მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527841.
ბიოლოგია | თავი XXI
ამგვარად, კუნთოვანი უჯრედების შემთხვევაში, დეტერმინირების მოლეკულურ საფუძვლებს წარმოადგენს ასეთი ერთი, ან რამდენიმე მთავარი მარეგულირებელი გენის ექსპრესია.
Thus, in the case of muscle cells, the molecular basis of determination is the expression of one or more of these master regulatory genes.
527842.
ბიოლოგია | თავი XXI
იმისათვის, რომ გავიგოთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კუნთოვანი უჯრედების დიფერენცირება, მოდით უკეთ დავაკვირდეთ მთავარ მარეგულირებელ გენს, რომელსაც ჰქვია MyoD.
To understand more about how commitment occurs in muscle cell differentiation, let's focus on the master regulatory gene called myoD.
527843.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს გენი ახდენს MyoD პროტეინის კოდირებას, ანუ იმ ტრანსკრიფციული ფაქტორის, რომელიც ებმის სპეციფიკურ მაკონტროლებელ ელემენტებს სხვადასხვა სამიზნე გენების გამაძლიერებლებში, და სტიმულს აძლევს მათ ექსპრესიას.
This gene encodes MyoD protein, a transcription factor that binds to specific control elements in the enhancers of various target genes and stimulates their expression.
527844.
ბიოლოგია | თავი XXI
MyoD-სთან დაკავშირებული ზოგიერთი დანიშნულების გენი სხვა ტრანსკრიფციული ფაქტორების კოდირებასაც ახდენს.
Some target genes for MyoD encode still other muscle-specific transcription factors.
527845.
ბიოლოგია | თავი XXI
MyoD ასევე ასტიმულირებს თვითონ MyoD გენის ექსპრესიას და, ამგვარად უნარჩუნებს უჯრედს დიფერენცირების საშუალებას.
MyoD also stimulates expression of the myoD gene itself, thus perpetuating its effect in maintaining the cell's differentiated state.
527846.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ჩანს, გენებს, რომლებიც აქტიურდებიან MyoD -ს მიერ, ჰყავთ სპეციალური MyoD -ის მიერ ცნობადი გამაძლიერებლები, და ამგვარად კოორდინირებული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
Presumably, all the genes activated by MyoD have enhancers recognized by MyoD and are thus coordinately controlled.
527847.
ბიოლოგია | თავი XXI
და ბოლოს, მეორადი ტრანსკრიფციული ფაქტორები ააქტიურებენ ისეთ პროტეინებთან დაკავშირებულ გენებს, როგორიცაა მიოზინი და აქტინი, რომლებიც კუნთოვან უჯრედებს თავის უნიკალურ თვისებებს ანიჭებენ.
Finally, the secondary transcription factors activate the genes for proteins, such as myosin and actin, that confer the unique properties of skeletal muscle cells.
527848.
ბიოლოგია | თავი XXI
MyoD პროტეინი საკმაოდ ძლევამოსილია.
The MyoD protein is powerful.
527849.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა შეძლეს გამოეყენებინათ იგი სრულად დიფერენცირებული არა-კუნთოვანი უჯრედების შესაცვლელად, მაგალითად გადაეკეთებინათ ცხიმოვანი და ღვიძლის უჯრედები კუნთოვან უჯრედებად.
Researchers have been able to use it to change some kinds of fully differentiated nonmuscle cells, such as fat cells and liver cells, into muscle cells.
527850.
ბიოლოგია | თავი XXI
რატომ არ არის შესაძლებელი ამის გაკეთება ყველა ტიპის უჯრედებზე?
Why doesn't it work on all kinds of cells?
527851.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი შეიძლება ის იყოს, რომ კუნთოვანი სპეციფიკის გენების აქტივირება არ არის დამოკიდებული მხოლოდ MyoD -ზე, არამედ საჭიროა მარეგულირებელი პროტეინების კონკრეტული კომბინაცია, რაც ყოველთვის არ არის წარმოდგენილი უჯრედებში.
One likely explanation is that activation of the muscle-specific genes is not solely dependent on MyoD but requires a particular combination of regulatory proteins, some of which are lacking in cells that do not respond to MyoD.
527852.
ბიოლოგია | თავი XXI
სხვა ტიპის ქსოვილების დეტერმინირება და დიფერენცირება შესაძლოა ამგვარადვე მიმდინარეობდეს.
The determination and differentiation of other kinds of tissues may play out in a similar fashion.
527853.
ბიოლოგია | თავი XXI
ციტოპლაზმური დეტერმინანტები და უჯრედშორისი სიგნალები უჯრედების დიფერენცირების პროცესში.
Cytoplasmic Determinants and Cell-Cell Signals in Cell Differentiation.
527854.
ბიოლოგია | თავი XXI
MyoD-ს როლის გარკვევა კუნთოვანი უჯრედების დიფერენცირებაში შორს წაგვიყვანს ორგანიზმის განვითარების ახსნისგან.
Explaining the role of myoD in muscle cell differentiation is a long way from explaining the development of an organism.
527855.
ბიოლოგია | თავი XXI
MyoD-ს როლზე საუბრისას მაშინვე იბადება შეკითხვა: რა კონკრეტული ბიძგი იწვევს სწორედ ამ კონკრეტული გენის ექსპრესიას, და შემდეგ იბადება მსგავსი შეკითხვების სერია, რომელსაც მივყავართ ისევ ზიგოტამდე.
The myoD story immediately raises the question of what triggers the expression of that gene and then raises a series of similar questions leading back to the zygote.
527856.
ბიოლოგია | თავი XXI
რა იწვევს იმ პირველ განსხვავებებს, რომლებიც ადრეულ ემბრიონში წარმოიშობა?
What generates the first differences that arise among the cells in an early embryo?
527857.
ბიოლოგია | თავი XXI
და რა აკონტროლებს უჯრედების სხვადასხვა ტიპების მორფოგენეზს და დიფერენცირებას განვითარების პროცესში?
And what controls morphogenesis and the differentiation of all the different cell types as development proceeds?
527858.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ჩვენ ეს ვნახეთ კუნთოვანი უჯრედების მაგალითზე, ამ საკითხის გარკვევა დაიყვანება იმაზე, თუ რომელი გენების ტრანსკრიბირება ხდება განვითარებადი ორგანიზმის უჯრედებში.
As we saw in the case of muscle cells, this question comes down to which genes are transcribed in the cells of a developing organism.
527859.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების ადრეულ სტადიებზე ინფორმაციის ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა, რომელიც შეიცავს როგორც რნმ-ს, ასევე მშობლიური დნმ-ის მიერ კოდირებულ პროტეინის მოლეკულებს.
One important source of information early in development is the egg cell's cytoplasm, which contains both RNA and protein molecules encoded by the mother's DNA.
527860.
ბიოლოგია | თავი XXI
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა არ არის ჰომოგენური.
The cytoplasm of an unfertilized egg cell is not homogeneous.