მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52821.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მისი მასშტაბი, საერთო იერი, უმთავრესი აქცენტები უეჭველად ქმნიან სამოქალაქო დანიშნულების მნიშვნელოვანი შენობის ხუროთმოძღვრულ სახეს.
Its scale, general appearance, and the principal accents obviously create an architectural image of an important civic-purpose building.
52822.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
პროპორციებითაც და უზადო დამუშავების მხრივაც სასამართლოს შენობა ერთი საუკეთესოთაგანი იყო და დღესაც არის ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის განმავლობაში მან არაერთი ისტორიული ქარტეხილი გადაიტანა, არც გაუმართლებელი გადაკეთება-რეკონსტრუქციები დაჰკლებია და ძლიერმა მიწისძვრებმაც დამჩნიეს თავისი კვალი.
Both with its proportions and flawless workmanship the Court building was and still is one of the best in the city notwithstanding the fact that during the century it has suffered from historical storms, unjustified reconstructions, and earthquakes.
52823.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სულ რაღაც სამიოდე წლის უკან კი, რომ არა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების თავგანწირვა, მასაც „თბილისური ომის“ ხანძარი შთანთქავდა.
Had it not been for the selflessness of the leaders and employees of the Supreme Court some three years ago the building would have been engulfed in the fire of the "Tbilisi war" conflict.
52824.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თავისი ასი წლის იუბილეს უზენაესი სასამართლოს შენობა ხვდება პირვანდელი სახით რესტავრირებული, როგორც რესპუბლიკის მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი.
The building of the Supreme Court comes to its centenary restored to its original appearance, as an important monument of the Republic's material culture.
52825.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ქართველმა ხალხმა იცის თავისი მატერიალური კულტურის ძეგლების ფასი, უვლის, უფრთხილდება და იცავს მათ, როგორც თავის „ცოცხალ წინაპარს“.
This is yet another reminder of the awareness of the Georgian people of the value of its monuments of material culture, and of its care for them as its "living ancestors".
52826.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამის ნათელი დადასტურება წინამდებარე უხვად ილუსტრირებული ბუკლეტის გამოცემაც ამ შფოთიან და პრობლემებით გაჯერებულ დროში.
The publication of this lavishly illustrated booklet in these troubled and problem-ridden times is a clear proof of this.
52827.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის მთავარი არტერიის, ხმაურიანი და ხალხმრავალი რუსთაველის პროსპექტიდან სამიოდე წუთის სავალზე, მთაწმინდის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისური ქუჩაბანდების განუმეორებელი ხიბლი, გარემოსთან ორგანულადაა შერწყმული უზენაესი სასამართლოს შენობა.
Blending organically with the setting of the ancient and picturesque Mtatsminda quarter, where the inimitable charm of Tbilisi streets and lanes is especially felt, the building of the Supreme Court of the Republic of Georgia stands at some three minutes walk from Rustaveli Avenue, the main thoroughfare of the Georgian capital founded fifteen centuries ago.
52828.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თვალის უბრალო შევლებითაც უმალ ჩანს, რომ იგი კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ჩინებული ნიმუშია, რომელიც მნახველს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის ჩვენს დედაქალაქზე.
Even a cursory glance at the building will tell the viewer that it is an outstanding example of classical architecture, helping him form an idea of the Georgian capital.
52829.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ვინაიდან არქიტექტურას სხვა ენაზე „თარგმნა“ არ სჭირდება და მასში თვალნათლივ აირეკლება არა მარტო ერის კულტურულ-ინტელექტუალური დონე, არამედ ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობანიც.
For architecture does not need to be "translated into another language", reflecting clearly not only a nation's cultural and intellectual level but the country's technical potentialities as well.
52830.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი, თუმცა, ჯერ კიდევ აღმოსავლურად იცვამდა, მაგრამ უკვე ევროპულ აზროვნებას იწყებდა.
Although in the second half of the 19th century Tbilisi still followed the Oriental fashion of dress, it was embarking on European thinking.
52831.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ყარაჩოხელებისა და კინტოების კოლორიტულ საუბარს ხშირად ევროპულად მოწყობილ ლიტერატურულ სალონებში აღზრდილი ახალგაზრდობის უცხოური ენები ენაცვლებოდა.
Along with the colourful speech of the qarachokhelis* and kintos** one could frequently hear foreign languages spoken by young people educated in European literary salons.
52832.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თბილისში, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, მკვიდრდებოდა დასავლეთ ევროპაში იმხანად გაბატონებული არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ძირითადად დამყარებული იყო რენესანსულ-ბაროკოს სტილზე.
The architectural forms, prevalent at the time in Western Europe and largely based on the Renaissance Baroque style, were taking root in Tbilisi as well as in the whole of the Russian Empire.
52833.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სწორედ იმ პერიოდში თბილისის მესვეურთა ინიციატივით გადაწყდა, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტსა და მიმდებარე მთაწმინდის უბანში აშენებულიყო რამდენიმე ნაგებობა.
It was in the period under discussion that a decision was taken by the city authorities to have several buildings erected in the then Golovin Avenue and the adjoining Mtatsminda quarter.
52834.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მათ შემდგომ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს დედაქალაქის სახის ჩამოყალიბება და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათებად იქცნენ.
Later these buildings largely determined the aspect of the capital, serving as a kind of visiting card.
52835.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამ პასუხსაგებ ამოცანათა განსახორციელებლად მოიწვიეს წარმოშობით პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი.
In order to carry out this responsible task Alexander Simkiewicz, a Polish-born architect, was invited to Tbilisi.
52836.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
იგი 1885-1891 წლებში თბილისის არქიტექტორად მუშაობდა და იმ პერიოდის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლებოდა.
Serving as the city's architect in 1885-1891, he was considered one of the most prominent representatives of Tbilisi architecture of the period.
52837.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რამდენიმე წლის განმავლობაში მას ირჩევდნენ ქალაქის ხმოსნად.
For several years running he was elected a city councillor.
52838.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც — 1905-1906 წლებში არქიტექტურასა და ხატვას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.
Simultaneously, in 1905-1906 he taught architecture and drawing at the Tbilisi art school.
52839.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებისა, მისი პროექტებით თბილისში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, რომელთა ფასადები ძირითადად რენესანსულ-ბაროკოს სტილის ფარგლებშია გადაწყვეტილი.
Besides civil buildings, many dwelling houses were built according to his designs, whose facades were done mainly in the Renaissance-Baroque style.
52840.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
არქიტექტორი, ვისაც მე19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისის მესვეურებმა ანდეს მაშინდელი სასამართლო პალატის შენობის დაპროექტება, ძნელი ამოცანის წინაშე დადგა, რადგან ქართველი ხალხის უძველესი არქიტექტურული კულტურული ტრადიცია მას გზასაც უკვალავდა და პასუხისმგებლობის ტვირთსაც უორმაგებდა.
The architect, commissioned in the 1880s by Tbilisi Municipality to design the building of the then court palace, faced a difficult task, for the ancient cultural tradition of the Georgian people both, blazed his trail and doubled the burden of responsibility.