მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527401.
ბიოლოგია | თავი XX
ერთ კვლევაში, რნმი ნემატოდას ადრეული ემბრიონის გენების 86 %-ის ექსპრესიის შესაფერხებლად გამოიყენეს, ერთ ჯერზე ერთი გენის ექსპრესია ფერხდებოდა.
In one study, RNAi was used to prevent expression of 86% of the genes in early nematode embryos, one gene at a time.
527402.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ემბრიონებიდან განვითარებული ჭიების ფენოტიპების ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა, გენების უმეტესობა რამდენიმე ფუნქციონალურ ჯგუფში დაეჯგუფებინათ.
Analysis of the phenotypes of the worms that developed from these embryos allowed the researchers to group most of the genes into a small number of functional groups.
527403.
ბიოლოგია | თავი XX
გენთა ფუნქციების ამ ტიპის მთელ გენომზე გათვლილი ანალიზი უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდება, რადგანაც თანამედროვე კვლევა მთლიან სისტემაში გენებს შორის ურთიერთქმედებების მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული, რაც სისტემური ბიოლოგიის საფუძველს წარმოადგენს.
This type of genome-wide analysis of gene function is sure to become more common as research focuses on the importance of interactions between genes in the system as a whole-the basis of systems biology.
527404.
ბიოლოგია | თავი XX
ურთიერთმოქმედ გენთა ჯგუფების ექსპრესიის შესწავლა.
Studying Expression of Interacting Groups of Genes.
527405.
ბიოლოგია | თავი XX
გენომიკის მთავარი მიზანია, გავიგოთ, როგორ მოქმედებენ გენები ერთობლივად ფუნქციონალური ორგანიზმის წარმოსაქმნელად და შესანარჩუნებლად.
A major goal of genomics is to learn how genes act together to produce and maintain a functioning organism.
527406.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც ადრეც იყო აღნიშნული, ის მოვლენა, თუ როგორ გადის იოლად ადამიანი ასე მცირე რაოდენობის გენებით, ნაწილობრივ ალბათ გენებსა და მათ პროდუქტებს შორის არსებული ურთიერთქმედებების ქსელის სირთულით შეიძლება აიხსნას.
As mentioned earlier, part of the explanation for how humans get along with so few genes probably lies in the complexity of networks of interactions among genes and their products.
527407.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც კი რამდენიმე ორგანიზმის გენომების სრული თანმიმდევრობების გაშიფვრა დასასრულს მიუახლოვდა, ზოგიერთმა მკვლევარმა ამ თანმიმდევრობების გამოყენებით იმის გარკვევა დაიწყო, თუ რომელი გენების ტრანსკრიბირება ხორციელდება სხვადასხვა ვითარებაში, ვთქვათ, სხვადასხვა ქსოვილში, ან განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.
Once the sequences of entire genomes of several organisms neared completion, some researchers began using these sequences to investigate which genes are transcribed in different situations, such as in different tissues or at different stages of development.
527408.
ბიოლოგია | თავი XX
ისინი ასევე განიხილავენ, კოორდინირებულად ექსპრესირდებიან თუ არა გენთა ჯგუფები, რათა ექსპრესიის გლობალური სურათები ან კავშირი დადგინდეს.
They also consider whether groups of genes are expressed in a coordinated manner, with the aim of identifying global patterns or networks of expression.
527409.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარი კვლევების შედეგებით უნდა გაირკვეს, როგორ მოქმედებენ გენები ორგანიზმში ერთობლივად ფუნქციონალური კავშირის სახით.
The results of such studies will begin to reveal how genes act together as a functional network in an organism.
527410.
ბიოლოგია | თავი XX
გლობალური ექსპრესიის კვლევების ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს: განსაზღვრულ უჯრედებში წარმოქმნილი მრნმ-ის გამოყოფა, ამ მოლეკულების ყალიბზე შესაბამისი კდნმ-ების მიღება უკუტრანსკრიფციის საშუალებით და შემდგომ კდნმ-ების ამ ნაკრების შედარება გენომური დნმ-ის ფრაგმენტების კოლექციასთან.
The basic strategy in global expression studies is to isolate the mRNAs made in particular cells, use these molecules as templates for making the corresponding cDNAs by reverse transcription, and then compare this set of cDNAs with collections of genomic DNA fragments.
527411.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგია ამგვარ კვლევას შესაძლებელს ხდის და ავტომატიზაციის დახმარებით მისი დიდი მასშტაბებით წარმოებაც საკმაოდ ადვილია.
DNA technology makes such studies possible; with automation, they are easily performed on a large scale.
527412.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერებს დღეს ერთდროულად ათასობით გენის ექსპრესიის გაზომვა შეუძლიათ.
Scientists can now measure the expression of thousands of genes at one time.
527413.
ბიოლოგია | თავი XX
ამჟამად, მთელი გენომის მასშტაბით ექსპრესიის შესწავლის საქმეში მთავარი მიდგომა დნმ-ის მიკროარეების ანალიზს იყენებს.
Currently, the main approach for genome-wide expression studies uses DNA microarray assays.
527414.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის მიკროარეები შედგება უმცირესი რაოდენობის მრავალი ერთჯაჭვიანი დნმ-ის ფრაგმენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა გენებს წარმოადგენენ.
A DNA microarray consists of tiny amounts of a large number of single-stranded DNA fragments.
527415.
ბიოლოგია | თავი XX
ეს ფრაგმენტები მინის ფირფიტაზეა ფიქსირებული მკაცრად შემოსაზღვრულ არეში (ბადეში).
Fragments are representing different genes fixed to a glass slide in a tightly spaced array (grid).
527416.
ბიოლოგია | თავი XX
არეს ასევე დნმ-ის ჩიპსაც უწოდებენ, კომპიუტერული ჩიპის ანალოგიით.
The array is also called a DNA chip by analogy to a computer chip.
527417.
ბიოლოგია | თავი XX
იდეალურ შემთხვევაში, ეს ფრაგმენტები ორგანიზმის ყველა გენს წარმოადგენენ, რაც იმ ორგანიზმებისთვისაა შესაძლებელი, რომელთა გენომები უკვე სრულადაა სიქვენირებული.
Ideally, these fragments represent all the genes of an organism, as is already possible for organisms whose genomes have been completely sequenced.
527418.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა მიკროარეების ანალიზი C. elegans-ის გენების 90%-ზე მეტს მისი სიცოცხლის ციკლის ყველა სტადიაზე ჩაუტარეს.
For example, in one study, researchers performed microarray assays of more than 90% of the genes of C. elegans during every stage of its life cycle.
527419.
ბიოლოგია | თავი XX
შედეგებმა გვაჩვენა, რომ გენთა დაახლოებით 60%-ის ექსპრესია მკვეთრად იცვლება ორგანიზმის განვითარების პროცესში და მრავალი გენი სქესისთვის სპეციფიკური ქარგით ექსპრესირდება.
The results showed that expression of nearly 60% of the genes changed dramatically during development, and many were expressed in a sex-specific pattern.
527420.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარი კვლევები ნათლად გვიჩვენებს დნმ-ის მიკროარეების ფასეულობას სიცოცხლის მანძილზე ორგანიზმის გენთა ექსპრესიის ზოგადი პროფილების გამოვლენის საქმეში.
Such studies illustrate the value of DNA microarrays to reveal general profiles of gene expression over the lifetime of an organism.