მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52841.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რთულია საკუთარი სიტყვის თქმა იმ ქვეყანაში, სადაც ერის სულიერი ენერგია ესოდენ შთამბეჭდავად გამოვლინდა სიტყვასა და ქვაში, სადაც სვეტიცხოველი და გელათი წამომართულან.
It is hard to do something new in a country in which the nation's spiritual energy has such an impressive outlet in word and stone - in a country with the background of Svetitskhoveli and Gelati.
52842.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ალექსანდრე შიმკევიჩს დიდად დაეხმარა გამოცდილება ჩვენი წინაპრებისა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის შეხვედრა ამაღლებულთან მოითხოვს მის წინასწარ მომზადებას, მობილიზებას, გრძნობისა და გონების ერთი აზრისაკენ კონცენტრაციას.
Alexander Simkiewicz was greatly helped by the experience of our ancestors who knew well that man's facing the sublime calls for preliminary preparation, mobilization, and concentration of feeling and mind on one idea.
52843.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამიტომაც ისინი ანგარიშს უწევდნენ და სწავლობდნენ განაშენიანების მასშტაბს, ფორმათა წარმოქმნის პრინციპებს, ტრადიციებს, კონტაქტს ბუნებრივ გარემოსა და ნაგებობას შორის და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ შენებას.
That is why they took into account and studied the scale of construction, the principles of form creation, traditions, contact of the natural environment with the building, and only then did they start construction.
52844.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამას დაუმატეთ ისიც, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები შენდებოდა განსაკუთრებულად, ერის სულიერი და ფიზიკური ძალების დაუზოგავად, საუკეთესო საშენი მასალებითა და ყველაზე ნიჭიერი, სახელგანთქმული ოსტატების მონაწილეობით.
Furthermore, Georgian churches and monasteries were built specially, without sparing the nation's spiritual and physical powers, with the best building materials and the participation of famous masters.
52845.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მშვენდებოდა ჩუქურთმებით, ნატიფი ფრესკული მხატვრობითა.
They were embellished with designs and fine wall-painting.
52846.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
და კიდევ ერთი: შენდებოდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რადგან იქ მისვლამდე ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური განწყობა უნდა შექმნოდა, რომ ღვთის ტაძარში შესულს დიდებული სანახაობა ეხილა და ყურსაც საამო საგალობლები მოესმინა.
One more point: churches and monasteries were built on the most prominent site, for before coming to the church a person should develop a definite psychological attitude of seeing a sublime sight and hear pleasant hymns.
52847.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამ მხრივ მართლაც განსაცვიფრებელია დრო-ჟამთან მორკინალი ჩვენი უსახელო დიდოსტატების ნიჭი და უნარი.
In this respect the talent and skill of Georgian grandmasters, who defied time, are truly astonishing.
52848.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა - მომგებიანია უზენაესი სასამართლოს შენობის ადგილმდებარეობა.
It should be said to Simkiewicz's credit that he solved the task brilliantly: the site of the Supreme Court building is advantageous.
52849.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მომაღლო ადგილზე წამომართული ნაცრისფერი ქვით მოპირკეთებული მონუმენტური ნაგებობა მეფური სიდარბაისლით გადმოჰყურებს მთაწმინდის უბანს.
Rising on elevated ground, the monumental structure, faced with grey stone, overlooks the Mtatsminda quarter with royal staidness.
52850.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
კლასიკურ ქალაქთმშენებლობაში დამკვიდრებული პრინციპებიდან არქიტექტორმა ყურადღება გაამახვილა მასშტაბსა და ახალ ფორმათა ჰარმონიულ შერწყმაზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურებთან.
Of the principles, established in classical townbuilding, the architect focused his attention on the scale and harmonious blending of new forms with historically established structures.
52851.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
შეიმუშავა არქიტექტურული ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ერთიანი ესთეტიკური იდეალის დაცვის პრინციპიც.
He worked out a principle of safeguarding the single aesthetic ideal of architecture and the natural environment.
52852.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
არქიტექტორის მთავარი მიზანი იყო გაეთვალისწინებინა შენობის ემოციურ-მხატვრული და იდეოლოგიური როლი, არ დაეყვანა იგი უსულო უტილიტარიზმამდე, არ გაეხადა პასიური.
The architect's main objective was to provide for the affective-artistic and ideological role of the building, and avoid reducing it to soulless utilitarianism.
52853.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მისი ენერგიული შრომა წარმატებით დაგვირგვინდა.
His dedicated work was crowned with success.
52854.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რამდენიმე წელიწადში მთაწმინდის უბანში ზედიზედ წამოიმართა შენობები, რომელთა გარეშე დღეს წარმოუდგენელია თბილისი და თბილისელები.
Within a few years buildings were erected in Mtatsminda quarter without which the existence of Tbilisi and the Tbilisians is today inconceivable.
52855.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა (აშენდა 1894 წელს).
The building of the Supreme Court of the Republic of Georgia (built in 1894).
52856.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; აშენდა 1901 წელს);
The Shota Rustaveli State Academic Theatre (built jointly with the architect K. Tatishchev, in 1901).
52857.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (აშენდა 1904 წელს).
The Vano Sarajishvili State Conservatoire (built in 1904).
52858.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა იმთავითვე სასამართლოსათვის იყო გათვალისწინებული.
The building of the Supreme Court of Georgia was intended from the start for the Court.
52859.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მთავარი ოთხსართულიანი ფასადის საერთო აღნაგობა – შუა რიზალიტი (ვესტიბიულითა და დარბაზებით) და გვერდის რიზალიტები, შესასვლელები ცენტრში და ფრთებზე, ორი სიმეტრიული ჭიშკარი-გეგმის ფუნქციური გადაწყვეტითაა ნაკარნახევი.
The structure of the main four-storey facade - the middle risalita (with a lobby and halls) and the lateral risalitas, entrances in the centre, and two symmetric gates at the facade - is dictated by the functional design of the plan.
52860.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ხუროთმოძღვრული დამუშავება გვიანი რენესანსისა და ბაროკოს იტალიური (უმეტესად რომაული) პალაცოების ფასადთა მოტივებს ემყარება, რომლებიც ჩვენში XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლური არქიტექტურის მეშვეობითაა შემოსული.
The architectural treatment is based on motifs of the late Renaissance and Italian (largely Roman) Baroque palazzi, entering Georgia in the second half of the 19th century via Western architecture.