მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527381.
ბიოლოგია | თავი XX
შემდგომში ჩვენ ამ ურთიერთქმედებების დასადგენ ექსპერიმენტულ მეთოდებს განვიხილავთ.
Later we will examine experimental methods for uncovering these interactions.
527382.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის გენების დაახლოებით ნახევრის იდენტურობა ცნობილი იყო ადამიანის გენომის პროექტის დაწყებამდე.
The identities of about half of the human genes were known before the Human Genome Project began.
527383.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს, დნმ-ის თანამიმდევრობების ანალიზის შედეგად გამოვლენილ ახალ გენებს?
But what about the others, the new genes revealed by analysis of DNA sequences?
527384.
ბიოლოგია | თავი XX
მათი იდენტურობის შესახებ გარკვეული მინიშნებები შეიძლება მოვიპოვოთ ახალი კანდიდატი გენების თანამიმდევრობების შედარებით სხვადასხვა ორგანიზმების უკვე ცნობილი გენების თანმიმდევრობებთან.
Clues about their identities can come from comparing the sequences of new gene candidates with those of known genes from various organisms.
527385.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგ შემთხვევაში, ახლად იდენტიფიცირებული გენის თანმიმდევრობა შეესაბამება, ნაწილობრივ მაინც, იმ გენის თანმიმდევრობას, რომლის ფუნქცია კარგადაა ცნობილი.
In some cases, a newly identified gene sequence will match, at least partially, the sequence of a gene whose function is well known.
527386.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ახალი გენის ნაწილი შეიძლება შეესაბამებოდეს ცნობილ გენს, რომელიც პროტეინკინაზას კოდირებს; ეს გვაფიქრებინებს, რომ ახალი გენი ასევე პროტეინკინაზას უნდა კოდირებდეს.
For example, part of a new gene may match a known gene that encodes a protein kinase, suggesting that the new gene does, too.
527387.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა, სხვა შემთხვევებში ახალი გენის თანმიმდევრობა შესაძლოა, ადრე ნანახი თანმიმდევრობის მსგავსი იყოს, რომლის ფუნქცია ჯერ კიდევ უცნობია.
In other cases, however, the new gene sequence will be similar to a previously encountered sequence whose function is still unknown.
527388.
ბიოლოგია | თავი XX
კიდევ სხვა შემთხვევებში, თანმიმდევრობა შეიძლება აქამდე ნანახი ყველა თანმიმდევრობისგან სრულიად განსხვავებული იყოს.
In still other cases, the sequence may be entirely unlike anything ever seen before.
527389.
ბიოლოგია | თავი XX
დღეისთვის სიქვენირებულ ორგანიზმებში, მრავალი კანდიდატი გენის თანმიმდევრობები აბსოლუტურად ახალი აღმოჩნდა მეცნიერებისთვის.
In the organisms that have been sequenced so far, many of the gene candidate sequences are entirely new to science.
527390.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, E.coli-ის, ყველაზე კარგად შესწავლილი საკვლევი ორგანიზმის გენების მესამედი ჩვენთვის სრულიად ახალი აღმოჩნდა.
For example, about a third of the genes of E. coli, the best studied of research organisms, are new to us.
527391.
ბიოლოგია | თავი XX
გენის ფუნქციის განსაზღვრა.
Determining Gene Function.
527392.
ბიოლოგია | თავი XX
აბა, როგორ განსაზღვრავენ მეცნიერები გენომის სიქვენირებისა და შედარებითი ანალიზის საშუალებით იდენტიფიცირებული ახალი გენის ფუნქციას?
So how do scientists determine the function of a new gene identified by genome sequencing and comparative analysis?
527393.
ბიოლოგია | თავი XX
შესაძლოა, ყველაზე გავრცელებული მიდგომაა გენის გამოთიშვა და შემდგომ ამით გამოწვეულ შედეგებზე დაკვირვება უჯრედში ან ორგანიზმში.
Perhaps the most common approach is to disable the gene and then observe the consequences in the cell or organism.
527394.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მიდგომის ერთ-ერთ გამოყენებაში, რომელსაც ინ-ვიტრო მუტაგენეზი ეწოდება, კლონირებული გენის თანმიმდევრობაში სპეციფიკურ მუტაციებს ახორციელებენ, რის შემდეგაც მუტირებულ გენს უჯრედში აბრუნებენ.
In one application of this approach, called in vitro mutagenesis, specific mutations are introduced into the sequence of a cloned gene, after which the mutated gene is returned to a cell.
527395.
ბიოლოგია | თავი XX
თუ წარმოქმნილი მუტაციები გენის პროდუქტის ფუნქციონირებას ცვლიან ან საერთოდ სპობენ, მუტანტური უჯრედის ფენოტიპი შესაძლოა „დაკარგული” ნორმალური ცილის ფუნქციის გამოვლენაში დაგვეხმაროს.
If the introduced mutations alter or destroy the function of the gene product, the phenotype of the mutant cell may help reveal the function of the missing normal protein.
527396.
ბიოლოგია | თავი XX
მკვლევრებს ამგვარი მუტირებული გენის ჩართვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმების (როგორიცაა თაგვი) ადრეული ემბრიონის უჯრედებშიც კი შეუძლიათ, რათა ამ გენის როლი მთელი ორგანიზმის განვითარებასა და ფუნქციონირებაში შეისწავლონ.
Researchers can even put such a mutated gene into cells from the early embryo of a multicellular organism (such as a mouse) to study the role of the gene in the development and functioning of the whole organism.
527397.
ბიოლოგია | თავი XX
შერჩევითი გენების ექსპრესიის „გაჩუმების” უფრო მარტივი და სწრაფი მეთოდი რნმ-ის ინტერფერენციის (რნმი) ფენომენს იყენებს, რაც აღწერილი იყო თავ 19-ში.
A simpler and faster method for silencing expression of selected genes exploits the phenomenon of RNA interference (RNAi), described in Chapter 19.
527398.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ექსპერიმენტულ მიდგომაში იყენებენ სინთეზურ ორჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულებს, რომლებიც განსაზღვრული გენის თანმიმდევრობას შეესაბამება. ამ გზით გენის მესენჯერული რნმ-ის დაშლას ან მისი ტრანსლირების პროცესის დაბლოკვას იწვევს.
This experimental approach uses synthetic double-stranded RNA molecules matching the sequence of a particular gene to trigger breakdown or to block translation of the gene's messenger RNA.
527399.
ბიოლოგია | თავი XX
დღეისთვის, რნმი ტექნიკის გამოყენებას გარკვეულწილად ლიმიტირებული წარმატებები აქვს ძუძუმწოვარათა უჯრედების, მათ შორის ადამიანის უჯრედების კულტურებში.
To date, the RNAi technique has had some limited success in mammalian cells, including human cells in culture.
527400.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ სხვა ორგანიზმებში, როგორებიცაა ნემატოდა და დროზოფილა, რნმი ტექნიკა უკვე მეტად ფასეულია გენების ფუნქციების ფართო მასშტაბით გასაანალიზებლად.
But in other organisms, such as the nematode and the fruit fly, RNAi is already proving valuable for analyzing the functions of genes on a large scale.