exon Duplication and Exon Shuffling.
526997.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის არსებული თანამიმდევრობების რეარანჟირებამ ასევე შეიტანა წვლილი გენომის ევოლუციაში.
Rearrangement of existing DNA sequences has also contributed to genome evolution.
526998.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული გენების უმრავლესობაში ინტრონების არსებობამ, გენომში ეგზონების დუპლიკაციის ან მათი მდებარეობის შეცვლის გაადვილების საშუალებით, ახალი და პოტენციურად სასარგებლო ცილების ევოლუციას შეუწყო ხელი.
The presence of introns in most eukaryotic genes may have promoted the evolution of new and potentially useful proteins by facilitating the duplication or repositioning of exons in the genome.
526999.
ბიოლოგია | თავი XIX
გავიხსენოთ, მე-17 თავიდან რომ ეგზონი ხშირად აკოდირებს დომენს – ცილის სტრუქტურულად ან ფუნქციურად განსხვავებულ რეგიონს.
Recall from Chapter 17 that an exon often codes for a domain, a distinct structural or functional region of a protein.
527000.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მეიოზის პროცესში არათანაბარმა კროსინგოვერმა შეიძლება განაპირობოს გენის დუპლიკაცია ერთ ქრომოსომაზე და მისი დაკარგვა ჰომოლოგიურ ქრომოსომაზე.
We've already seen that unequal crossing over during meiosis can lead to duplication of a gene on one chromosome and its loss from the homologous chromosome.