მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527021.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, თუ ტრანსპოზირებადი ელემენტი „ჩახტება“ ცილის მაკოდირებელი გენის მაკოდირებელი თანამიმდევრობის შუაგულში, ის აბრკოლებს წყვეტილი გენის ნორმალ ფუნქციონირებას.
For instance, if a transposable element "jumps" into the middle of a coding sequence of a protein-coding gene, it prevents the normal functioning of the interrupted gene.
527022.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ ტრანსპოზირებადი ელემენტი რეგულატორულ თანამიმდევრობაში ჩაერთვება, ამ ტრანსპოზიციამ ერთი ან მეტი ცილის გაზრდილი ან შემცირებული წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს.
If a transposable element inserts within a regulatory sequence, the transposition may lead to increased or decreased production of one or more proteins.
527023.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსპოზიცია იწვევდა ორივე ტიპის ეფექტებს იმ გენებზე, რომლებიც აკოდირებენ პიგმენტის-მასინთეზირებელ ფერმენტებს მაკკლინტოკის სიმინდის მარცვლებში.
Transposition caused both types of effects on the genes coding for pigment-synthesizing enzymes in McClintock's corn kernels.
527024.
ბიოლოგია | თავი XIX
ისევ, როდესაც ასეთი ცვლილებები ჩვეულებრივ საზიანო შეიძლება იყოს, დიდი პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი შეიძლება სასარგებლო გახდეს.
Again, while such changes may usually be harmful, in the long run some may prove beneficial.
527025.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსპოზიციის დროს, ტრანსპოზირებადმა ელემენტმა გენი ან გენთა ჯგუფი გენომში ახალ პოზიციაზე შეიძლება გადაიტანონ.
During transposition, a transposable element may carry along a gene or group of genes to a new position in the genome.
527026.
ბიოლოგია | თავი XIX
სავარაუდოდ ეს მექანიზმია პასუხისმგებელი α−გლობინისა და β-გლობინის გენთა ოჯახების ლოკალიზაციაზე ადამიანის სხვადასხვა ქრომოსომებში, ასევე სხვა განსაზღვრულ გენთა ოჯახების გენების დისპერსიაზე.
This mechanism probably accounts for the location of the a-globin and B-globin gene families on different human chromosomes, as well as the dispersion of the genes of certain other gene families.
527027.
ბიოლოგია | თავი XIX
მსგავსი „გადაკერების’ (tag-along) პროცესით, ეგზონი ერთი გენიდან შეიძლება მეორე გენში ჩაერთოს მექანიზმით, რომელიც რეკომბინაციის პროცესის დროს ეგზონების ურთიერთშერევის მსგავსია.
By a similar tag-along process, an exon from one gene may be inserted into another gene in a mechanism similar to that of exon shuffling during recombination.
527028.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ტრანსპოზიციით ეგზონი შეიძლება ჩაერთოს ცილის მაკოდირებელი გენის ინტრონში.
For example, an exon may be inserted by transposition into the intron of a protein-coding gene.
527029.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ ჩართული ეგზონი შენარჩუნდება რნმ-ის ტრანსკრიპში რნმის სპლაისინგის დროს, დასინთეზირებულ ცილას ექნება დამატებითი დომენი, რომელმაც ცილოვან მოლეკულას ახალი ფუნქცია შეიძლება შესძინოს.
If the inserted exon is retained in the RNA transcript during RNA splicing, the protein that is synthesized will have an additional domain, which may confer a new function on the protein.
527030.
ბიოლოგია | თავი XIX
თანამედროვე კვლევა კიდევ ერთ სხვა გზაზე მიუთითებს, რომლითაც ტრანსპოზირებადმა ელემენტებმა ახალი მაკოდირებელი თანამიმდევრობები შეიძლება ჩამოაყალიბონ.
Recent research reveals yet another way that transposable elements can lead to new coding sequences.
527031.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს სამუშაო აჩვენებს, რომ Alu ელემენტი შეიძლება მოხვდეს ინტრონში, იმგვარად, რომ შექმნას სუსტი ალტერნატიული სპლაისინგის საიტი რნმ-ის ტრანსკრიპტში.
This work shows that an Alu element may hop into introns in a that creates way a weak alternative splice site in the RNA transcript.
527032.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსკრიპტის პროცესინგის დროს, რეგულარული სპლაისინგის საიტები უფრო ხშირად გამოიყენება, ასე რომ ხდება საწყისი ცილის წარმოქმნა.
During processing of the transcript, the regular splice sites are used more often, so that the original protein is made.
527033.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა, შემთხვევით, სპლაისინგს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ახალ, სუსტ საიტზეც, რასაც მოჰყვება იმ ზოგიერთი Alu ელემენტის მოხვედრა მრნმ-ში, რომლებიც ცილის ახალ მონაკვეთს აკოდირებენ.
On occasion, however, splicing occurs at the new weak site, with the result that some of the Alu element ends up in the mRNA, coding for a new portion of the protein.
527034.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გზით შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალტერნატიული გენეტიკური კომბინაციის „გამოცდას“ ისე, რომ საწყისი გენის პროდუქტის ფუნქცია შენარჩუნებული რჩება.
In this way, alternative genetic combinations can be "tried out" while the function of the original gene product is retained.
527035.
ბიოლოგია | თავი XIX
თვალნათელია, რომ ამ პროცესებს ან საერთოდ არა აქვთ ეფექტი, ან საზიანო ეფექტი გააჩნიათ ინდივიდუალური შემთხვევების უმრავლესობაში.
Clearly, these processes produce either no effect or harmful effects in most individual cases.
527036.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გენეტიკური მრავალფეროვნების გენერაცია მეტ ნედლ მასალას წარმოქმნის ევოლუციის პროცესში ბუნებრივი გადარჩევის მუშაობისათვის.
However, over long periods of time, the generation of genetic diversity provides more raw material for natural selection to work on during evolution.
527037.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის ტექნოლოგიებში თანამედროვე მიღწევებმა საშუალება მისცა მკვლევრებს, დაედგინათ ბევრი სხვადასხვა სახეობის დნმ-ის თანამიმდევრობები, შეედარებინათ ისინი და ამით გაეფართოებინათ ჩვენი ცოდნა გენომების წარმოქმნის შესახებ.
Recent advances in DNA technology have allowed researchers to sequence and compare the genomes of many different species, increasing our understanding of how genomes evolve.
527038.
ბიოლოგია | თავი XIX
თქვენ ამ საკითხებზე ბევრად უფრო მეტს შემდეგ თავებში შეისწავლით.
You will learn more about these topics in the next chapter.
527039.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგია და გენომიკა.
DNA Technology and Genomics.
527040.
ბიოლოგია | თავი XX
გენომების შეცნობა და მისით მანიპულირება.
Understanding and Manipulating Genomes.