მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527881.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველებში, პატერნის ფორმირება ძირითადად შეზღუდულია ემბრიონალური და იუვენილური ასაკით, გარდა იმ სახეობებისა, რომლებსაც დაკარგული ორგანოების რეგენერირების უნარი აქვთ.
In animals, pattern formation is mostly limited to embryos and juveniles, except in those species where lost parts can be regenerated.
527882.
ბიოლოგია | თავი XXI
პატერნის ფორმირება ცხოველებში იწყება ადრეულ ემბრიონალურ სტადიაზე, როდესაც ფორმირდება ძირითადი ღერძები.
Pattern formation in animals begins in the early embryo, when the major axes of an animal are established.
527883.
ბიოლოგია | თავი XXI
ახალი შენობის აგებისას უნდა განისაზღვროს წინა, უკანა და გვერდითი ხედები.
Before construction begins on a new building, the location of the front, back, and sides are determined.
527884.
ბიოლოგია | თავი XXI
მანამდე, სანამ ბილატერალურად სიმეტრიული ემბრიონის სპეციალიზებული ქსოვილები, ან ორგანოები წარმოიქმნება, უნდა იქნას განსაზღვრული ცხოველის თავი და კუდი, მარჯვენა და მარცხენა, წინა და უკანა მხარეები, ანუ სხეულის სამი ძირითადი ღერძი.
In the same way, before specialized tissues or organs of an animal appear, the relative positions of the animal's head and tail, right and left sides, and back and front are set up, thus establishing the three major body axes.
527885.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეებში, ყლორტი-ფესვის ღერძი განისაზღვრება განვითარების ასეთივე ადრეულ სტადიაზე.
In plants, the root-shoot axis is determined at a similarly early stage of development.
527886.
ბიოლოგია | თავი XXI
მოლეკულურ სიგნალს, რომელიც პატერნის ფორმირებას აკონტროლებს და რომელსაც ზოგადად ჰქვია ინფორმაცია მდებარეობის შესახებ, უზრუნველყოფს ციტოპლაზმური დეტერმინანტები და ინდუქციური სიგნალები.
The molecular cues that control pattern formation, collectively called positional information, are provided by cytoplasmic determinants and inductive signals.
527887.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს სიგნალები აცნობებენ უჯრედს მის შესაბამის მდებარეობას ღერძის და მეზობელი უჯრედების მიმართ და განსაზღვრავენ, როგორ უნდა უპასუხონ უჯრედებმა და ამ უჯრედების წინამორბედებმა მომავალ მოლეკულურ სიგნალებს.
These cues tell a cell its location relative to the body axes and to neighboring cells and determine how the cell and its progeny will respond to future molecular signals.
527888.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას განვითარება: გენთა აქტივაციის კასკადი.
Drosophila Development: A Cascade of Gene Activations.
527889.
ბიოლოგია | თავი XXI
პატერნის ფორმირება ყველაზე ფართოდ შესწავლილია დროზოფილაზე.
Pattern formation has been most extensively studied in Drosophila melanogaster.
527890.
ბიოლოგია | თავი XXI
დადასტურდა, რომ გენები აკონტროლებენ განვითარებას და გაირკვა, რომ მდებარეობის განსაზღვრაში და დიფერენცირების წარმართვაში საკვანძო როლებს გარკვეული მოლეკულები თამაშობენ.
These studies have established that genes control development and have led to an understanding of the key roles that specific molecules play in defining position and directing differentiation.
527891.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას განვითარების შესწავლისას ანატომიური, გენეტიკური და ბიოქიმიური მიდგომების კომბინაციის გამოყენებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა ცხოველების, მათ შორის ადამიანის, განვითარებას საერთო პრინციპები ახასიათებს.
Combining anatomical, genetic, and biochemical approaches to the study of Drosophila development, researchers have discovered developmental principles common to many other species, including humans.
527892.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას სასიცოცხლო ციკლი.
The Life Cycle of Drosophila.
527893.
ბიოლოგია | თავი XXI
ხილის ბუზს და სხვა ართროპოდებს აქვთ დანაწევრებული აგებულება და შედგებიან სხვადასხვა სეგმენტებისაგან.
Fruit flies and other arthropods have a modular construction, an ordered series of segments.
527894.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს სეგმენტები ქმნიან სხეულის სამ ძირითად ნაწილს: თავი, თორაქსი (შუატანი, საიდანაც იზრდება ფრთები და ფეხები) და მუცელი.
These segments make up the body's three major parts: the head, the thorax (midbody, from which the wings and legs extend), and the abdomen.
527895.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც სხვა ბილატერალურად სიმეტრიულ ცხოველს, დროზოფილას აქვს ანტერიორულ-პოსტერიორული, ანუ წინა-უკანა (თავი-კუდი) ღერძი და დორსალურ-ვენტრალური (ზურგი-მუცელი) ღერძი.
Like other bilaterally symmetrical animals, Drosophila has an anteriorposterior (head-to-tail) axis and a dorsal-ventral (back-tobelly) axis.
527896.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში ლოკალიზებული ციტოპლაზმური დეტერმინანტები უზრუნველყოფენ ინფორმაციას ამ ორი ღერძის მდებარეობის შესახებ ჯერ კიდევ განაყოფიერებამდე.
In Drosophila, cytoplasmic determinants that are localized in the unfertilized egg provide positional information for the placement of these two axes even before fertilization.
527897.
ბიოლოგია | თავი XXI
განაყოფიერების შემდეგ ასეთი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, რომელიც უფრო და უფრო იხვეწება, წარმოიქმნება გარკვეული რაოდენობის სწორად ორიენტირებული სეგმენტი და საბოლოოდ აყალიბებს ყოველი სეგმენტისათვის დამახასიათებელ სტრუქტურას.
After fertilization, positional information operating on a finer and finer scale establishes a specific number of correctly oriented segments and finally triggers the formation of each segment's characteristic structures.
527898.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს უჯრედები ამარაგებენ კვერცხუჯრედს საკვები ნივთიერებებით, მრნმ-ით და განვითარებისათვის და კვერცხის გარსის შექმნისათვის საჭირო სხვა ნივთიერებებით.
These supply the egg cell with nutrients, mRNAs, and other substances needed for development and make the egg shell.
527899.
ბიოლოგია | თავი XXI
ადრეული განვითარების გენეტიკური ანალიზი: მეცნიერული გამოკვლევა.
Genetic Analysis of Early Development: Scientific Inquiry.
527900.
ბიოლოგია | თავი XXI
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კლასიკოსმა ემბრიოლოგებმა დეტალურად შეისწავლეს რიგი სახეობების ანატომიური აგებულება ემბრიონალური განვითარების პერიოდში და ჩაატარეს ექსპერიმენტები, სადაც იყენებდნენ ემბრიონალურ ქსოვილებს.
During the first half of the 20th century, classical embryologists made detailed anatomical observations of embryonic development in a number of species and performed experiments in which they manipulated embryonic tissues.