მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527601.
ბიოლოგია | თავი XX
ტრანსგენული ცხოველებიDასევე იქმნება, რომ ფარმაცევტული „ქარხნების” როლი შეასრულონ – სხვა მხრივ იშვიათი, მედიცინაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური ნაერთის დიდი რაოდენობით წარმომქმნელები იყვნენ.
Transgenic animals also have been engineered to be pharmaceutical "factories"-producers of a large amount of an otherwise rare biological substance for medical use.
527602.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ტრანსგენი ადამიანის სასურველი ცილისთვის, როგორიცაა ჰორმონი ან სისხლის შედედების ფაქტორი, შეიძლება ჩართული იყოს ფერმის ძუძუმწოვარაში ისე, რომ ტრანსგენის პროდუქტი ცხოველის რძეში გამოიყოფოდეს.
For example, a transgene for a desired human protein, such as a hormone or blood-clotting factor, can be inserted into the genome of a farm mammal in such a way that the transgene's product is secreted in the animal's milk.
527603.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ცილის გასუფთავება რძიდან ჩვეულებრივ უფრო ადვილია, ვიდრე უჯრედული კულტურიდან.
The protein can then be purified from the milk, usually more easily than from a cell culture.
527604.
ბიოლოგია | თავი XX
ცოტა ხნის წინ მეცნიერების მიერ შექმნილი იყო ტრანსგენული წიწილა, რომელსაც დიდი რაოდენობით ტრანსგენული პროდუქტის ექსპრესირება შეეძლო კვერცხში.
Recently, researchers have engineered transgenic chickens that express large amounts of the transgene's product in eggs.
527605.
ბიოლოგია | თავი XX
ეს წარმატება მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ტრანსგენული წიწილა შედარებით იაფი ფარმაცევტული ქარხნის როლში შეიძლება მოგვევლინოს.
Their success suggests that transgenic chickens may emerge as relatively inexpensive pharmaceutical factories in the near future.
527606.
ბიოლოგია | თავი XX
ფერმის ცხოველების მიერ გამომუშავებული ადამიანის ცილები შესაძლოა, გარკვეულწილად განსხვავდებოდნენ ადამიანის შესაბამისი ბუნებრივი ცილებისგან.
Human proteins produced by farm animals may differ in some ways from the corresponding natural human proteins.
527607.
ბიოლოგია | თავი XX
ამრიგად, ეს ცილები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ შემოწმებული შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე და სხვა არასასურველ ეფექტებზე იმ პაციენტებში, რომლებიც მათ იღებენ.
Thus, these proteins must be tested very carefully to ensure that they will not cause allergic reactions or other adverse effects in patients receiving them.
527608.
ბიოლოგია | თავი XX
ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანისა და სხვა უცხო სახეობების გენების მატარებელი ფერმის ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბალი ნაყოფიერება და მგრძნობელობა დაავადებების მიმართ არცთუ იშვიათია მათ შორის.
Also, the health and welfare of farm animals carrying genes from humans and other foreign species are important issues; problems such as low fertility or increased susceptibility to disease are not uncommon.
527609.
ბიოლოგია | თავი XX
გენური ინჟინერია მცენარეებში.
Genetic Engineering in Plants.
527610.
ბიოლოგია | თავი XX
სოფლის მეურნეობის სფეროს მეცნიერებმა უკვე მთელი რიგი კულტურული მცენარეები შექმნეს იმ სასურველი ნიშან-თვისებების გენებით, რომლებიც აპირობებენ დაყოვნებული სიმწიფეს, მდგრადობას გაფუჭებისა და ავადმყოფისადმი.
Agricultural scientists have already endowed a number of crop plants with genes for desirable traits, such as delayed ripening and resistance to spoilage and disease.
527611.
ბიოლოგია | თავი XX
მცენარეების გენური ინჟინერია უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ცხოველების უმრავლესობისა.
In one striking way, plants are easier to genetically engineer than most animals.
527612.
ბიოლოგია | თავი XX
ბევრი მცენარეული სახეობისთვის, კულტურაში გაზრდილ ქსოვილის ერთ უჯრედს შეუძლია, ზრდასრულ მცენარეს მისცეს საწყისი.
For many plant species, a single tissue cell grown in culture can give rise to an adult plant.
527613.
ბიოლოგია | თავი XX
ამრიგად, გენეტიკური მანიპულაციის განხორციელება შესაძლებელია ერთ უჯრედზე და ეს უჯრედი შეიძლება გამოყენებული იყოს ახალი ნიშან-თვისებიანი ორგანიზმის წარმოსაქმნელად.
Thus, genetic manipulations can be performed on a single cell and the cell then used to generate an organism with new traits.
527614.
ბიოლოგია | თავი XX
მცენარეულ უჯრედში ახალი გენის შეყვანისათვის ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებულ პლაზმიდას წარმოადგენს ნიადაგის ბაქტერიის Agrobacterium tumefaciens-დან მიღებული პლაზმიდა Ti.
The most commonly used vector for introducing new genes into plant cells is a plasmid, called the Ti plasmid, from the soil bacterium Agrobacterium tumefaciens.
527615.
ბიოლოგია | თავი XX
ეს პლაზმიდა ახორციელებს თავისი დნმ-ის სეგმენტის, ცნობილის როგორც T დნმ, ინტეგრაციას მასპინძელი მცენარის უჯრედების ქრომოსომურ დნმ-ში.
This plasmid integrates a segment of its DNA, known as T DNA, into the chromosomal DNA of its host plant cells.
527616.
ბიოლოგია | თავი XX
ვექტორული მიზნებისთვის, მკვლევრები პლაზმიდის ისეთ ვერსიასთან მუშაობენ, რომელიც ველური ჯიშისგან განსხვავებით დაავადებას არ იწვევს.
For vector purposes, researchers work with a version of the plasmid that does not cause disease, as the wild-type version does.
527617.
ბიოლოგია | თავი XX
სურათი 20.19 Ti პლაზმიდის გამოყენებით ტრანსგებული მცენარეების შექმნის ერთ მეთოდს გამოსახავს.
Figure 20.19 outlines one method for using the Ti plasmid to produce transgenic plants.
527618.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერებს რეკომბინანტული პლაზმიდის შეყვანა მცენარეულ უჯრედში ელექტროპორაციის საშუალებით შეუძლიათ.
Scientists can introduce recombinant Ti plasmids into plant cells by electroporation.
527619.
ბიოლოგია | თავი XX
ალტერნატიულად, რეკომბინანტული პლაზმიდა შეიძლება უკან იქნას გადატანილი Agrobacterium-ში; მგრძნობიარე მცენარეები ან კულტურაში ზრდადი მცენარეული უჯრედები შემდეგ შეიძლება ინფიცირებულები იყვნენ ბაქტერიებით, რომლებიც რეკომბინანტულ პლაზმიდას შეიცავენ.
Alternatively, the recombinant plasmid can be put back into Agrobacterium; susceptible plants or plant cells growing in culture are then infected with bacteria that contain the recombinant plasmid.
527620.
ბიოლოგია | თავი XX
გენური ინჟინერია სწრაფად ანაცვლებს ტრადიციულ მცენარეების შეჯვარების პროგრამებს, განსაკუთრებით ისეთი გამოსადეგი თვისებებისთვის, როგორიცაა ჰერბიციდებისადმი და პესტიციდებისადმი რეზისტენტობა, რომელიც ერთი ან რამდენიმე გენით განისაზღვრება.
Genetic engineering is rapidly replacing traditional plantbreeding programs, especially for useful traits, such as herbicide or pest resistance, determined by one or a few genes.