მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527741.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი მიდგომა გულისხმობს გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან, ან ზიგოტიდან ბირთვის ამოღებას და მის ჩანაცვლებას დიფერენცირებული უჯრედის ბირთვით.
Their approach was to remove the nucleus of an unfertilized egg cell or zygote and replace it with the nucleus of a differentiated cell.
527742.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ მეთოდს ჰქვია ბირთვული ტრანსპლანტაცია.
A method called nuclear transplantation.
527743.
ბიოლოგია | თავი XXI
თუ დონორის დიფერენცირებული უჯრედი ინარჩუნებს თავის სრულ გენეტიკურ შესაძლებლობებს, მაშინ იგი შეძლებს წარმართოს რეციპიენტი კვერცხუჯრედის პირდაპირი განვითარება და ჩამოაყალიბოს ორგანიზმის ყველა შესაბამისი ქსოვილი და ორგანო.
If the nucleus from the differentiated donor cell retains its full genetic capability, then it should be able to direct development of the recipient egg into all the proper tissues and organs of an organism.
527744.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ექსპერიმენტები ჩაატარეს ბაყაყებზე რობერტ ბრიგსმა და თომას ქინგმა 1950-ან წლებში, და შემდგომ ჯონ გერდონმა 1980-ან წლებში.
Such experiments were conducted on frogs by Robert Briggs and Thomas King in the 1950s and extended by John Gurdon in the 1980s.
527745.
ბიოლოგია | თავი XXI
მათ ემბრიონის (ან თავკომბალას) უჯრედის ბირთვი გადანერგეს იგივე სახეობის უბირთვო კვერცხუჯრედში.
These researchers transplanted a nucleus from an embryonic or tadpole cell into an enucleated egg of the same species.
527746.
ბიოლოგია | თავი XXI
გადანერგილ ბირთვს ხშირ შემთხვევებში შესწევდა უნარი წარემართა კვერცხუჯრედის ნორმალური განვითარება, რის შედეგადაც ყალიბდებოდა თავკომბალა.
The transplanted nucleus was often able to support normal development of the egg into a tadpole.
527747.
ბიოლოგია | თავი XXI
თუმცა, ტრანსპლანტირებული ბირთვის ნორმალური განვითარების წარმართვის „პოტენცია“ უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა დონორის ასაკთან: რაც უფრო ასაკოვანი იყო დონორი, მით უფრო ნაკლები იყო თავკომბალების ნორმალური განვითარების შანსი.
However, the "potency" of transplanted nuclei in directing normal development was inversely related to the age of the donor: the older the donor nucleus, the lower the percentage of normally developing tadpoles.
527748.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ შედეგების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, როდესაც ცხოველური უჯრედი განიცდის დიფერენცირებას, ბირთვში „რაღაც“ იცვლება.
From these results, we can conclude that something in the nucleus does change as animal cells differentiate.
527749.
ბიოლოგია | თავი XXI
ბაყაყებში და სხვა ცხოველთა უმრავლესობაში, რაც უფრო შორს არის წასული ემბრიონალური განვითარების და უჯრედული დიფერენცირების პროცესი, მით უფრო დაბალია ბირთვული პოტენცია.
In frogs and most other animals, nuclear potency tends to be restricted more and more as embryonic development and cell differentiation progress.
527750.
ბიოლოგია | თავი XXI
კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის ძირითადი თანმიმდევრობა არ არის ჩვეულებრივ შეცვლილი, ქრომატული სტრუქტურა სრულიად გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რაც გამოიხატება ჰისტონების ქიმიურ მოდიფიკაციებში ან დნმ-ის მეთილირებაში..
Research has shown that although the base sequence of the DNA usually does not change, the chromatin structure is altered in specific ways, usually involving chemical modifications of histones or DNA methylation.
527751.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ქრომატული ცვლილებები ხანდახან შექცევადია, და ბიოლოგები შეთანხმდნენ, რომ ცხოველთა საკმარისად დიფერენცირებული უჯრედების ბირთვებსაც გააჩნიათ სრულყოფილი ორგანიზმის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ყველა გენი.
However, these chromatin changes are sometimes reversible, and biologists agree that the nuclei of most differentiated animal cells have all the genes required for making the entire organism.
527752.
ბიოლოგია | თავი XXI
სხვა სიტყვებით, ცხოველის სხეულის უჯრედების სხვადასხვა ტიპები განსხვავდებიან სტრუქტურით და ფუნქციით არა იმიტომ, რომ მათ სხვადასხვა გენები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათში საერთო გენომის გენთა სხვადასხვა მონაკვეთების ექსპრესია ხდება.
In other words, the various cell types in the body of an animal differ in structure and function not because they contain different genes, but because they express different sets of genes from a common genome.
527753.
ბიოლოგია | თავი XXI
ძუძუმწოვართა რეპროდუქციული კლონირება.
Reproductive Cloning of Mammals.
527754.
ბიოლოგია | თავი XXI
ის ფაქტი, რომ ორგანიზმის ყველა უჯრედს ერთი და იგივე დნმ აქვს, დასტურდება ძუძუმწოვრებზე ექსპერიმენტების შედეგებითაც.
Evidence that all cells in an organism have the same DNA also comes from experiments with mammals.
527755.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ ძუძუმწოვრების კლონირებას ემბრიონის ადრეულ სტადიებზე ამოღებული ბირთვების ან უჯრედების გამოყენებით.
Researchers have long been able to clone mammals using nuclei or cells from a variety of early embryos.
527756.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგრამ არ იყო ცნობილი, არის თუ არა შესაძლებელი სრულად დიფერენცირებული უჯრედის ბირთვის „რე-პროგრამირება“, რის შედეგადაც იგი გადაიქცევა ტოტიპოტენტურად.
But it was not known whether a nucleus from a fully differentiated cell could be "reprogrammed" to be totipotent.
527757.
ბიოლოგია | თავი XXI
1997 წელს შოტლანდიელმა მკვლევრებმა დაიკავეს ყველა საგაზეთო ჰედლაინი, როდესაც გამოაცხადეს, რომ დაიბადა ცხვარი დოლი, რომელიც კლონირებული იყო ზრდასრული ცხვრისაგან, და ეს შესაძლებელი გახდა დიფერენცირებული უჯრედის ბირთვის ტრანსპლანტაციის შედეგად.
However, in 1997, Scottish researchers captured newspaper headlines when they announced the birth of Dolly, a lamb cloned from an adult sheep by nuclear transplantation from a differentiated cell.
527758.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა დონორი ბირთვების აუცილებელ დედიფერენცირებას მიაღწიეს სარძევე ჯირკვლის უჯრედების კულტივირებით ღარიბ საკვები არეში.
These researchers achieved the necessary dedifferentiation of donor nuclei by culturing mammary cells in nutrient-poor medium.
527759.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდეგ მოახდინეს ამ უჯრედების შერწყმა ცხვრის კვერცხუჯრედებთან, რომელთაც წინასწარ გამოცლილი ჰქონდათ ბირთვები.
The researchers then fused these cells with sheep egg cells whose nuclei had been removed.
527760.
ბიოლოგია | თავი XXI
ამის შედეგად მიღებული დიპლოიდური უჯრედები იწყებდნენ დაყოფას და ყალიბდებოდა ადრეული ემბრიონები, რომლებსაც სუროგატული დედის ორგანიზმში ნერგავდნენ.
The resulting diploid cells divided to form early embryos, which were implanted into surrogate mothers.