მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534601.
ბიოლოგია | თავი XXII
ახლო მონათესავე სახეობები, როგორიცაა აზიური და აფრიკული სპილო, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არც თუ ისე დიდი ხანია რაც ისინი საერთო წინაპრისგან განშტოვდნენ. სანამ განიტოტებობნენ ერთ შტოს ეკუთვნოდნენ.
Closely related species, such as the Asian elephant and African elephants, are very similar because they shared the same line of descent until a relatively recent divergence from their common ancestor.
534602.
ბიოლოგია | თავი XXII
ძირითადად ევოლუციის განშტოებების კენწეროები ამომწყდარი ფორმებით ბოლოვდება. ოდესღაც არსებული ორგანიზმების დაახლოებით 99% დღეს გადაშენებულია.
Most branches of evolution, even some major ones, are dead ends; about 99% of all species that have ever lived are now extinct.
534603.
ბიოლოგია | თავი XXII
ასე რომ ამჟამად აღარ არსებობენ ცხოველები, რომლებიც შეავსებდნენ ცარიელ ადგილს სპილოსა და მის უახლოეს ნათესავს - ლამანტინსა და დამანს შორის. სადღეისოდ მხოლოდ ზოგიერთი განამარხებული გარდამავალი ფორმა არის ნაპოვნი.
Thus, there are no living animals that fill the gap between the elephants and their nearest relatives today, the manatees and hyraxes, though some fossils have been found.
534604.
ბიოლოგია | თავი XXII
ლინეს ხედავდა რომ ზოგი სახეობა ერთმანეთს უფრო მეტად ჩამოჰგავდა, ვიდრე სხვა სახეობებს. ის ამ მსგავსებას ევოლუციას არ უკავშირებდა.
Linnaeus had realized that some organisms resemble each other more closely than others, but he had not linked these resemblances to evolution.
534605.
ბიოლოგია | თავი XXII
ვინაიდან ლინეს ესმოდა რომ ორგანიზმთა დიდი მრავალფეროვნება შეიძლება იყოს ორგანიზებული „ჯგუფებად, რომლებშიც სხვა ჯგუფები შედიან“ (დარვინის გამოთქმა). ამიტომ დარვინის თეორია ძირითადად ემთხვევა ლინეს ტაქსონომიურ სქემას.
Nonetheless, because he had recognized that the great diversity of organisms could be organized into "groups subordinate to groups" (Darwin's phrase), his taxonomic scheme largely fit with Darwin's theory.
534606.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინი თვლიდა, რომ ლინეს იერარქია ასახავს სიცოცხლის ხის განშტოებათა ისტორიას. საერთო წინაპრიდან წარმოშობის გამო საგვარტომო ხის შემადგენელი ორგანიზმები სხვადასხვა ტაქსონომიურ დონეზე ერთმანეთს ენათესავებიან.
To Darwin, the Linnaean hierarchy reflected the branching history of the tree of life, with organisms at the various taxonomic levels related through descent from common ancestors.
534607.
ბიოლოგია | თავი XXII
ბუნებრივი გადარჩევა და ადაპტაცია.
Natural Selection and Adaptation.
534608.
ბიოლოგია | თავი XXII
როგორ მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა და როგორ ხსნის ის ადაპტაციას?
How does natural selection work, and how does it explain adaptation?
534609.
ბიოლოგია | თავი XXII
ევოლუციონისტმა ერნსტ მაირმა დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიის დასკვნა სამ დასკვნად დაყო. ეს დასკვნები ხუთ დაკვირვებას ეყრდნობა: ბობისათვის ბრძოლას ვუწოდებთ.
Evolutionary biologist Ernst Mayr has dissected the logic of Darwin's theory of natural selection into three inferences based on five observations.
534610.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინს ესმოდა იმ კავშირის მნიშვნელობა, რომელიც არსებობს ბუნებრივ გადარჩევასა და ორგანიზმის „ჭარბი შთამომავლობის დატოვების“ უნარს შორის.
Darwin perceived an important connec- tion between natural selection, which results from what he called the struggle for existence, and the capacity of organisms to overreproduce."
534611.
ბიოლოგია | თავი XXII
ამ მოვლენის გაგებას ხელი შეუწყო 1798 წელს გამოქვეყნებულმა ტომას მალთუსის ნარკვევმა. ეს ნარკვევი პოპულაციის ზრდას ეხება.
Apparently, this insight came after he read a 1798 essay on population growth by Thomas Malthus.
534612.
ბიოლოგია | თავი XXII
მალთუსი ადამიანების უბედურებების უმეტესობას, როგორიცაა ავადმყოფობა, შიმშილი, უსახლკარობა და ომი უკავშირებდა იმას, რომ ადამიანის პოპულაციას უნარი აქვს უფრო ჩქარი ტემპით გაიზარდოს, ვიდრე იზრდება საკვები ან სხვა საარსებო რესურსი.
Malthus contended that much of human suffering-disease, famine, homelessness, and war-was the inescapable consequence of the human population to increase faster than food and other resources.
534613.
ბიოლოგია | თავი XXII
ჭარბი შთამომავლობის დატოვების უნარი როგორც ჩანს ყველა სახეობისთვის არის დამახასიათებელი.
The capacity to overreproduce seems to be characteristic of all species.
534614.
ბიოლოგია | თავი XXII
ცხოველის მრავალი კვერცხიდან გამოჩეკილი ინდივიდებიდან, ან მცენარის მრავალრიცხოვანი თესლიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღწევს სქესმწიფე ასაკს და ტოვებს შთამომავლობას.
Of the many eggs laid, young born, and seeds spread, only a tiny fraction complete their development and leave offspring of their own.
534615.
ბიოლოგია | თავი XXII
ორგანიზმები, რომელთა ნიშან-თვისებები უკეთ ესადაგება კონკრეტულ გარემოს ტოვებენ მეტ შთამომავლობას, ვიდრე ის ორგანიზმები რომლებსაც ასეთი თვისებები არ მოეპოვებათ.
Organisms with traits favored by the environment tend to produce more offspring than do organisms without those traits.
534616.
ბიოლოგია | თავი XXII
წარმატებული გამრავლების უნარი სასარგებლო თვისების მქონე ინდივიდებს აქვთ და ამიტომ ეს თვისებები შემდეგ თაობაში უფრო ხშირად გვხვდება.
This differential reproductive success results in favored traits being disproportionately represented in the next generation.
534617.
ბიოლოგია | თავი XXII
სასარგებლო, არსებობისათვის მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების სიხშირის ზრდას ყოველთვის აქვს ადგილი პოპულაციაში, იმის მიუხედავად იცვლება თუ არა გარემო. ეს ევოლუციური მოდიფიკაციის მნიშვნელოვანი რესურსია.
Increases in the frequencies of favored traits in a population, which are always taking place regardless of whether the environment is changing, are an important source of evolutionary modification.
534618.
ბიოლოგია | თავი XXII
ხელოვნური გადარჩევა.
Artificial Selection.
534619.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის თეორიის მეორე ნაწილი მრავალ ყოფით მაგალითს ეყრდნობა. მაგალითად როგორიცაა კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა სელექცია.
Darwin derived another piece of his theory from the many familiar examples of selective breeding of domesticated plants and animals.
534620.
ბიოლოგია | თავი XXII
ადამიანი ცვლის სხვა სახეობებს. მრავალი თაობის განმავლობაში მისთვის სასურველი ნიშან-თვისებების მფლობელ ინდივიდებს ამრავლებს. ამ პროცესს ხელოვნური გადარჩევა ეწოდება.
Humans have modified other species over many generations by selecting and breeding individuals that possess desired traits a process called artificial selection.