მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52761.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ლაშა-გიორგი, მისი დიდი წინაპრების მსგავსად, ცნობილი იყო დასავლეთის ქვეყნებში.
Like his ancestors Lasha-Giorgi was known in the countries of the West.
52762.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
საინტერესოა ფრანგი ჯვაროსნის, დე-ბუას წერილი ბეზანსონის (საფრანგეთი) არქიეპისკოპოსის ამედე დე ტრემლეისადმი.
Interest attaches to the letter of the French crusader De Bois to the archbishop of Besancon (France) Amede de Tremley.
52763.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ფრანგი ჯვაროსანი მღვდელმთავარს აცნობებს: „სანდო მოციქულთაგან გავიგე, რომ ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობითა და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ ძალითა ფრიად აღჭურვილნი, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 360 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარ-ტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე მდებარე ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა და დიდი“.
The French crusader informs the archbishop: "I have learnt from reliable sources that certain Christians called Georgians from Iberia, equipped with countless cavalry and foot soldiers, pleasing God, have risen in haste against the faithless infidels and taken 360 fortresses and a large cities: they have conquered the strong ones, and turned to ashes the weak ones. Of the cities of the pagans, one lying on the Euphrates, has proved to be the most distinguished and large".
52764.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ფრანგი ჯვაროსანი იმ იმედითაა, რომ ქართველები (გიორგიანები)... წმიდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ.
The French crusader hopes that the Georgian (Giorgians)... will come to deliver the Holy Land of Jerusalem and will bring pagandom low.
52765.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მეფე მათი წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით.
Their noble king is sixteen years old a neer to Alexander in power and goodness, though not in faith.
52766.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ჭაბუკი ესე დედის მისის დედოფლის უძლიერესის თამარის ძვლებს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დადვა და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვალებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებიათ.
This youth carries with him the bones of his mother, the mightiest Queen Tamar who, while still living, vowed to go to Jerusalem and she asked her son, should she pass away, to take her bones to the Lord's Sepulcher.
52767.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
აქ არ შევუდგებით დე-ბუას წერილის განხილვას.
I shall not discuss De Bois letter here.
52768.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
XIII საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლები მძიმე იყო საქართველოსათვის.
The 1230s -1240s proved hard for Georgia.
52769.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მონღოლებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა და პრაქტიკულად თავის გამგეობას დაუმორჩილეს.
The Mongols put the country in a dire situation, practically placing it under their rule.
52770.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
საქართველოს მეფე რუსუდანი, ცხადია, ვერ უმკლავდება მომხვდურ მტერს.
Obviously, Rusudan, the Queen of Georgia, could offer no resistance to the invaders.
52771.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
იძულებულია, შემწეობა სთხოვოს რომის პაპს გრიგოლ IX-ს.
She appealed for assistance to Pope Gregory IX.
52772.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
რუსუდან მეფემ რომის პაპს ჰონორიუს III-ს საგანგებო წერილით აცნობა, რომ ქართველები მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ წმინდა ადგილების დასახსნელად სირიაში ლაშქრობაში.
Queen Rusudan sent a special letter to pope Honorius III, telling him that the Georgians were ready to take part in a campaign in Syria in liberating the Holy places.
52773.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
პაპს სთხოვა ეცნობებინა იმპერატორის სალაშქროდ წასვლის დრო, რათა მხედართმთავარი ივანეც იმ დროისათვის წასულიყო დასახმარებლად.
She asked the pope to inform her of the time when the emperor set out on his campaign, for the Commander Ivane might march out at the same time to aid him.
52774.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ივანე მხარგრძელმაც გაუგზავნა პაპს წერილი, სადაც ატყობინებდა თავის მზადყოფნას მთელი ლაშქრით წასულიყო ქრისტიანთა დასახმარებლად.
Ivane Mkargredzeli too sent a letter to the pope in which he informed him of his readiness to march out with his entire army to aid the Christians.
52775.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ამასთან აცნობებდა, რომ ბევრმა წარჩინებულმა თავადმა „ჯვარი მიიღო“ (ჯვაროსანი გახდა).
At the same time he wrote to the pope that many nobles had "accepted the Cross" (become crusader).
52776.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
რომის პაპმა კმაყოფილებით უპასუხა რუსუდანს, შეაქო მეფის განზრახვა და აცნობა, რომ „ბრწყინვალე და უავგუსტოესი იმპერატორი“, სიცილიის მეფე ფრიდრიხი წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულიდან ერთი წლის შემდეგ აპირებდა ლაშქრობის დაწყებას.
In his letter of reply to Rusudan the pope expressed his satisfaction, praised her intention and informed her that "the brilliant and august Emperor", Frederick king of Sicily intended to start the campaign one year after the festival of John the Baptist.
52777.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
ანალოგიური წერილი ივანე მხარგრძელმაც მიიღო.
Ivane Mkhargrdzeli too sent an analogous letter.
52778.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
პოლიტიკური ვითარების გართულების გამო ქართველებმა ეს მისია ვერ შეასრულეს.
Owing to the aggravation of the political situation the Georgians failed to carry out this mission.
52779.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
მონღოლებისაგან მოსალოდნელი ხიფათის გამო გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ II-ის თაოსნობით მოწყობილი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც ბევრი ხმაური მოჰყვა, გარკვეული წარმატებით წარიმართა.
Because of the impending Mongol threat, the crusade organized on the initiative of the German Emperor Frederick II, which made a sensation, had some success.
52780.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველო და ბიზანტია
1229 წლის 11 თებერვალს სულთან ალ-ქამილთან დაიდო შეთანხმება, რომლის ძალითაც იერუსალიმი ფრიდრიხ II-ის მფლობელობაში გადავიდა.
An agreement was concluded with Sultan al-Kamil on 11 February 1229, according to which Jerusalem passed into the possession of Frederick II.