მოიძებნა 669200 ჩანაწერი
528021.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს და სხვა პროტეინების უმეტესობა, რომლებიც ჩართული არიან აპოპტოზში, მუდმივად არის წარმოდგენილი უჯრედებში არა-აქტიური ფორმით; ამ შემთხვევაში პროტეინების აქტივობა რეგულირდება არა ტრანსკრიფციით, და არც ტრანსლაციით.
These and most other proteins involved in apoptosis are continually present in cells, but in inactive form; thus, protein activity is regulated in this case, not transcription or translation.
528022.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას შემთხვევაში, მიტოქონდრიული გარეთა მემბრანის პროტეინი, რომელსაც ჰქვია Ced-9, (Ced-9 გენის პროდუქტი), მუშაობს, როგორც აპოპტოზის მთავარი რეგულატორი, რომელიც, თუ არ არის აპოპტოზის სიგნალი, მოქმედებს როგორც მუხრუჭი.
In C. elegans, a protein in the outer mitochondrial membrane, called Ced-9 (the product of gene ced-9), serves as a master regulator of apoptosis, acting as a brake in the absence of a signal promoting apoptosis.
528023.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც უჯრედი მიიღებს სიკვდილის სიგნალს, იგი ააქტიურებს პროტეაზას და ნუკლეაზას, ენზიმებს, რომლებიც დაშლიან უჯრედის დნმ-ს და პროტეინებს.
When a death signal is received by the cell, the apoptosis pathway activates proteases and nucleases, enzymes that cut up the proteins and DNA of the cell.
528024.
ბიოლოგია | თავი XXI
აპოპტოზის ძირითადი პროტეაზებს ჰქვიათ კასპასები; ნემატოდებში ძირითად კასპასს წარმოადგენს Ced-3.
The main proteases of apoptosis are called caspases; in the nematode, the chief caspase is Ced-3.
528025.
ბიოლოგია | თავი XXI
ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში არსებობს სხვადასხვა გზები, სადაც მოქმედებს აპოპტოზის გამომწვევი 15 სხვადასხვა კასპასი.
In humans and other mammals, several different pathways, involving about 15 different caspases, can lead to apoptosis.
528026.
ბიოლოგია | თავი XXI
გზა, რომელიც იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია უჯრედის ტიპზე და იმ კონკრეტულ სიგნალზე, რომელიც ჩართავს აპოპტოზს.
The pathway that is used depends on the type of cell and on the particular signal that triggers apoptosis.
528027.
ბიოლოგია | თავი XXI
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ჩართავს მიტოქონდრიულ პროტეინებს.
One important pathway involves mitochondrial proteins.
528028.
ბიოლოგია | თავი XXI
აპოპტოზის გზის პროტეინები, ან სხვა სიგნალები, რაღაცნაირად იწვევენ მიტოქონდრიული გარეთა მემბრანის გამტარობას, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება პროტეინები, რომლებიც აპოპტოზის პროცესს ავითარებენ.
Apoptosis pathway proteins or other signals somehow cause the mitochondrial outer membrane to leak, releasing proteins that promote apoptosis.
528029.
ბიოლოგია | თავი XXI
ძუძუმწოვრების მიტოქონდრიული აპოპტოზის დროს მოქმედებენ ჭიების პროტეინების Ced-3, Ced-4 და Ced-9 ჰომოლოგიური პროტეინები.
The mitochondrial apoptosis of mammals uses proteins homologous to the worm proteins Ced-3, Ced-4, and Ced-9.
528030.
ბიოლოგია | თავი XXI
ძუძუმწოვრებში უჯრედები რაღაცნაირად იღებენ სიკვდილ-სიცოცხლის „გადაწყვეტილებას“ - მას შემდეგ, რაც ორივე სიგნალს მიიღებენ - „სიკვდილის“ და „სიცოცხლის“, როგორიცაა, მაგალითად, ზრდის ფაქტორი.
Mammalian cells make life-or-death "decisions" by somehow integrating the signals they receive, both "death" signals and "life" signals such as growth factors.
528031.
ბიოლოგია | თავი XXI
ყველა ცხოველის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედში ჩაშენებულ თვითმკვლელობის მექანიზმს.
A built-in cell suicide mechanism is essential to development in all animals.
528032.
ბიოლოგია | თავი XXI
ძუძუმწოვრების და ნემატოდების აპოპტოზის გენების მსგავსება, ისევე, როგორც მისი არსებობა მრავალუჯრედიან სოკოებში და ერთუჯრედიან საფუარებში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საბაზისო მექანიზმი გაჩნდა ევოლუციის ადრეულ სტადიებზე.
The similarities between apoptosis genes in nematodes and mammals, as well as the observation that apoptosis occurs in multicellular fungi and single-cell yeasts, indicate that the basic mechanism evolved early in animal evolution.
528033.
ბიოლოგია | თავი XXI
ხერხემლიანებში აპოპტოზს დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის განვითარებისათვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ადამიანებში ხელების და ფეხების, და სხვა ცხოველებში - თათების ნორმალური მორფოგენეზისათვის.
In vertebrates, apoptosis is essential for normal development of the nervous system, for normal operation of the immune system, and for normal morphogenesis of hands and feet in humans and paws in other mammals.
528034.
ბიოლოგია | თავი XXI
აპოპტოზი უფრო დაბალ დონეზე წარმოდგენილია იხვების და სხვა წყალმცურავი ფრინველების თითებშორის აპკების განვითარებისას, განსხვავებით ქათმების და სხვა ხმელეთის ფრინველების კიდურების განვითარებისგან.
A lower level of apoptosis in developing limbs accounts for the webbed feet of ducks and other water birds, in contrast to chickens and other land birds with nonwebbed feet.
528035.
ბიოლოგია | თავი XXI
ადამიანის შემთხვევაში ნორმალური აპოპტოზის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ხელების ან ფეხების თითებშორის აპკების შენარჩუნებაში.
In the case of humans, the failure of appropriate apoptosis can result in webbed fingers and toes.
528036.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედები, რომლებიც გამოუსწორებლად დაზიანდა, დნმ-ის დაზიანების ჩათვლით, და სიმსივნის მიზეზი გახდა, ნორმალურ ვითარებაში გამოიმუშავებენ შიდა სიგნალს, რომელიც ჩართავს აპოპტოზს.
Cells that have suffered irreparable damage, including DNA damage that could lead to cancer, normally generate internal signals that trigger apoptosis.
528037.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას განვითარების პროცესში ინდუქციის და აპოპტოზის როლის შესწავლა დაიწყო 30 წელიწადზე ნაკლები ხნის წინათ სიდნეი ბრენერის, ჯონ ე. სალსტონის და ჰ. რობერტ ჰორვიტცის მიერ.
Studies on the roles of induction and apoptosis during development of C. elegans were begun less than 30 years ago by Sydney Brenner, John E. Sulston, and H. Robert Horvitz.
528038.
ბიოლოგია | თავი XXI
მათი კვლევების მნიშვნელობა 2003 წელს იქნა აღიარებული, როდესაც მედიცინის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ - გენების მიერ ორგანოების განვითარების რეგულირების (როგორიცაა ნემატოდას ვულვის განვითარება) და უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილის პროცესის დადგენაში შეტანილი წვლილისათვის.
The importance of their studies was highlighted in 2003, when the Nobel Prize for Medicine was awarded to these researchers for significantly advancing our understanding of how genes regulate organ growth (such as the nematode vulva) and the process of programmed cell death.
528039.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეთა განვითარება: უჯრედული სიგნალები და ტრანსკრიფციული რეგულირება.
Plant Development: Cell Signaling and Transcriptional Regulation.
528040.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეთა განვითარების გენეტიკური ანალიზი, რომლის დროსაც იყენებენ ისეთ სამოდელო ორგანიზმს, როგორიცაა Arabidopsis, ასეთივე ცხოველური სამოდელო ორგანიზმების კვლევასთან შედარებით, დროში შეყოვნებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მცენარეებზე ნაკლები მკვლევარი მუშაობს.
The genetic analysis of plant development, using model organisms such as Arabidopsis, has lagged behind that of animal models simply because there are fewer researchers working on plants.