მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527041.
ბიოლოგია | თავი XX
თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ადამიანის გენომის თანამიმდევრობის დადგენა, რაც უმეტესწილად დასრულებული იქნა 2003 წლისთვის.
One of the great achievements of modern science has been the sequencing of the human genome, which was largely completed by 2003.
527042.
ბიოლოგია | თავი XX
პირველი სრული გენომის, კერძოდ ბაქტერიის გენომის, სეკვენირება (ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის განსაზღვრა) მხოლოდ რვა წლით ადრე იქნა განხორციელებული.
The sequencing of the first complete genome, that of a bacterium, had been carried out a mere eight years previously.
527043.
ბიოლოგია | თავი XX
ამ წლების განმავლობაში, სხვა გენომებზე მუშაობისას მეცნიერებმა დნმ-ის სეკვენირების ტემპი გააძლიერეს, რაშიც დიდად ეხმარებოდა უფრო და უფრო სწრაფი სეკვენირების მანქანების გამოგონება.
During the intervening years, researchers accelerated the pace of DNA sequencing, while working on other genomes, aided by the development of faster and faster sequencing machines.
527044.
ბიოლოგია | თავი XX
სეკვენირების ეს მიღწევები დამოკიდებული იყო დნმ-ის ტექნოლოგიების პროგრესულ განვითარებაზე, რასაც დასაბამი რეკომბინანტული დნმ-ის წარმოქმნის მეთოდების აღმოჩენამ მისცა.
These sequencing accomplishments have all depended on advances in DNA technology, starting with the invention of methods for making recombinant DNA.
527045.
ბიოლოგია | თავი XX
რეკომბინანტული დნმ წარმოადგენს დნმ-ს, რომელშიც ორი სხვადასხვა წყაროდან - ხშირად სხვადასხვა სახეობებიდან - მიღებული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობები ინ-ვიტრო ერთ დნმ-ის მოლეკულაშია კომბინირებული.
This is DNA in which nucleotide sequences from two different sources-often different speciesare combined in vitro into the same DNA molecule.
527046.
ბიოლოგია | თავი XX
რეკომბინანტული დნმ-ის წარმოქმნის მეთოდები ძირითადია გენური ინჟინერიისთვის, რაც ნიშნავს გენებით პირდაპირ მანიპულირებას პრაქტიკული მიზნებისთვის.
The methods for making recombinant DNA are central to genetic engineering, the direct manipulation of genes for practical purposes.
527047.
ბიოლოგია | თავი XX
გენური ინჟინერიის გამოყენება ასობით ცილოვანი პროდუქტის წარმოებას მოიცავს, როგორებიცაა ჰორმონები და სისხლის შედედების ფაქტორები.
Applications of genetic engineering include the manufacture of hundreds of protein products, such as hormones and blood-clotting factors.
527048.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ რეკომბინანტული დნმ-ის შექმნა და შემდგომ მისი შეტანა უჯრედულ კულტურაში, რომლებიც დნმ-ის რეპლიკაციასა და მისი გენების ექსპრესიას განახორციელებენ და შედეგად, სასურველ ცილას მივიღებთ.
Using DNA technology, scientists can make recombinant DNA and then introduce it into cultured cells that replicate the DNA and express its genes, yielding a desired protein.
527049.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიამ დასაბამი მისცა რევოლუციას ბიოტექნოლოგიის სფეროში, რაც ორგანიზმების ან მათი კომპონენტების მანიპულაციით სასარგებლო პროდუქტების შექმნას წარმოადგენს.
DNA technology has launched a revolution in the area of biotechnology, the manipulation of organisms or their components to make useful products.
527050.
ბიოლოგია | თავი XX
საუკუნეების წინ გამოყენებული პრაქტიკიდან ბიოტექნოლოგიის მრავალ ფორმას მიეკუთვნება.
Practices that go back centuries are forms of biotechnology.
527051.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, მიკრობების გამოყენება ღვინისა და ყველის წარმოებაში და შინაური ცხოველების სელექციური გამოყვანა, რომელიც ბუნებრივად წარმოქმნილ მუტაციებსა და გენურ რეკომბინაციას ეფუძნება.
For example, the use of microbes to make wine and cheese and the selective breeding of livestock, which exploits naturally occurring mutations and genetic recombination.
527052.
ბიოლოგია | თავი XX
თანამედროვე ბიოტექნოლოგია, რომელიც დამყარებულია დნმ-ის ინ-ვიტრო მანიპულაციებზე, განსხვავდება ადრეული პრაქტიკისგან, რამეთუ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, მოახდინონ სპეციფიკური გენების მოდიფიცირება და მათი გადაადგილება ისეთ დაშორებულ ორგანიზმებს შორის, როგორიცაა ბაქტერიები, მცენარეები და ცხოველები.
Modern biotechnology based on the manipulation of DNA in vitro differs from earlier practices by enabling scientists to modify specific genes and move them between organisms as distinct as bacteria, plants, and animals.
527053.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგია ახლა გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, სასოფლო-სამეურნეო კულტურიდან დაწყებული - კრიმინალურ სამართლამდე.
DNA technology is now applied in areas ranging from agriculture to criminal law.
527054.
ბიოლოგია | თავი XX
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ბიოლოგიის ფაქტობრივად ყველა სფეროში დიდი ხნის მანძილზე არსებული ამოუხსნელი ან ბოლომდე გაურკვეველი საკითხების გადაჭრა უფრო სრულად და ამომწურავად მოახერხონ.
More important, its use allows researchers in virtually all fields of biology to tackle age-old questions in a more comprehensive way.
527055.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ახლა ათასობით სხვადასხვა გენის ექსპრესიის დონის ერთდროული განსაზღვრაა შესაძლებელი, როგორც ეს ნაჩვენებია სურათ 20.1-ზე მოყვანილ დნმ-ის მიკროარეზე.
For instance, the level of expression of thousands of different genes can now be measured at the same time, as shown in the DNA microarray in Figure 20.1.
527056.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ფოტოზე თითოეული ლაქის ფერი ადამიანის 24 000 გენიდან ერთ-ერთის ფარდობით ექსპრესიას ასახავს განსაზღვრულ ქსოვილში.
In the photograph, the color of each spot represents the relative expression of one of 2,400 human genes in a particular tissue.
527057.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტექნიკის საშუალებით, მკვლევრებს შეუძლიათ, განსაზღვრულ ქსოვილში ან სხვადასხვა პირობის დროს გენთა ექსპრესიის შედარება მოახდინონ.
With this technique, researchers can compare gene expression in particular tissues or under different conditions.
527058.
ბიოლოგია | თავი XX
გლობალური ექსპრესიის ამგვარი შესწავლიდან ცოდნის მიღება სულ რამდენიმე ათწლეულის წინაც კი პრინციპში შეუძლებელი იყო.
The knowledge gained from such global expression studies was largely inaccessible only a few decades ago.
527059.
ბიოლოგია | თავი XX
ამ თავში, ჩვენ თავდაპირველად დნმ-ით მანიპულირების ძირითად ტექნიკას აღვწერთ და შემდეგ განვიხილავთ, როგორ ხდება გენომების ანალიზი და შედარება დნმ-ის დონეზე.
In this chapter, we first describe the main techniques for manipulating DNA and then discuss how genomes are analyzed and compared at the DNA level.
527060.
ბიოლოგია | თავი XX
ბოლო ნაწილში მიმოვიხილავთ დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენების ასპექტებს და თავს შევაჯამებთ გარკვეული სოციალური და ეთიკური საკითხების განხილვით, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში დნმ-ის ტექნოლოგიების უფრო და უფრო შემოჭრის შედეგად წარმოიქმნება.
In the last section, we survey the practical applications of DNA technology, concluding the chapter by considering some of the social and ethical issues that arise as DNA technology becomes more pervasive in our lives.