მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527801.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები აძლევენ საწყისს სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპებს, და ინტესტინალურ (ნაწლავურ) კედლებში ისინი რეგენერირებენ სხვადასხვა უჯრედებად და ქმნიან ინტესტინალურ შიდა ამომფენ გარსს.
For example, stem cells in the bone marrow give rise to all the different kinds of blood cells, and those in the intestinal wall regenerate the various cells forming the lining of the intestine.
527802.
ბიოლოგია | თავი XXI
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენ ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინეთ, რომ ზრდასრული ტვინი შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც განაგრძობენ გარკვეული ტიპის ნერვული უჯრედების წარმოებას.
To the surprise of many, we have recently discovered that the adult brain contains stem cells that continue to produce certain kinds of nerve cells there.
527803.
ბიოლოგია | თავი XXI
თუმცა ზრდასრულ ორგანიზმებს ღეროვანი უჯრედები ძალიან მცირე ოდენობით აქვთ, მეცნიერები თანდათან აღწევენ მათ იდენტიფიცირებას და იზოლირებას სხვადასხვა ქსოვილებისგან, და ზოგჯერ მათ გაზრდასაც კულტურაში.
Although adult animals have only tiny numbers of stem cells, scientists are learning to identify and isolate these cells from various tissues and, in some cases, to grow them in culture.
527804.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდგომი კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კულტივირების შესაბამის პირობებში (მაგალითად, სპეციალური ზრდის ფაქტორის დამატებით), ზრდასრული ცხოველის ორგანიზმიდან აღებული და შემდგომ კულტივირებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება დიფერენცირდნენ მრავალი სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ უჯრედებად.
Taking this research further, scientists have found that with the right culture conditions (for instance, the addition of specific growth factors), cultured stem cells from adult animals can differentiate into multiple types of specialized cells.
527805.
ბიოლოგია | თავი XXI
ემბრიონალური ან ზრდასრული ორგანიზმის ღეროვანი უჯრედების კვლევისას დიფერენცირების შესახებ მიღებული ძალზე ღირებული ინფორმაცია უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს სამედიცინო სფეროსთვის.
Research with embryonic or adult stem cells is providing valuable information about differentiation and has enormous potential for medical applications.
527806.
ბიოლოგია | თავი XXI
საბოლოო მიზანს წარმოადგენს დაზიანებული, ან დაავადებული ორგანოების „შეკეთება“ ასეთი უჯრედების საშუალებით: მაგალითად, ინსულინის მწარმოებელი პანკრეასის უჯრედები განკურნავდა დიაბეტით დაავადებულებს, ანდა ტვინის გარკვეული ტიპის უჯრედები შესაძლებელს გახდიდა პარკინსონის, ან ჰანტინგტონის დაავადებათა მკურნალობას.
The ultimate aim is to supply cells for the repair of damaged or diseased organs: for example, insulin-producing pancreatic cells for people with diabetes or certain kinds of brain cells for people with Parkinson's disease or Huntington's disease.
527807.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ დროისათვის, მედიცინაში გამოყენების თვალსაზრისით ემბრიონალური ღეროვანი უჯრედები უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმის ღეროვანი უჯრედები, მაგრამ ვინაიდან ეს უჯრედები აღებულ უნდა იქნას ადამიანის ემბრიონიდან, აქ თავს იჩენს უკვე ეთიკური და პოლიტიკური საკითხები.
Currently, embryonic stem cells are more promising than adult stem cells for such applications, but because the cells are derived from human embryos, their use raises ethical and political issues.
527808.
ბიოლოგია | თავი XXI
დღეისათვის ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების წყაროს წარმოადგენს პაციენტების (რომლებიც ნაყოფის შენარჩუნებაზე გადიან მკურნალობას) თანხმობით გაცემული ემბრიონები, ან ასეთი ემბრიონებიდან აღებული და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კულტივირებული უჯრედები.
Embryonic stem cells are currently obtained from embryos donated by patients undergoing infertility treatment or from long-term cell cultures originally established with cells isolated from donated embryos.
527809.
ბიოლოგია | თავი XXI
ვინაიდან ადამიანის ემბრიონის ბლასტოცისტის სტადიამდე კლონირება უკვე მიღწეულია, შესაძლოა მეცნიერებმა ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების წყაროდ სწორედ ასეთი კლონები გამოიყენონ მომავალში.
With the recent cloning of human embryos to the blastocyst stage, scientists might be able to use such clones as the source of embryonic stem cells in the future.
527810.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც კლონირების მიზანს წარმოადგენს ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების წარმოება დაავადებების სამკურნალოდ, ამ პროცესს ეწოდება თერაპიული კლონირება.
When the major aim of cloning is to produce embryonic stem cells to treat disease, the process is called therapeutic cloning.
527811.
ბიოლოგია | თავი XXI
თუ რეპროდუქციული კლონირება ადამიანების უმრავლესობას არაეთიკურად მიაჩნია, თერაპიულ კლონირებაზე ასეთი ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს.
Although most people believe that reproductive cloning of humans is unethical, opinions vary about the morality of therapeutic cloning.
527812.
ბიოლოგია | თავი XXI
ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ არ არის სწორი ემბრიონების ჩასახვა იმისათვის, რომ შემდგომ ისინი განადგურებულ იქნენ, მაშინ, როდესაც სხვების აზრით, დოლის შემქმნელების სიტყვებით რომ ვთქვათ, „კლონირებამ შეიძლება ისეთი სარგებელი მოიტანოს, რომ ამორალური იქნებოდა მასზე უარის თქმა“.
Some believe that it is wrong to create embryos that will be destroyed, whereas others, in the words of the researcher who created Dolly, believe that "cloning promises such great benefits that it would be immoral not to do it."
527813.
ბიოლოგია | თავი XXI
ჩვენს მიერ განხილული მასალის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცენარეთა და ცხოველთა თითქმის ყველა უჯრედი შეიცავს ერთსა და იგივე გენებს.
The evidence we've discussed shows that nearly all the cells in a plant or animal contain the same set of genes.
527814.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდგომში ჩვენ გავეცნობით პროცესს, რომლის შედეგადაც ყალიბდება უჯრედების სხვადასხვა ტიპები, ანუ დიფერენცირების მოლეკულურ საფუძვლებს.
Next we look at the main processes that give rise to different cell types that is, the molecular basis of cell differentiation.
527815.
ბიოლოგია | თავი XXI
გენის ექსპრესიის ტრანსკრიფციული რეგულირება განვითარების პროცესში.
Transcriptional Regulation of Gene Expression During Development.
527816.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც ემბრიონის ქსოვილები და ორგანოები ფორმას მიიღებენ, შესაძლებელი ხდება მათი თვალნათლივი გარჩევა ფუნქციისა და სტრუქტურის მიხედვით.
As the tissues and organs of an embryo take shape, the cells be come visibly different in structure and function.
527817.
ბიოლოგია | თავი XXI
რასაც ჩვენ თვალით ვამჩნევთ, ეს უკვე უჯრედების განვითარების შედეგად, რომელიც დაიწყო ზიგოტის პირველი მიტოზური დაყოფისთანავე.
These observable changes are actually the outcome of a cell's developmental history extending back to the first mitotic divisions of the zygote.
527818.
ბიოლოგია | თავი XXI
ყველაზე ადრეული ცვლილებები, რომლებიც უჯრედს სპეციალიზების გზაზე დადგომას უბიძგებენ, ძალიან სუსტია, და მათი დანახვა შეიძლება მხოლოდ მოლეკულურ დონეზე.
However, the earliest changes that set a cell on a path to specialization are subtle ones, showing up only at the molecular level.
527819.
ბიოლოგია | თავი XXI
მანამდე, სანამ მეცნიერებმა ცოტა რამ იცოდნენ ემბრიონის მოლეკულური ცვლილებების შესახებ, ისინი იყენებდნენ ტერმინს დეტერმინირება, იმისათვის, რომ აღენიშნათ ის მოვლენები, რომლებიც შემდგომ იწვევენ უჯრედის უკვე შესამჩნევ დიფერენცირებას.
Before biologists knew much about the molecular changes occurring in embryos, they coined the term determination to refer to the events that lead to the observable differentiation of a cell.
527820.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ პროცესის ბოლოს, ემბრიონალური უჯრედის საბოლოო ბედი უკვე განსაზღვრულია, ასე ვთქვათ დეტერმინირებული.
At the end of this process, an embryonic cell is irreversibly committed to its final fate, and it is said to be determined.