მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527581.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ბევრ ბაქტერიას შეუძლია გარემოდან ისეთი მძიმე მეტალების, როგორიცაა სპილენძი, ტყვია და ნიკელი, ექსტრაქცია და ამ მეტალების ჩართვა იმგვარ ნაერთებში, როგორიცაა სპილენძის სულფატი ან ტყვიის სულფატი, რომლებიც ადვილად რეგენერირებადი არიან.
For example, many bacteria can extract heavy metals, such as copper, lead, and nickel, from their environments and incorporate the metals into compounds such as copper sulfate or lead sulfate, which are readily recoverable.
527582.
ბიოლოგია | თავი XX
გენურად ინჟინირებული მიკრობები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს როგორც მინერალების მოპოვებაში (განსაკუთრებით, როდესაც საბადოებში მარაგი იწურება), ასევე მადნეულის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი მაღალ ტოქსიკურ ნარჩენებისგან გაწმენდაში.
Genetically engineered microbes may become important in both mining minerals (especially as ore reserves are depleted) and cleaning up highly toxic mining wastes.
527583.
ბიოლოგია | თავი XX
ბიოტექნოლოგები ისეთი მიკრობების ინჟინერიასაც ცდილობენ, რომლებსაც ქლორირებული ნახშირწყალბადებისა და სხვა მავნე ნაერთების დეგრადაცია შეეძლებათ.
Biotechnologists are also trying to engineer microbes that can degrade chlorinated hydrocarbons and other harmful compounds.
527584.
ბიოლოგია | თავი XX
ეს მიკრობები შეიძლება გამოყენებული წყლის გადამამუშავებელ ფაბრიკებში იხმარონ, ან მწარმოებლებმა მათი გამოყენებით ნაერთების გარემოში მოხვედრა აიცილონ თავიდან.
These microbes could be used in wastewater treatment plants or by manufacturers before the compounds are ever released into the environment.
527585.
ბიოლოგია | თავი XX
კვლევის მონათესავე არეალს განეკუთვნება იმ მიკრობების იდენტიფიკაცია და ინჟინერია, რომლებსაც გადაღვრილ წყლებსა და ნაგავსაყრელებში სპეციფიკური ტოქსიკური ნარჩენების დეტოქსიკაცია ძალუძთ.
A related research area is the identification and engineering of microbes capable of detoxifying specific toxic wastes found in spills and waste dumps.
527586.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, შექმნილია ბაქტერიული ხაზები, რომელთაც ნავთობის დაღვრის შედეგად გამოყოფილი ზოგიერთი ქიმიური ნაერთის დეგრადაცია შეუძლიათ.
For example, bacterial strains have been developed that can degrade some of the chemicals released during oil spills.
527587.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტრანსფორმაციაზე პასუხისმგებელი გენების გადატანით სხვადასხვა ორგანიზმებში, ბიოინჟინრებმა შეძლეს, შეექმნათ ისეთი ხაზები, რომლებსაც ბუნების სტიქიების მძიმე პირობებში გადარჩენა შეუძლიათ და ნარჩენების დეტოქსიკაციაში გვეხმარებიან.
By moving the genes responsible for these transformations into different organisms, bioengineers may be able to develop strains that can survive the harsh conditions of environmental disasters and help detoxify the wastes.
527588.
ბიოლოგია | თავი XX
გამოყენება სოფლის მეურნეობაში.
Agricultural Applications.
527589.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერები მუშაობენ, რათა მეტი შეისწავლონ სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი მცენარეებისა და ცხოველების გენომების შესახებ და უკვე წლების განმავლობაში იყენებენ დნმ-ის ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით.
Scientists are working to learn more about the genomes of agriculturally important plants and animals, and for a number of years they have been using DNA technology in an effort to improve agricultural productivity.
527590.
ბიოლოგია | თავი XX
ცხოველების სოფლის მეურნეობა და „ფარმაკოლოგიური“ ცხოველები.
Animal Husbandry and "Pharm" Animals.
527591.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიები ახლა რუტინულად გამოიყენება ვაქცინებისა და ზრდის ჰორმონების შესაქმნელად ფერმის ცხოველებისთვის.
DNA technology is now routinely used to make vaccines and growth hormones for treating farm animals.
527592.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ კიდევ უმთავრესად ექსპერიმენტულ დონეზე, მეცნიერებს ასევე შეუძლიათ ერთი ცხოველის გენი მეორე ცხოველის გენომში შეიყვანონ, რომელსაც შემდგომ ტრანსგენული ცხოველი ეწოდება.
On a still largely experimental basis, scientists can also introduce a gene from one animal into the genome of another animal, which is then called a transgenic animal.
527593.
ბიოლოგია | თავი XX
ამისთვის, თავდაპირველად ისინი მდედრ ცხოველებიდან იღებენ კვერცხუჯრედებს და მათ ინ-ვიტრო განაყოფიერებას ახორციელებენ.
To do this, they first remove egg cells from a female and fertilize them in vitro.
527594.
ბიოლოგია | თავი XX
ამის პარალელურად, სხვა ორგანიზმიდან მიღებული სასურველი გენის კლონირება ხდება.
Meanwhile, they have cloned the desired gene from another organism.
527595.
ბიოლოგია | თავი XX
შემდეგ ისინი ახორციელებენ კლონირებული დნმ-ის ინიექციას პირდაპირ განაყოფიერებული კვერცხუჯრედების ბირთვებში.
They then inject the cloned DNA directly into the nuclei of the fertilized eggs.
527596.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი უჯრედი ჩართავს უცხო დნმ-ს, ტრანსგენს საკუთარ გენომში და უცხო გენის ექსპრესიის უნარიც გააჩნია.
Some of the cells integrate the foreign DNA, the transgene, into their genomes and are able to express the foreign gene.
527597.
ბიოლოგია | თავი XX
ინჟინერირებული ემბრიონები შემდეგ ქირურგიული გზით იმპლანტირდებიან სუროგატ დედაში.
The engineered embryos are then surgically implanted in a surrogate mother.
527598.
ბიოლოგია | თავი XX
თუ ემბრიონი წარმატებულად განვითარდება, შედეგად ტრანსგენულ ცხოველს მივიღებთ, რომელიც შეიცავს გენს „მესამე” მშობლისგან და ეს მშობელი შეიძლება სულ სხვა სახეობისაც კი იყოს.
If an embryo develops successfully, the result is a transgenic animal, containing a gene from a third "parent" that may even be of another species.
527599.
ბიოლოგია | თავი XX
ტრანსგენული ცხოველის შექმნის მიზანი ხშირად იგივეა, რაც ტრადიციული გამოყვანის, მაგალითად, შეიქმნას ცხვარი მატყლის უკეთესი ხარისხით ან მეხორცული ღორი ან ძროხა, რომელიც სწრაფად იზრდება.
The goals of creating a transgenic animal are often the same as the goals of traditional breeding-for instance, to make a sheep with better quality wool, a pig with leaner meat, or a cow that will mature in a shorter time.
527600.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერებმა, მაგალითად, შეიძლება მოახდინონ იმ გენის იდენტიფიკაცია და კლონირება, რომელიც უფრო დიდი კუნთების (კუნთები შეადგენენ იმ ხორცის უმეტეს ნაწილს, რომლებსაც ჩვენ მივირთმევთ) წარმოქმნას განაპირობებს საქონლის ერთ ჯგუფში და გადაიტანონ ეს გენი სხვა საქონელში ან სულაც ცხვრებში.
Scientists might, for example, identify and clone a gene that causes the development of larger muscles (muscles make up most of the meat we eat) in one variety of cattle and transfer it to other cattle or even to sheep.