მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527781.
ბიოლოგია | თავი XXI
ბირთვული ტრანსპლანტაციის კვლევათა უმეტესობამ აჩვენა კლონირებული ემბრიონების ნორმალური განვითარების (დაბადებამდე) დაბალი პროცენტი.
In most nuclear transplantation studies thus far, only a small percentage of cloned embryos develop normally to birth.
527782.
ბიოლოგია | თავი XXI
დოლის მსგავსად, მრავალ მათგანს აღმოაჩნდათ სხვადასხვა დეფექტი.
And like Dolly, many cloned animals exhibit various defects.
527783.
ბიოლოგია | თავი XXI
კლონირებულ თაგვებს, მაგალითად აქვთ სიმსუქნის, პნევმონიის, ღვიძლის ფუნქციის მოშლის და ადრეული სიკვდილის მიდრეკილება.
Cloned mice, for instance, are prone to obesity, pneumonia, liver failure, and premature death.
527784.
ბიოლოგია | თავი XXI
მეცნიერების რწმენით, ის ცხოველებიც კი, რომლებიც თითქოსდა ნორმალურად გამოიყურებიან, პატარა დეფექტების მატარებლები მაინც არიან.
Scientists believe that even cloned animals that normal are likely to have subtle defects.
527785.
ბიოლოგია | თავი XXI
უკანასკნელი წლების განმავლობაში თანდათანობით ირკვევა, თუ რატომ მიმდინარეობს კლონირება ასეთი დაბალი ეფექტურობით და დეფექტების მაღალი მაჩვენებლით.
appear In recent years, we have begun to learn possible reasons underlying the low efficiency of cloning and the high incidence of abnormalities.
527786.
ბიოლოგია | თავი XXI
სრულად დიფერენცირებული უჯრედების ბირთვებში, გენების მხოლოდ მცირე უბანია აქტივირებული, ხოლო დანარჩენი გენების ექსპრესია კი დათრგუნულია.
In the nuclei of fully differentiated cells, a small subset of genes is turned on and expression of the rest is repressed.
527787.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ქრომატინში ეპიგენეტიკური ცვლილებებით, როგორიცაა ჰისტონების აცეტილიზაცია, ან დნმ-ის მეთილიზაცია.
This regulation often is the result of epigenetic changes in chromatin, such as acetylation of histones or methylation of DNA.
527788.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ცლილებების უმეტესობა უნდა რევერსირდეს ბირთვში დონორი ცხოველისაგან იმისათვის, რომ განვითარების ადრეულ სტადიებში მოხდეს გენების შესაბამისი ექსპრესია, ან რეპრესია.
Many of these changes must be reversed in the nucleus from a donor animal in order for genes to be expressed or repressed appropriately for early stages of development.
527789.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კლონირებული ემბრიონების უჯრედების დნმ-ი, მსგავსად დიფერენცირებული უჯრედების დნმ-ისა, ხშირად შეიცავს უფრო დიდი რაოდენობის მეთილის ჯგუფებს, ვიდრე ეს იგივე სახეობის არაკლონირებული ემბრიონების დნმ-ს ახასიათებს.
Researchers have found that the DNA in embryonic cells from cloned embryos, like that of differentiated cells, often has more methyl groups than does the DNA in equivalent cells from uncloned embryos of the same species.
527790.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს აღმოჩენა სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ დონორი ბირთვის რე-პროგრამირება ყოველთვის სრულად არ ხორციელდება.
This finding suggests that the reprogramming of donor nuclei is not always complete.
527791.
ბიოლოგია | თავი XXI
ვინაიდან დნმ-ის მეთილიზაცია ხელს უწყობს გენების ექსპრესიის რეგულირებას, დონორი ბირთვის დნმ-ში არასათანადო ადგილზე მყოფ მეთილის ჯგუფებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ იმ გენების ექსპრესიას, რომლებიც ნორმალურ ემბრიონალურ განვითარებას ემსახურებიან.
Because DNA methylation helps regulate gene expression, misplaced methyl groups in the DNA of donor nuclei may interfere with the pattern of gene expression necessary for normal embryonic development.
527792.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველთა ღეროვანი უჯრედები.
The Stem Cells of Animals.
527793.
ბიოლოგია | თავი XXI
ის მოსაზრება, რომ უჯრედები სხვადასხვა გზით ვითარდება იმის გამო, რომ ერთი და იმავე გენომის გენთა სხვადასხვა მონაკვეთები ექსპრესირდება, დასტურდება ღეროვანი უჯრედების შესწავლის შედეგებითაც.
Further support for the idea that cells become different by expressing different sets of genes from the same genome comes from the study of a group of cells called stem cells.
527794.
ბიოლოგია | თავი XXI
ღეროვანი უჯრედები წარმოადგენენ მეტ-ნაკლებად არასპეციალიზირებულ უჯრედებს, რომელთაც ერთის მხრივ, უსასრულო რეპროდუქციის უნარი აქვთ, ხოლო მეორეს მხრივ, შესაბამის პირობებში, შეუძლიათ რამდენიმე ტიპის სპეციალიზებულ უჯრედებად დიფერენცირება.
A stem cell is a relatively unspecialized cell that can both reproduce itself indefinitely and, under appropriate conditions, differentiate into specialized cells of one or more types.
527795.
ბიოლოგია | თავი XXI
ამგვარად, ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ, როგორც თავისი საკუთარი პოპულაციის შევსება, ასევე ისეთი უჯრედების წარმოქმნა, რომლებიც განვითარების სხვა გზას დაადგებიან.
Thus, stem cells are able both to replenish their own population and to generate cells that travel down various differentiation pathways.
527796.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველთა ადრეული სტადიების ემბრიონების დიდ რიცხვს გააჩნია ტოტიპოტენტური ღეროვანი უჯრედები, რომელთაც ნებისმიერი ტიპის დიფერენცირებული უჯრედები წარმოების უნარი შესწევთ.
Many early animal embryos contain totipotent stem cells, which can give rise to differentiated cells of any type.
527797.
ბიოლოგია | თავი XXI
შესაძლებელია ადრეული ემბრიონის ღეროვანი უჯრედების იზოლირება ბლასტულას სტადიაზე, ან ადამიანის შემთხვევაში - ბლასტოცისტის სტადიაზე.
Stem cells can be isolated from early embryos at the blastula stage or its human equivalent, the blastocyst stage.
527798.
ბიოლოგია | თავი XXI
კულტურაში ეს ემბრიონალური ღეროვანი უჯრედები უსასრულოდ რეპროდუცირდება და კულტურაში გარკვეული პირობების შექმნისას, შეუძლიათ გადაიქცნენ სხვადასხვა სპეციალიზებულ უჯრედებად, კვერცხუჯრედის და სპერმის ჩათვლით.
In culture, these embryonic stem cells reproduce indefinitely; and depending on culture conditions, they can differentiate into various specialized cells, including even eggs and sperm.
527799.
ბიოლოგია | თავი XXI
ზრდასრულ სხეულშიც მრავლად არის წარმოდგენილი ღეროვანი უჯრედები, რომლებიც საჭიროებისამებრ ემსახურებიან არარეპროდუცირებადი სპეციალიზებული უჯრედების ჩანაცვლებას.
The adult body also has a variety of stem cells, which serve to replace nonreproducing specialized cells as needed.
527800.
ბიოლოგია | თავი XXI
ტოტიპოტენტური ემბრიონალური ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით, ზრდასრული ორგანიზმის ღეროვან უჯრედებს შეიძლება ვუწოდოთ პლურიპოტენტური, ანუ მრავლის შემძლე, რომელთაც შეუძლიათ არა ყველა, არამედ მრავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედებად ჩამოყალიბება.
In contrast to totipotent embryonic stem cells, adult stem cells are said to be pluripotent, able to give rise to multiple but not all cell types.