მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527421.
ბიოლოგია | თავი XX
გენებს შორის ურთიერთქმედებების გამოვლენასა და გენთა შესაძლო ფუნქციებზე ინფორმაციის მოწოდების გარდა, დნმ-ის მიკროარეების ანალიზმა თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს გარკვეული დაავადებების უკეთ გაგებაში და ახალი დიაგნოსტიკური ტექნიკა ან თერაპია შემოგვთავაზოს.
In addition to uncovering gene interactions and providing clues to gene function, DNA microarray assays may contribute to a better understanding of certain diseases and suggest new diagnostic techniques or therapies.
527422.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, მკერდის კიბოს სიმსივნეებისა და ჯანმრთელი მკერდის ქსოვილში გენთა ექსპრესიის სურათების შედარებამ უკვე გამოიღო შედეგი უფრო ინფორმირებული და ეფექტური მკურნალობის პროტოკოლების სახით.
For example, comparing patterns of gene expression in breast cancer tumors and noncancerous breast tissue has already resulted in more informed and effective treatment protocols.
527423.
ბიოლოგია | თავი XX
საბოლოოდ, დნმ-ის მიკროარეების ანალიზებით მიღებულმა ინფორმაციამ უფრო ფართო ხედვა უნდა მოგვაწოდოს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ გენთა ჯგუფები ცოცხალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად.
Ultimately, information from DNA microarray assays should provide us a grander view-of on how ensembles of genes interact to form a living organism.
527424.
ბიოლოგია | თავი XX
სხვადასხვა სახეობების გენომების შედარება.
Comparing Genomes of Different Species.
527425.
ბიოლოგია | თავი XX
დაახლოებით 150 სახეობის გენომები სრულად ან თითქმის სრულად იყო სიქვენირებული 2004 წლის გაზაფხულისთვის, და კიდევ უფრო მეტის გაშიფვრა მიმდინარეობს.
The genomes of about 150 species had been completely or almost completely sequenced by the spring of 2004, with many more in progress.
527426.
ბიოლოგია | თავი XX
მათგან დიდი უმრავლესობა პროკარიოტების გენომებია, მათ შორისაა 20 -ს (ცხელ წყაროებში მცხოვრები მიკროორგანიზმები) გენომიც.
Of these, the vast majority are genomes of prokaryotes, including about 20 archaean genomes.
527427.
ბიოლოგია | თავი XX
გაშიფრულთა ჯგუფში ევკარიოტული სახეობების რიცხვი დაახლოებით 20-ია, რომელთა შორის არიან ხერხემლიანები, უხერხემლონი და მცენარეები.
Among the 20 or so eukaryotic species in the group are vertebrates, invertebrates, and plants.
527428.
ბიოლოგია | თავი XX
პირველი ევკარიოტული გენომი, რომლის სიქვენირებაც სრულად განხორციელდა, იყო საფუარი Saccharomyces cerevisae, ერთუჯრედიანი ორგანიზმი.
The first eukaryotic genome to be completed was that of the yeast Saccharomyces cerevisiae, a single-celled organism.
527429.
ბიოლოგია | თავი XX
Nematoda Caenorhabditis elegans, უბრალო ჭია კი, პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი იყო, რომლის გენომის სიქვენირებაც განხორციელდა.
The nematode Caenorhabditis elegans, a simple worm, was the first multicellular organism whose genome was sequenced.
527430.
ბიოლოგია | თავი XX
მცენარე Arabidopsis thaliana, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი ორგანიზმის გენომის გაშიფვრა ასევე დასრულებულია.
The plant Arabidopsis thaliana, another important research organism, has also been completed.
527431.
ბიოლოგია | თავი XX
სხვა სახეობები, რომელთა გენომები უკვე სიქვენირდა, ან ახლა მიმდინარეობს, მოიცავენ ფუტკარს, ძაღლს, ვირთაგვას, წიწილასა და ბაყაყს.
Other species whose genomes have been or are currently being sequenced include the honey bee, the dog, the rat, the chicken, and the frog.
527432.
ბიოლოგია | თავი XX
სხვადასხვა სახეობების გენომების თანამიმდევრობების შედარება საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ამ სახეობებს შორის არსებული ევოლუციური კავშირები.
Comparisons of genome sequences from different species allow us to determine evolutionary relationships between those species.
527433.
ბიოლოგია | თავი XX
თანმიმდევრობით რაც უფრო მსგავსია გენი ორ სახეობაში, მით უფრო მჭიდროდაა ეს სახეობები ერთმანეთთან დაკავშირებული თავიანთი ევოლუციური ისტორიის მიხედვით.
The more similar in sequence a gene is in two species, the more closely related those species are in their evolutionary history.
527434.
ბიოლოგია | თავი XX
ანალოგიურად, სახეობებს შორის მრავალი გენის შედარებამ შესაძლოა, სახეობების უფრო მაღალ დაჯგუფებებს მოჰფინოს ნათელი, რაც ასევე მათ ევოლუციურ ისტორიას ასახავს.
Likewise, comparing multiple genes between species can shed light on higher groupings of species, which reflect their evolutionary history.
527435.
ბიოლოგია | თავი XX
მართლაც, ბაქტერიის, არქაეს და ევკარიას გენომების სრული თანმიმდევრობების შედარებები მყარად ადასტურებს თეორიას, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ სიცოცხლის სამ ფუნდამენტურ დომენს.
Indeed, comparisons of the complete genome sequences of bacteria, archaea, and eukarya strongly support the theory that these are the three fundamental domains of life.
527436.
ბიოლოგია | თავი XX
ევოლუციური ბიოლოგიისთვის დიდი ფასეულობის გარდა, გენომთა შედარებითი კვლევები ადასტურებენ, რომ შედარებით მარტივ ორგანიზმებზე განხორციელებულ ცდებს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ ზოგადად ბიოლოგიისა და კერძოდ, ადამიანის ბიოლოგიის უკეთ გაგების საქმეში.
In addition to their value in evolutionary biology, comparative genome studies confirm the relevance of research on simpler organisms to our understanding of biology in general and human biology in particular.
527437.
ბიოლოგია | თავი XX
სრულიად განსხვავებული ორგანიზმების გენებს შორის არსებული მსგავსებანი იმდენად გასაოცარი შეიძლება იყოს, რომ ერთი მკვლევარი დროზოფილებს ახლა განიხილავს, როგორც „პატარა ფრთიან ადამიანებს”.
The similarities between genes of disparate organisms can be surprising, to the point that one researcher now views fruit flies as "little people with wings."
527438.
ბიოლოგია | თავი XX
საფუვრის გენომი ასევე საკმაოდ ფასეული გამოდგა ადამიანის გენომის შეცნობის საქმეში.
The yeast genome also is proving quite useful in helping us to understand the human genome.
527439.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ადამიანის გენომში დიდი რაოდენობით არამაკოდირებელი დნმ-ის არსებობა თავდაპირველად აფერხებდა რეგულატორული მაკონტროლებელი ელემენტების აღმოჩენას.
For example, the large amount of noncoding DNA in the human genome initially hindered the search for regulatory control elements.
527440.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ ადამიანის გენომის არამაკოდირებელი თანმიმდევრობების შედარებამ ასეთივე თანმიმდევრობებთან ბევრად უფრო მცირე ზომის საფუარს გენომში, ძლიერ კონსერვაციული უბნები გამოავლინა.
But comparisons of noncoding sequences in the human genome with those in the much smaller yeast genome revealed regions with highly conserved sequences.