მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527081.
ბიოლოგია | თავი XX
ამის საპირისპიროდ, მედიცინაში გამოყენებადი ცილა, როგორიცაა, ვთქვათ, ადამიანის ზრდის ჰორმონი, შეგვიძლია დიდი რაოდენობით მივიღოთ ამ ცილის კლონირებული გენის მატარებელი ბაქტერიული კულტურებიდან.
Alternatively, a protein with medical uses, such as human growth hormone, can be harvested in large quantities from bacterial cultures carrying the cloned gene for the protein.
527082.
ბიოლოგია | თავი XX
ცილის მაკოდირებელი გენების უმეტესობა გენომში მხოლოდ თითო ასლით არსებობს, რაც დაახლოებით ერთ ნაწილს შეადგენს მილიონ დნმ-ზე - ამრიგად, დნმ-ის ასეთი იშვიათი ფრაგმენტების კლონირების შესაძლებლობის არსებობა მეტად ფასეულ ტექნიკას წარმოადგენს.
Most protein-coding genes exist in only one copy per genome-something on the order of one part per million of DNA-so the ability to clone such rare DNA fragments is extremely valuable.
527083.
ბიოლოგია | თავი XX
ამ თავის დარჩენილ ნაწილში თქვენ უფრო მეტს შეიტყობთ სურათ 20.2-ზე მოცემული ტექნიკისა და სხვა მონათესავე მეთოდების შესახებ.
In the remainder of this chapter, you will learn more about the techniques outlined in Figure 20.2 and related methods.
527084.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფერმენტების გამოყენება რეკომბინანტული დნმ-ის მისაღებად.
Using Restriction Enzymes to Make Recombinant DNA.
527085.
ბიოლოგია | თავი XX
გენის კლონირება და გენური ინჟინერია შესაძლებელი გახდა იმ ფერმენტების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც დნმ-ის მოლეკულებს ლიმიტირებული რაოდენობის სპეციფიკურ ადგილებზე ჭრიან.
Gene cloning and genetic engineering were made possible by the discovery of enzymes that cut DNA molecules at a limited number of specific locations.
527086.
ბიოლოგია | თავი XX
ეს ფერმენტები, სახელწოდებით რესტრიქციული ენდონუკლეაზები, ან რესტრიქციული ფერმენტები, 1960-იანი წლების ბოლოს იქნა აღმოჩენილი ბაქტერიებზე მომუშავე მკვლევრების მიერ.
These enzymes, called restriction endonucleases, or restriction enzymes, were discovered in the late 1960s by researchers studying bacteria.
527087.
ბიოლოგია | თავი XX
ბუნებაში, ეს ფერმენტები ბაქტერიულ უჯრედს სხვა ორგანიზმებიდან, მაგალითად ფაგებისა თუ სხვა სახეობის ბაქტერიებიდან, დნმ-ის შეჭრისგან იცავს.
In nature, these enzymes protect the bacterial cell against intruding DNA from other organisms, such as phages or other species of bacteria.
527088.
ბიოლოგია | თავი XX
ისინი მოქმედებენ უცხო დნმ-ის დაჭრის გზით; ამ პროცესს ეწოდება რესტრიქცია.
They work by cutting up the foreign DNA, a process called restriction.
527089.
ბიოლოგია | თავი XX
ასობით სხვადასხვა რესტრიქციული ფერმენტია იდენტიფიცირებული და გამოყოფილი.
Hundreds of different restriction enzymes have been identified and isolated.
527090.
ბიოლოგია | თავი XX
თითოეული რესტრიქციული ფერმენტი მეტად სპეციფიკურია, ამოიცნობს რა დნმ-ის განსაზღვრულ მოკლე თანამიმდევრობას, ანუ რესტრიქციის საიტს, და დნმ-ის ორივე ჯაჭვს ჭრის ამ რესტრიქციის საიტში მდებარე სპეციფიკურ წერტილებთან.
Each restriction enzyme is very specific, recognizing a particular short DNA sequence, or restriction site, and cutting both DNA strands at specific points within this restriction site.
527091.
ბიოლოგია | თავი XX
ბაქტერიული უჯრედის დნმ უჯრედის საკუთარი რესტრიქციული ფერმენტებისგან ფერმენტების მიერ ამოცნობად თანამიმდევრობაში ადენინთან ან ციტოზინთან მეთილის ჯგუფების დამატების საშუალებითაა დაცული.
The DNA of a bacterial cell is protected from the cell's own restriction enzymes by the addition of methyl groups (CH3) to adenines or cytosines within the sequences recognized by the enzymes.
527092.
ბიოლოგია | თავი XX
სურათი 20.3 ზედა ნაწილზე გვიჩვენებს E. coli-ის განსაზღვრული რესტრიქციული ფერმენტის მიერ ამოცნობად რესტრიქციის საიტს.
The top of Figure 20.3 illustrates a restriction site recognized by a particular restriction enzyme from E. coli.
527093.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც ამ მაგალითშია ნაჩვენები, რესტრიქციის საიტების უმრავლესობა სიმეტრიულია: ანუ ნუკლეოტიდების თანამიმდევრობა ორივე ჯაჭვზე ერთნაირია როდესაც 5’->3“ მიმართულებით ვკითხულობთ.
As shown in this example, most restriction sites are symmetrical: That is, the sequence of nucleotides is the same on both strands when read in the 5'- 3' direction.
527094.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფერმენტების უმეტესობა ოთხიდან რვა ნუკლეოტიდის შემცველ თანამიმდევრობებს ამოიცნობს.
Most restriction enzymes recognize sequences containing four to eight nucleotides.
527095.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ასეთი მოკლე სიგრძის ნებისმიერი თანამიმდევრობა, ჩვეულებრივ, ბევრჯერ გვხვდება (შემთხვევით) დნმ-ის გრძელ მოლეკულაში, რესტრიქციული ფერმენტი მრავალ ჭრილს გააკეთებს დნმ-ის მოლეკულაში და რესტრიქციული ფრაგმენტების ნაკრები მიიღება.
Because any sequence this short usually occurs (by chance) many times in a long DNA molecule, a restriction enzyme will make many cuts in a DNA molecule, yielding a set of restriction fragments.
527096.
ბიოლოგია | თავი XX
განსაზღვრული დნმ-ის მოლეკულის ყველა ასლისგან ერთნაირი რესტრიქციული ფერმენტის მოქმედების შედეგად რესტრიქციული ფრაგმენტების ერთი და იგივე ნაკრები მიიღება ყოველთვის.
All copies of a particular DNA molecule always yield the same set of restriction fragments when exposed to the same restriction enzyme.
527097.
ბიოლოგია | თავი XX
სხვა სიტყვებით, რესტრიქციული ფერმენტი დნმ-ის მოლეკულას რეპროდუქციული გზით ჭრის.
In other words, a restriction enzyme cuts a DNA molecule in a reproducible way.
527098.
ბიოლოგია | თავი XX
მოგვიანებით თქვენ შეიტყობთ, როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა ფრაგმენტის დაცალკევება.
Later you will learn how the different fragments can be separated.
527099.
ბიოლოგია | თავი XX
ყველაზე სასარგებლო რესტრიქციული ფერმენტები ორივე დნმ-ის ჯაჭვის შაქარ-ფოსფატოვან ჩონჩხს ზიგზაგისებურად ჭრიან, როგორც ეს სურათ 20.3-ზეა ნაჩვენები.
The most useful restriction enzymes cleave the sugarphosphate backbones in both DNA strands in a staggered way, as indicated in Figure 20.3.
527100.
ბიოლოგია | თავი XX
შედეგად მიღებულ ორჯაჭვიან რესტრიქციულ ფრაგმენტებს ერთი ბოლო მაინც აქვთ ერთ-ჯაჭვიანი, რასაც მწებარე ბოლოს უწოდებენ.
The resulting doublestranded restriction fragments have at least one singlestranded end, called a sticky end.