მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527701.
ბიოლოგია | თავი XXI
უფრო მეტიც, უჯრედების სხვადასხვა ტიპები შემთხვევითად კი არა არიან განაწილებული სივრცეში, არამედ ორგანიზებულნი არიან ქსოვილებად და ორგანოებად.
Moreover, the different kinds of cells are not randomly distributed but are organized into tissues and organs.
527702.
ბიოლოგია | თავი XXI
ფიზიკურ პროცესს, რომლის დროსაც ყალიბდება ორგანიზმის ფორმა, არის მორფოგენეზი, რაც ნიშნავს „ფორმების შექმნას“.
The physical processes that give an organism its shape constitute morphogenesis, meaning "creation of form."
527703.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედის დაყოფის, დიფერენცირების და მორფოგენეზის პროცესებს ახასიათებთ დროში ნაწილობრივი გადაფარვა.
The processes of cell division, differentiation, and morphogenesis overlap in time.
527704.
ბიოლოგია | თავი XXI
მორფოგენეზური მოვლენები ემბრიონალური განვითარების ადრეული სტადიებიდანვე იწყება.
Morphogenetic events lay out the basic body plan very early in embryonic development, establishing.
527705.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ადრეული მოვლენები განსაზღვრავენ ორგანიზმის სხეულის ღერძებს, როგორიც არის ანტერიორ-პოსტერიორული (თავი - კუდი) ღერძი და დორსალურ-ვენტრალური (ზურგი - მუცელი) ღერძი.
These early events determine the body axes of the organism, such as the anterior-posterior (head-to-tail) axis and the dorsal-ventral (back-to-belly) axis.
527706.
ბიოლოგია | თავი XXI
მომდევნო მორფოგენეზური მოვლენები განსაზღვრავს ემბრიონის სხეულის შედარებით მცირე უბნებში კონკრეტული სტრუქტურების მდებარეობას, როგორიცაა, მაგალითად, ბუზის სხეულის სეგმენტების აპენდიქსების (დანამატების), ან თევზის ფარფლების მდებარეობა.
Later morphogenetic events establish relative locations of structures within smaller regions of the embryo, such as the appendages on a fly's body, the fins on a fish, or the digits on a vertebrate limb.
527707.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალუჯრედიანი ორგანიზმების მორფოგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც უჯრედების დაყოფა და დიფერენცირება, ასევე გარკვეული უჯრედების სათანადო დროისათვის დაპროგრამებული სიკვდილი.
Cell division and differentiation play important roles in morphogenesis in all organisms, as does the appropriately timed programmed death of certain cells.
527708.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც არ უნდა იყოს, ცხოველების და მცენარეების მორფოგენეზის მთლიანი სქემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
However, the overall schemes of morphogenesis in animals and plants exhibit significant differences.
527709.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველებს და მცენარეებს განვითარების მრავალი საერთო მექანიზმი აქვთ, ხოლო განსხვავებები კი ძირითადად ორი მიმართულებისაა.
In addition to many shared developmental mechanisms, the development of animals and plants differs in two major ways.
527710.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველებში, მაგრამ არა მცენარეებში, უჯრედების და ქსოვილების მოძრაობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, იმისათვის, რომ ორგანიზმმა თავისთვის დამახასიათებელი სამ-განზომილებიანი ფორმა მიიღოს.
In animals, but not in plants, movements of cells and tissues are necessary to transform the early embryo into the characteristic three-dimensional form of the organism.
527711.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეებში, მაგრამ არა ცხოველებში, მორფოგენეზი და ზრდა ემბრიონალური და იუვენილური პერიოდებით კი არ არის შეზღუდული, არამედ ხორციელდება მცენარის მთელი სიცოცხლის მანძილზე.
In plants, but not in animals, morphogenesis and growth in overall size are not limited to embryonic and juvenile periods but occur throughout the life of the plant.
527712.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარის უწყვეტ ზრდაზე და ახალი ორგანოების ფორმირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები - აპიკალური მერისტემებია - ყლორტის კენწეროს და ფესვის ბოლოს მუდმივმოქმედი ემბრიონული უბნები.
The structures responsible for a plant's continual growth and formation of new organs are apical meristems, perpetually embryonic regions in the tips of shoots and roots.
527713.
ბიოლოგია | თავი XXI
ზრდასრულ ცხოველებში განვითარება ჩვეულებრივ შეზღუდულია იმ უჯრედების გამრავლებით, რომლებიც მისი მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდმივად უნდა განახლდნენ.
In animals, ongoing development in adults is normally restricted to the generation of cells that must be continually replenished throughout the animal's lifetime.
527714.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთებია, მაგალითად სისხლის უჯრედები, კანის უჯრედები და ნაწლავების შიდა გარსის ინტესტინალური უჯრედები.
Examples are blood cells, skin cells, and the cells lining the intestines.
527715.
ბიოლოგია | თავი XXI
დიფერენცირებისა და მორფოგენეზის მსვლელობისას, ემბრიონალური უჯრედები სხვადასხვანაირად იქცევიან და ფუნქციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი ერთი და იგივე უჯრედიდან – ზიგოტიდან არის წარმოშობილი.
During differentiation and morphogenesis, embryonic cells behave and function in different ways from each other, even though all of them have arisen from the same cell-the zygote.
527716.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდეგ განყოფილებაში თქვენ ისწავლით თუ როგორ ხდება ეს.
In the next section, you will learn about the principal way in which this occurs.
527717.
ბიოლოგია | თავი XXI
სხვადასხვა ტიპის უჯრედები წარმოიშობა ერთნაირი დნმ-ის მქონე უჯრედებში მადიფერენცირებელი გენის ექსპრესიის შედეგად.
Different cell types result from differential gene expression in cells with the same DNA.
527718.
ბიოლოგია | თავი XXI
წინა თავებში ჩვენ მოგახსენეთ, რომ განსხვავებები მრავალუჯრედიანი ორგანიზმის უჯრედებს შორის თითქმის მთლიანად გამოწვეულია გენების ზეგავლენით, და არა უჯრედული გენომების განსხვავებებით.
In earlier chapters, we have stated that differences between cells in a multicellular organism come almost entirely from differences in gene expression, not from differences in the cells' genomes.
527719.
ბიოლოგია | თავი XXI
არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, როგორიცაა ანტისხეულების მწარმოებელი უჯრედები.
There are a few exceptions, such as antibodyproducing cells.
527720.
ბიოლოგია | თავი XXI
გარდა ამისა, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ განვითარების პროცესში ეს განსხვავებები ვლინდება მარეგულირებელ მექანიზმებად, რომლებიც ჩართავენ ან გამორთავენ გარკვეულ გენებს.
Furthermore, we have mentioned that these differences arise during development as regulatory mechanisms turn specific genes on and off.