მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527721.
ბიოლოგია | თავი XXI
ახლა გადავხედოთ ასეთი მოსაზრების სასარგებლოდ არსებულ მტკიცებულებებს.
Let's now look at some of the evidence for this assertion.
527722.
ბიოლოგია | თავი XXI
გენომის ეკვივალენტობის მტკიცებულება.
Evidence for Genomic Equivalence.
527723.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალი ექსპერიმენტის შედეგი მეტყველებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედს აქვს ერთნაირი, ეკვივალენტური გენომი, ანუ ერთნაირი გენები.
The results of many experiments support the conclusion that nearly all the cells of an organism have genomic equivalencethat is, they all have the same genes.
527724.
ბიოლოგია | თავი XXI
რა ემართება ამ გენებს, როდესაც უჯრედი იწყებს დიფერენცირებას?
What happens to these genes as a cell begins to differentiate?
527725.
ბიოლოგია | თავი XXI
შეუქცევადად პასიურდებიან გენები დიფერენცირების პროცესში?
Whether genes are irreversibly inactivated during differentiation.
527726.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, შეიცავს თქვენი თითის ეპიდერმისის უჯრედი თვალის ფერის განმსაზღვრელ ფუნქციონალურ გენს?
For example, does an epidermal cell in your finger contain a functional gene specifying eye color.
527727.
ბიოლოგია | თავი XXI
ან იქნებ აქ თვალის განმსაზღვრელი გენი იშლება, ან პერმანენტულად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება?
Or has the eye-color gene been destroyed or permanently inactivated there?
527728.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეთა ტოტიპოტენტურობა, ანუ ყოვლისშემძლეობა.
Totipotency in Plants.
527729.
ბიოლოგია | თავი XXI
გენომის ეკვივალენტობის შესამოწმებლად ერთ-ერთ ექსპერიმენტულ მიდგომას წარმოადგენს შემდეგი საკითხის გარკვევა: შეიძლება დიფერენცირებული უჯრედიდან განვითარდეს მთლიანი ორგანიზმი?
One experimental approach for testing genomic equivalence is to see whether a differentiated cell can generate a whole organism.
527730.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ექსპერიმენტები ჩატარდა მე-20 საუკუნის 50-ან წლებში ფ. ს. სტიუარდის და მისი სტუდენტების მიერ ქორნელის უნივერსიტეტში სტაფილოზე.
Such experiments were performed during the 1950s by E C. Steward and his students at Cornell University, working with carrot plants.
527731.
ბიოლოგია | თავი XXI
მათ აღმოაჩინეს, რომ დიფერენცირებული უჯრედები, აღებული სტაფილოს ფესვიდან და გადატანილი საკვებ არეში შეიძლება გაიზარდონ და გადაიქცნენ ჩვეულებრივ ზრდასრულ მცენარეებად, რომლებიც იქნებიან „მშობლიური“ ორგანიზმის იდენტურნი.
They found that differentiated cells taken from the root (the carrot) and placed in culture medium could grow into normal adult plants, each genetically identical to the "parent" plant.
527732.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელი არ არის დიფერენცირებამ გამოიწვიოს დნმ-ის შეუქცევადი ცვლილებები.
These results show that differentiation does not necessarily involve irreversible changes in the DNA.
527733.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეებში, ყოველ შემთხვევაში, მომწიფებულ უჯრედებს დიფერენცირება შეუძლიათ და შემდგომ, ზრდასრული ორგანიზმის ყველა ტიპის სპეციალიზებული უჯრედების წარმოშობა.
In plants, at least, mature cells can dedifferentiate and then give rise to all the specialized cell types of the mature organism.
527734.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი უნარის მქონე ყველა უჯრედზე შეიძლება ითქვას რომ ისინი არიან ყოვლისშემძლენი - ტოტიპოტენტურები.
Any cell with this potential is said to be totipotent.
527735.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ერთი ან მეტი სომატური უჯრედის გამოყენებით მეორე გენეტიკურად იდენტური ორგანიზმის შექმნას ეწოდება კლონირება, ხოლო ასეთი გზით მიღებულ ყველა ორგანიზმს ეწოდება კლონი (ბერძნულიდან კლონ, ტოტი, ყლორტი).
Using one or more somatic cells from a multicellular organism to make another genetically identical individual is called cloning, and each new individual made in this way can be called a clone (from the Greek klon, twig).
527736.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეების კლონირება დღეისათვის ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.
Plant cloning is now used extensively in agriculture.
527737.
ბიოლოგია | თავი XXI
მართლაც, თუ თქვენ როდისმე გაგიზრდიათ ახალი მცენარე დამყნობით (კალმით), ჩათვალეთ, რომ თქვენ კლონირება განგიხორციელებიათ.
Indeed, if you have ever grown a new plant from a cutting, you have practiced cloning.
527738.
ბიოლოგია | თავი XXI
ბირთვული ტრანსპლანტაცია ცხოველებში.
Nuclear Transplantation in Animals.
527739.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველების დიფერენცირებული უჯრედები ჩვეულებრივ კულტურაში არ იყოფიან, და მით უმეტეს არ ვითარდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედების მქონე ახალ ორგანიზმად.
Differentiated cells from animals generally do not divide in culture, much less develop into the multiple cell types of a new organism.
527740.
ბიოლოგია | თავი XXI
აქედან გამომდინარე, ცხოველთა განვითარების მკვლევრებს ცხოველთა უჯრედების ტოტიპოტენტურობის უნარის დასადგენად სხვა მიდგომები უნდა გამოეყენებინათ.
Therefore, animal researchers had to use a different approach to the question of whether differentiated animal cells can be totipotent.