მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527541.
ბიოლოგია | თავი XX
ერთი მიდგომაა გენურად ინჟინირებული ცილების გამოყენება, რომლებიც უჯრედის მემბრანის ზედაპირულ რეცეპტორებს ბლოკავენ ან მიმიცირებენ.
One approach is the use of genetically engineered proteins that either block or mimic surface receptors on cell membranes.
527542.
ბიოლოგია | თავი XX
ერთი ასეთი ექსპერიმენტული პრეპარატი მიმიცირებს რეცეპტორულ ცილას, რომელსაც HIV უკავშირდება სისხლის თეთრ უჯრედებში შეღწევისას.
One such experimental drug mimics a receptor protein that HIV binds to while entering white blood cells.
527543.
ბიოლოგია | თავი XX
პრეპარატის ადმინისტრირებისას კი HIV რეცეპტორული ცილის ნაცვლად პრეპარატის მოლეკულებს უკავშირდება და სისხლის უჯრედებში ვეღარ შედის.
The HIV binds to the drug molecules instead and fails to enter the blood cells.
527544.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ ტექნოლოგიები შეიძლება იმ ვაქცინების შესაქმნელად იქნას გამოყენებული, რომლებიც იმუნურ სისტემას სპეციფიკური პათოგენებისგან თავის დასაცავად ასტიმულირებენ.
DNA technology also can be used to produce vaccines, which stimulate the immune system to defend against specific pathogens.
527545.
ბიოლოგია | თავი XX
ტრადიციული ვაქცინები ორი ტიპის არიან: ინაქტივირებული (მოკლული) მიკრობები და სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ დასუსტებული (ძალაგამოცლილი), რომლებიც ზოგადად დაავადებას ვერ იწვევენ.
Traditional vaccines are of two types: inactivated (killed) microbes and viable but weakened (attenuated) microbes that generally do not cause illness.
527546.
ბიოლოგია | თავი XX
პათოგენების უმრავლესობას ზედაპირზე ერთი ან მეტი სპეციფიკური ცილა გააჩნიათ, რომლებიც მათ წინააღმდეგ იმუნური პასუხის ტრიგერს წარმოადგენენ.
Most pathogens have one or more specific proteins on their surface that trigger an immune response against it.
527547.
ბიოლოგია | თავი XX
რეკომბინაციური დნმ-ის ტექნიკით შექმნილი ცილის ეს ტიპი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ვაქცინა ამ პათოგენის წინააღმდეგ.
This type of protein, produced by recombinant DNA techniques, can be used as a vaccine against the pathogen.
527548.
ბიოლოგია | თავი XX
ალტერნატიულად გენური ინჟინერიის მეთოდები შეიძლება პათოგენის გენომის მოდიფიკაციისთვის გამოვიყენოთ იმგვარად, რომ მისი დასუსტება, ძალის გამოცლა მოხდეს.
Alternatively, genetic engineering methods can be used to modify the genome of the pathogen to attenuate it.
527549.
ბიოლოგია | თავი XX
სასამართლო მონაცემები.
Forensic Evidence.
527550.
ბიოლოგია | თავი XX
ძალადობრივი დანაშაულის დროს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხეულის სითხეების ან ქსოვილის პატარა ნაწილების დატოვებას დანაშაულის ადგილზე ან ტანსაცმელზე ან მსხვერპლის თუ დამნაშავის სხვა კუთვნილ ნივთებზე.
In violent crimes, body fluids or small pieces of tissue may be left at the scene or on the clothes or other possessions of the victim or assailant.
527551.
ბიოლოგია | თავი XX
თუ სისხლის, სპერმის ან ქსოვილის საკმარისი რაოდენობაა ხელმისაწვდომი, კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებს შეუძლიათ, სისხლის ან ქსოვილის ტიპი განსაზღვრონ სპეციფიკური უჯრედის ზედაპირული ცილების წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულების გამოყენებით.
If enough blood, semen, or tissue is available, forensic laboratories can determine the blood type or tissue type by using antibodies to detect specific cell-surface proteins.
527552.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა ასეთი ტესტებისთვის საკმაოდ ახალი ნიმუში და მისი დიდი რაოდენობაა საჭირო.
However, such tests require fairly fresh samples in relatively large amounts.
527553.
ბიოლოგია | თავი XX
ამავე დროს, რადგანაც ბევრ ადამიანს ერთი და იგივე ჯგუფის სისხლი ან ქსოვილის ტიპი აქვს, ამ მიდგომით მხოლოდ ეჭვმიტანილის გამორიცხვაა შესაძლებელი; მას არ შეუძლია დანაშაულის მტკიცე დასაბუთება მოგვაწოდოს.
Also, because many people have the same blood or tissue type, this approach can only exclude a suspect; it cannot provide strong evidence of guilt.
527554.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტესტირებით, მეორეს მხრივ, დამნაშავის იდენტიფიცირება სარწმუნოების მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი, რამეთუ ყველა ადამიანის დნმ-ის თანმიმდევრობა უნიკალურია (გამონაკლისს იდენტური ტყუპები წარმოადგენენ).
DNA testing, on the other hand, can identify the guilty individual with a high degree of certainty, because the DNA sequence of every person is unique (except for identical twins).
527555.
ბიოლოგია | თავი XX
საუზერნ ბლოტინგით RFLP ანალიზი დნმ-ის ნიმუშებს შორის მსგავსებისა და განსხვავებების დასადგენ მძლავრ მეთოდს წარმოადგენს და ამასთან სისხლისა და სხვა ქსოვილების მხოლოდ მცირე რაოდენობას მოითხოვს (დაახლოებით 1 000 უჯრედი).
RFLP analysis by Southern blotting is a powerful method for detecting similarities and differences in DNA samples and requires only tiny amounts of blood or other tissue (about 1,000 cells).
527556.
ბიოლოგია | თავი XX
მკვლელობის შემთხვევაში, მაგალითად, ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს ეჭვმიტანილის, მსხვერპლისა და დანაშაულის ადგილზე მოპოვებული სისხლის მცირე რაოდენობის დნმ-ის ნიმუშების შესადარებლად.
In a murder case, for example, this method can be used to compare DNA samples from the suspect, the victim, and a small amount of blood found at the crime scene.
527557.
ბიოლოგია | თავი XX
სასამართლოს მკვლევარი ჩვეულებრივ ტესტირებას ახორციელებს ხუთი RFLP მარკერის მიხედვით, სხვა სიტყვებით დნმ-ის მხოლოდ მცირე შერჩეული ნაწილები გადის ტესტირებას.
The forensic scientist usually tests for about five RFLP markers; in other words, only a few selected portions of the DNA are tested.
527558.
ბიოლოგია | თავი XX
მიუხედავად ამისა, მარკერების ეს მცირე კრებულიც კი საკმარისია ინდივიდისაგან დნმ-ის ანაბეჭდის, ანუ ხაზების სპეციფიკური განაწილების მისაღებად, რასაც სასამართლო გამოყენება აქვს, რადგან ალბათობა იმისა, რომ ორ ადამიანს (თუ ისინი იდენტურ ტყუპებს არ წარმოადგენენ) ზუსტად ერთი და იგივე RFLP მარკერების კრებული ექნებათ, ძალიან მცირეა.
However, even such a small set of markers from an individual can provide a DNA fingerprint, or specific pattern of bands, that is of forensic use, because the probability that two people (who are not identical twins) would have the exact same set of RFLP markers is very small.
527559.
ბიოლოგია | თავი XX
20.17 სურათზე მოყვანილი აუტორადიოგრაფი იმ მტკიცებულებათა ტიპის მსგავსისა, რომელიც მკვლელობის განხილვისას წარედგინებათ მსაჯულებს სასამართლოზე.
The autoradiograph in Figure 20.17 resembles the type of evidence presented to juries in murder trials.
527560.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ანაბეჭდები შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას მამობის დასადგენად.
DNA fingerprinting can also be used to establish paternity.