მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527441.
ბიოლოგია | თავი XX
ისინი მნიშვნელოვანი რეგულატორული თანმიმდევრობები აღმოჩნდნენ ორივე ორგანიზმში.
These turned out to be important regulatory sequences in both organisms.
527442.
ბიოლოგია | თავი XX
მეორე მაგალითში, საფუარს რამდენიმე ცილის მაკოდირებელი გენი იმდენად მსგავსი იყო ადამიანის ზოგიერთი დაავადების გენისა, რომ მკვლევრებმა დაავადების გამომწვევი გენების ფუნქციების გარკვევა მოახერხეს საფუარში მათი ნორმალური ორეულების შესწავლის გზით.
In another example, several yeast protein-coding genes are so similar to certain human disease genes that researchers have figured out the functions of the disease genes by studying their normal yeast counterparts.
527443.
ბიოლოგია | თავი XX
ორი ახლო მონათესავე სახეობის გენომების შედარება ასევე მეტად საჭირო შეიძლება გამოდგეს, რადგანაც მათი გენომების ორგანიზაცია მსგავსი უნდა იყოს.
Comparing the genomes of two closely related species can also be quite useful, because their genomes are likely to be organized similarly.
527444.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც კი ერთი გენომის თანმიმდევრობა და ორგანიზაცია ცნობილი გახდება, მან შეიძლება ჩონჩხის როლი შეასრულოს მჭიდროდ მონათესავე სახეობების დნმ-ის თანმიმდევრობების ორგანიზაციისთვის, რაც მეორე გენომის კარტირებას ძალიან აადვილებს და აჩქარებს.
Once the sequence and organization of one genome is known, it can serve as a scaffold for organizing the DNA sequences from a closely related species as they are determined, greatly accelerating mapping of the second genome.
527445.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, თაგვის გენომის, რომელიც ზომით ადამიანის გენომის მსგავსია, კარტირება საკმაოდ სწრაფად განხორციელდა, რადგანაც ადამიანის გენომის თანამიმდევრობით ხელმძღვანელობდნენ.
For instance, the mouse genome, which is similar in size to the human genome, was mapped at a rapid pace, with the human genome sequence serving as a guide.
527446.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მიდგომის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია, როდესაც ორი მონათესავე სახეობიდან ერთ-ერთის გენომი ბევრად უფრო მოკლეა მეორესთან შედარებით.
This approach is particularly helpful when one of two related species has a much shorter genome than the other.
527447.
ბიოლოგია | თავი XX
ამის მაგალითს ბუზი ცეცე, Glossina palpalis, წარმოადგენს, რომელიც აფრიკული ძილის დაავადების გამომწვევი პარაზიტის გადამტანია.
An example is the tsetse fly, Glossina palpalis, which transmits the parasite causing African sleeping sickness.
527448.
ბიოლოგია | თავი XX
ახლო მონათესავე სახეობებს შორის გენთა სხვაობების მცირე რიცხვი ასევე აადვილებს ფენოტიპური განსხვავებების კორელირებას განსაზღვრულ გენეტიკურ სახესხვაობებთან.
The small number of gene differences between closely related species also makes it is easier to correlate phenotypic differences between the species with particular genetic differences.
527449.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ერთი გენი, რომელიც მკაფიოდ განსხვავებულია ადამიანებსა და შიმპანზეებში, მეტყველებაში უნდა მონაწილეობდეს, რაც იმ მახასიათებელს წარმოადგენს, რომელიც ნათლად განასხვავებს ორ სახეობას.
For example, one gene that is clearly different in humans and chimpanzees appears to function in speech, a characteristic that obviously distinguishes the two species.
527450.
ბიოლოგია | თავი XX
თაგვებსა და ადამიანებს შორის არსებული გენეტიკური მსგავსება, რომლებსაც გენების 80% საერთო აქვთ, შესაძლოა ადამიანების გარკვეული გენეტიკური დაავადებების შესასწავლად იქნას გამოყენებული.
And the genetic similarity between mice and humans, which share 80% of their genes, can be exploited in studying certain human genetic diseases.
527451.
ბიოლოგია | თავი XX
თუ მეცნიერებმა იციან, ან შეუძლიათ, ივარაუდონ ორგანო ან ქსოვილი, სადაც დეფექტური გენი განსაზღვრულ დაავადებას იწვევს, მათ შეუძლიათ მოძებნონ გენები, რომლებიც იმ ადგილას ექსპრესირდებიან თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში.
If researchers know or can hypothesize the organ or tissue in which a defective gene causes a particular disease, they can look for genes that are expressed in these locations in experiments with mice.
527452.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მიდგომის საშუალებით ადამიანის რამდენიმე საკვლევი გენი იქნა გამოვლენილი, მათ შორის გენიც, რომელიც შესაძლოა დაუნის სინდრომში მონაწილეობდეს.
This approach has revealed several human genes of interest, including one that may be involved in Down syndrome.
527453.
ბიოლოგია | თავი XX
კვლევების სხვა მცდელობა მიმდინარეობს, რათა გენომიკური შესწავლა უფრო გაფართოვდეს და კიდევ სხვა მიკრობული სახეობები და სიცოცხლის ხის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენელი აქამდე უგულებელყოფილი სახეობებიც მოიცვას.
Other research efforts are under way to extend genomic studies to many more microbial species and to neglected species from diverse branches of the tree of life.
527454.
ბიოლოგია | თავი XX
ეს კვლევები წინ წასწევენ ბიოლოგიის ყველა ასპექტის უკეთ გაგებას, მათ შორის ჯანმრთელობის, ეკოლოგიისა და ევოლუციის სფეროებს.
These studies will advance our understanding of all aspects of biology, including health, ecology, and evolution.
527455.
ბიოლოგია | თავი XX
გენომიკის მომავალი მიმართულებები.
Future Directions in Genomics.
527456.
ბიოლოგია | თავი XX
გენომის სიქვენირებისა და გენების მთელი ნაკრებების შესწავლაში მიღწეული წარმატებები მეცნიერებს შთააგონებს მსგავსი სისტემური კვლევის ჩატარების ცდისკენ გენომების მიერ კოდირებულ სრულ ცილოვან ნაკრებებზე (პროტეომებზე); ამ მიდგომას პროტეომიკა ეწოდება.
The success in sequencing genomes and studying entire sets of genes is encouraging scientists to attempt similar systematic study of the full protein sets (proteomes) encoded by genomes, an approach called proteomics.
527457.
ბიოლოგია | თავი XX
უკვე აღნიშნული მიზეზების გამო, ადამიანებსა და ჩვენს ახლო მონათესავე სახეობებში ცილების რიცხვი უდავოდ აღემატება გენთა რიცხვს.
For reasons already mentioned, the number of proteins in humans and our close relatives undoubtedly exceeds the number of genes.
527458.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ფაქტობრივად ცილები, და არა გენები, ახორციელებენ უჯრედის აქტივობებს, ჩვენ უნდა შევისწავლოთ, სად და როდის ხდება მათი წარმოქმნა ორგანიზმში და ასევე როგორ ურთიერთქმედებენ ისინი, თუ უჯრედებისა და ორგანიზმების ფუნქციონირების გაგება გვინდა.
Because proteins, not genes, actually carry out the activities of the cell, we must study when and where they are produced in an organism, and also how they interact, if we are to understand the functioning of cells and organisms.
527459.
ბიოლოგია | თავი XX
პროტეომების აწყობა და ანალიზი მრავალ ექსპერიმენტულ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ტექნიკის მიმდინარე მიღწევები ამ პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელ იარაღს მოგვაწვდის.
Assembling and analyzing proteomes pose many experimental challenges, but ongoing technical advances are providing the necessary tools to meet those challenges.
527460.
ბიოლოგია | თავი XX
გენომიკა და პროტეომიკა, ბიოლოგებს საშუალებას აძლევს, სიცოცხლის შესწავლას სულ უფრო მზარდი გლობალური ხედვით მიუდგნენ.
Genomics and proteomics are enabling biologists to approach the study of life from an increasingly global perspective.