მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527461.
ბიოლოგია | თავი XX
ბიოლოგები ახლა იმ მდგომარეობაში არიან, რომ გენებისა და ცილების კატალოგებს ადგენენ - ყველა იმ „ნაწილის” სიას, რომლებსაც უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანიზმების ფუნქციონირებაში შეაქვთ წვლილი.
Biologists are now in a position to compile catalogs of genes and proteins—a listing of all the "parts" that contribute to the operation of cells, tissues, and organisms.
527462.
ბიოლოგია | თავი XX
ასეთი კატალოგებით ხელში, მკვლევრებს ყურადღება ინდივიდუალური ნაწილებიდან ბიოლოგიურ სისტემებში მათ ფუნქციონალურ ინტეგრაციაზე გადააქვთ.
With such catalogs in hand, researchers are shifting their attention from the individual parts to their functional integration in biological systems.
527463.
ბიოლოგია | თავი XX
ამ სისტემური ბიოლოგიის მიდგომაში პირველ საფეხურს გენების ურთიერთკავშირისა და ცილების ურთიერთქმედებათა ქსელების განსაზღვრა წარმოადგენს.
A first step in this systems biology approach is defining gene circuits and protein interaction networks.
527464.
ბიოლოგია | თავი XX
უზარმაზარი მოცულობის ბიოლოგიური მონაცემების კომპიუტერულად და მათემატიკურად დამუშავებისა და ინტეგრირების შედეგად, მკვლევრებს ურთიერთქმედებათა მრავალი კომბინაციის აღმოჩენა და რაოდენობრივი განსაზღვრა შეუძლიათ.
With the use of computer science and mathematics to process and integrate vast amounts of biological data, researchers can detect and quantify the many combinations of interactions.
527465.
ბიოლოგია | თავი XX
კიდევ ერთი, იმედის მომცემი პერსპექტივაა ადამიანებში გენეტიკური ვარიაციების სპექტრის უკეთ შეცნობა.
Another exciting prospect is our increasing understanding of the spectrum of genetic variation in humans.
527466.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ადამიანთა სახეობების ისტორია ასეთი ხანმოკლეა, ადამიანებს შორის დნმ-ის ვარიაციების რიცხვი საკმაოდ მცირეა სხვა მრავალ სახეობასთან შედარებით.
Because the history of the human species is so short, the amount of DNA variation among humans is small compared to that of many other species.
527467.
ბიოლოგია | თავი XX
ჩვენი ნაირგვარობის უმეტესობა ცალკეული ნუკლეოტიდების პოლიმორფიზმების (შNPს) ფორმით უნდა იყოს განპირობებული.
Most of our diversity seems to be in the form of single nucleotide polymorphisms (SNPs, pronounced "snips").
527468.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის გენომში, SNP საშუალოდ დაახლოებით ერთხელ წარმოიქმნება 1 000 წყვილ ფუძეში.
In the human genome, SNPs occur on average about once in 1,000 base pairs.
527469.
ბიოლოგია | თავი XX
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი საკუთარი დნმ-ის თანმიმდევრობა რომ შევადაროთ იმავე სქესის ნებისმიერი, გვერდზე მჯდომი ან სამყაროს მეორე ბოლოში მცხოვრები პირის დნმ-ს, მათი 99.9% იდენტური აღმოჩნდება.
In other words, if you could compare your personal DNA sequence with that of a person of the same gender-either sitting next to you or on the other side of the world-you would find them to be 99.9% identical.
527470.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერები უკვე ადგანან ადამიანის გენომში არსებული რამდენიმე მილიონი შNP საიტის მდებარეობის დადგენის გზას.
Scientists are already well on their way to identifying the locations of the several million SNP sites in the human genome.
527471.
ბიოლოგია | თავი XX
ისინი მეტად სასარგებლო გენეტიკური მარკერები იქნებიან ადამიანის ევოლუციის, ადამიანთა პოპულაციებს შორის არსებული სხვაობებისა და ისტორიის მანძილზე ადამიანთა პოპულაციების მიგრაციული მარშრუტების შესასწავლად.
These will be useful genetic markers for studying human evolution, the differences between human populations, and the migratory routes of human populations throughout history.
527472.
ბიოლოგია | თავი XX
შNP და სხვა პოლიმორფიზმები არამაკოდირებელ (და მაკოდირებელ) დნმ-ში ასევე ფასეული მარკერები იქნება დაავადებათა გამომწვევი გენებისა და ჩვენს ჯანმრთელობაზე უფრო ფარულად მოქმედი გენების იდენტიფიკაციისთვის.
SNPs and other polymorphisms in noncoding (and coding) DNA will also be valuable markers for identifying disease genes and genes that affect our health in more subtle ways.
527473.
ბიოლოგია | თავი XX
საფიქრებელია, რომ ეს მოვლენა მედიცინის პრაქტიკას 21-ე საუკუნის ბოლოსკენ საგრძნობლად შეცვლის.
This is likely to change the practice of medicine later in the 21st century.
527474.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა, დნმ-ის კვლევებისა და დნმ ტექნოლოგიის გამოყენება მრავალი გზით უკვე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, რასაც თავის ბოლო ნაწილში განვიხილავთ.
However, applications of DNA research and technology are already affecting our lives in many ways, as we discuss in the final section of the chapter.
527475.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მრავალგვარი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე.
The practical applications of DNA technology affect our lives in many ways.
527476.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგია ახალ ამბებში თითქმის ყოველდღე ხვდება.
DNA technology is in the news almost every day.
527477.
ბიოლოგია | თავი XX
უფრო ხშირად, ამბავი აღწერს მის ახალ და პერსპექტიულ გამოყენებას მედიცინაში, მაგრამ ეს მხოლოდ დნმ-ის ტექნოლოგიითა და გენეტიკური ინჟინერიით სარგებლობის მრავალი სფეროდან ერთ-ერთს წარმოადგენს.
Most often, the topic of the story is a new and promising application in medicine, but this is just one of numerous fields benefiting from DNA technology and genetic engineering.
527478.
ბიოლოგია | თავი XX
სამედიცინო გამოყენება.
Medical Applications.
527479.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიის ერთი აშკარა უპირატესობა ადამიანის იმ გენების იდენტიფიკაციაა, რომელთა მუტაციები გენეტიკურ დაავადებებს იწვევენ.
One obvious benefit of DNA technology is the identification of human genes whose mutation plays a role in genetic diseases.
527480.
ბიოლოგია | თავი XX
ამ აღმოჩენებმა შესაძლოა ასეთი მდგომარეობების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და თვით პრევენციის უკეთეს საშუალებებამდე მიგვიყვანოს.
These discoveries may lead to ways of diagnosing, treating, and even preventing such conditions.