მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527861.
ბიოლოგია | თავი XXI
მესენჯერი რნმ-ი, პროტეინები, სხვა სუბსტანციები და ორგანელები არათანაბრად არიან განაწილებული გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში.
Messenger RNA, proteins, other substances, and organelles are distributed unevenly in the unfertilized egg.
527862.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ჰეტეროგენურობა ღრმა ზეგავლენას ახდენს მრავალი სახეობების მომავალი ემბრიონების განვითარებაზე.
This heterogeneity has profound impact on the development of the future embryo in many species.
527863.
ბიოლოგია | თავი XXI
მშობლიური კვერცხუჯრედის ნივთიერებებს, რომლებიც ადრეული განვითარების მიმდინარეობაზე ახდენენ ზეგავლენას, ეწოდებათ ციტოპლაზმური დეტერმინანტები.
Maternal substances in the egg that influence the course of early development are called cytoplasmic determinants.
527864.
ბიოლოგია | თავი XXI
განაყოფიერების შემდეგ, ადრეული მიტოზური დაყოფების შედეგად ზიგოტის ციტოპლაზმა გადანაწილდება ცალკეულ უჯრედებში.
After fertilization, early mitotic divisions distribute the zygote's cytoplasm into separate cells.
527865.
ბიოლოგია | თავი XXI
ამგვარად ამ უჯრედების ბირთვები ხვდებიან ციტოპლაზმური დეტერმინანტების ზეგავლენის არეში, იმისდა მიხედვით, თუ ზიგოტური ციტოპლაზმის რომელ პორციას მიიღებს უჯრედი.
The nuclei of many of these cells are thus exposed to different cytoplasmic determinants, depending on which portions of the zygotic cytoplasm a cell received.
527866.
ბიოლოგია | თავი XXI
ციტოპლაზმური დეტერმინანტების ნაკრები, რომელსაც იღებს გარკვეული უჯრედი ეხმარება მისი განვითარების საბოლოო მიზნის დეტერმინირებას უჯრედის გენების ექსპრესიის რეგულირების საშუალებით დიფერენცირების მსვლელობისას.
The set of cytoplasmic determinants a particular cell receives helps determine its developmental fate by regulating expression of the cell's genes during the course of cell differentiation.
527867.
ბიოლოგია | თავი XXI
ინფორმაციის მეორე წყაროს, რომელიც ემბრიონალური უჯრედების რიცხვის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს, წარმოადგენს კონკრეტული უჯრედის გარშემო არსებული გარემო.
The other important source of developmental information, which becomes increasingly important as the number of embryonic cells increases, is the environment around a particular cell.
527868.
ბიოლოგია | თავი XXI
ყველაზე მნიშვნელოვანია ის სიგნალები, რომლებიც მეზობელი უჯრედებიდან შემოიჭრება.
Most important are the signals impinging on an embryonic cell from other embryonic cells in the vicinity.
527869.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველებში ეს გულისხმობს უჯრედის ზედაპირის მოლეკულების კონტაქტს მეზობელ უჯრედებთან და მეზობელი უჯრედების მიერ გამომუშავებული ზრდის ფაქტორთან ბმას.
In animals, these include contact with cell-surface molecules on neighboring cells and the binding of growth factors secreted by neighboring cells.
527870.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეებში კავშირები უჯრედებს შორის, ცნობილი, როგორც პლაზმოდესმატა, შესაძლებელს ხდის სასიგნალო მოლეკულების გადასვლას ერთი უჯრედიდან მეორეში.
In plants, the cell-cell junctions known as plasmodesmata can allow signal molecules to pass from one cell to another.
527871.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი სიგნალების გადამტან მოლეკულებს წარმოადგენს პროტეინები, რომლებიც ემბრიონის საკუთარი გენებით ექსპრესირდება.
The molecules conveying these signals are proteins expressed by the embryo's own genes.
527872.
ბიოლოგია | თავი XXI
სასიგნალო მოლეკულები მეზობელ სამიზნე უჯრედებში იწვევენ ცვლილებებს, პროცესს, რომელსაც ჰქვია ინდუქცია.
The signal molecules cause changes in nearby target cells, a process called induction.
527873.
ბიოლოგია | თავი XXI
საზოგადოდ, სასიგნალო მოლეკულები უჯრედს აგზავნიან განვითარების სპეციფიკურ გზაზე მისი გენების ექსპრესიაში ცვლილებების მეშვეობით, რაც უკვე ხილვად უჯრედულ ცვლილებებს იწვევს.
In general, the signal molecules send a cell down a specific developmental path by causing a change in its gene expression that results in observable cellular changes.
527874.
ბიოლოგია | თავი XXI
ამგვარად, ემბრიონალური უჯრედების ურთიერთქმედება, საბოლოო ჯამში, ინდუცირებს დიფერენცირების პროცესს, რომლის შედეგადაც ვიღებთ სპეციალიზებული უჯრედების სხვადასხვა ტიპებს და ახალ ორგანიზმს.
Thus, interactions between embryonic cells eventually induce differentiation of the many specialized cell types making up a new organism.
527875.
ბიოლოგია | თავი XXI
მომდევნო თავებში თქვენ ისწავლით მეტს ციტოპლაზმური დეტერმინანტების და ინდუქციის შესახებ, სადაც უფრო ახლოს გაეცნობით განვითარების ზოგიერთ მნიშვნელოვან გენეტიკურ და უჯრედულ მექანიზმს სამი სამოდელო ორგანიზმის მაგალითზე: Drosophila, C. elegans და Arabidopsis.
You'll learn more about cytoplasmic determinants and induction in the next section, where we take a closer look at some important genetic and cellular mechanisms of development in three model organisms: Drosophila, C. elegans, and Arabidopsis.
527876.
ბიოლოგია | თავი XXI
მოდელის ფორმირებას ცხოველებში და მცენარეებში იწვევს მსგავსი გენეტიკური და უჯრედული მექანიზმები.
Pattern formation in animals and plants results from similar genetic and cellular mechanisms.
527877.
ბიოლოგია | თავი XXI
მანამდე, სანამ მორფოგენეზის შედეგად მცენარე, ან ცხოველი თავის ფორმას მიიღებს, უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზმის სხეულის გეგმა – მისი მთლიანი სამგანზომილებიანი სტრუქტურა.
Before morphogenesis can shape an animal or plant, the organism's body plan-its overall three-dimensional arrangement-must be established.
527878.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ ციტოპლაზმური დეტერმინანტები და ინდუქციური სიგნალები, მაგრამ, კონკრეტულად, რა როლს თამაშობენ ისინი?
Cytoplasmic determinants and inductive signals contribute to this process, but what roles do they play?
527879.
ბიოლოგია | თავი XXI
ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს პატერნის (მოდელის) ფორმირების კონტექსტში, ანუ როგორ გადანაწილდებიან ქსოვილები და ორგანოები თავიანთ დამახასიათებელ ადგილზე სივრცითი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში.
We'll explore this question in the context of pattern formation, the development of a spatial organization in which the tissues and organs of an organism are all in their characteristic places.
527880.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეებში, აპიკალურ მერისტემაში პატერნის ფორმირება მიმდინარეობს მუდმივად.
In the life of a plant, pattern formation occurs continually in the apical meristems.