მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534661.
ბიოლოგია | თავი XXII
ეს შედეგი ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ბუნებრივი გადარჩევა იწვევს პოპულაციებში სხვაობას.
This result supports the hypothesis that natural selection caused the difference in the populations.
534662.
ბიოლოგია | თავი XXII
დასკვნა: ვინაიდან ქარიყლაპია - ციხლიდები ძირითადად ნადირობენ სქესმწიფე ზრდასრულებზე, გადარჩენის და რამდენჯერმე გამრავლების ალბათობა გუპისთვის საკმაოდ დაბალია.
The conclusion is that because pike-cichlids prey mainly on reproductively mature adults, the chance that a guppy will survive to reproduce several times is relatively low.
534663.
ბიოლოგია | თავი XXII
გადარჩენის და გამრავლების მეტი ალბათობა ამდაგვარ ტბორებში აქვთ იმ გუპიებს, რომელთა ზომა და ასაკიც სქესმწიფობის მიღწევის დროს მცირეა. ადრე მიღწეული სქესმწიფობის მეშვეობით ისინი ერთხელ მაინც ასწრებენ გამრავლებას, ვიდრე იმ ზომას მიაღწევენ, რომელზეც ქარიყლაპია - ციხლიდას უყვარს ნადირობა.
The guppies with greatest reproductive success in these ponds are those that mature at a young age and small size, enabling them to produce at least one brood before growing to a size preferred by the pike-cichlids.
534664.
ბიოლოგია | თავი XXII
გამბუზიან ტბორებში კი იმ გუპიებს რომლებიც ადრეულ ასაკში მტაცებელს გადაურჩნენ შეუძლიათ ნელა გაიზარდონ და პატარების რამდენიმე თაობა დატოვონ.
But in ponds with killifish the guppies that survive early predation can grow slowly and still produce many broods of young.
534665.
ბიოლოგია | თავი XXII
რეზნიკის და ენდლერის კვლევა არის ერთი იმ მრავალი დაფიქსირებული მაგალითიდან რომელიც ხდება დროის შედარებით მცირე მონაკვეთში. ეს ცდა ბუნებრივ პირობებში განხორციელებული ევოლუციის მაგალითია.
This research by Reznick and Endler is one of many documented examples of evolution in natural settings over relatively short time periods.
534666.
ბიოლოგია | თავი XXII
სამკურნალო პრეპარატებისადმი რეზისტენტული აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) ევოლუცია.
The Evolution of Drug-Resistant HIV.
534667.
ბიოლოგია | თავი XXII
იმის შემაშფოთებელი მაგალითი, რომ ბუნებრივი გადარჩევა მუდმივად მიმდინარეობს და უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს სიცოცხლეზე არის სამკურნალო პრეპარატებისადმი რეზისტენტული პათოგენურ ფორმათა ევოლუცია.
An unsettling example of ongoing natural selection that directly affects our own lives is the evolution of drug-resistant pathogens.
534668.
ბიოლოგია | თავი XXII
ბაქტერიები და ვირუსები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ამის შედეგად პოპულაციაში ძალიან სწრაფად იზრდება იმ ცვლილების სიხშირე, რომელიც ინდივიდებს გარკვეული პრეპარატის მიმართ რეზისტენტულობას სძენენ.
This is a particular problem in bacteria and viruses with rapid rates of reproduction, because a variation that makes individuals resistant to a particular drug can increase in frequency very quickly in the population.
534669.
ბიოლოგია | თავი XXII
განვიხილოთ აივ ვირუსის მაგალითი, რომელიც იწვევს შიდს.
Consider the example of HIV (human immunodeficiency virus), which causes AIDS.
534670.
ბიოლოგია | თავი XXII
მკვლევრებმა დაავადების აღსაკვეთად მრავალი სახის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს. მაგრამ ამ წამლების გამოყენების შედეგად ხდება წამლის მიმართ მდგრადი ვირუსების გადარჩევა.
Researchers have developed numerous drugs to combat this pathogen, but using these medications selects for viruses resistant to the drugs.
534671.
ბიოლოგია | თავი XXII
22.13 სურათზე ნაჩვენებია აივ-ის ევოლუცია, რომელიც პრეპარატ 3TC-ს მიმართ რეზისტენტულია.
Figure 22.13 illustrates the evolution of HIV resistance to the drug 3TC.
534672.
ბიოლოგია | თავი XXII
მეცნიერებმა შექმნეს ისეთი 3TC პრეპარატი, რომელიც რევერსიულ (პირუკუ) ტრანსკრიპტაზაზე ზემოქმედებს. ადამიანის მასპინძელ უჯრედში ვირუსის ენზიმით აივ-ის რნმ გენომიდან დნმ-ის ასლი წარმოიქმნება.
Scientists designed 3TC to interfere with reverse transcriptase, the enzyme HIV uses to copy its RNA genome into the DNA of the human host cell.
534673.
ბიოლოგია | თავი XXII
ვინაიდან 3TC მოლეკულა C (ციტოზინი) ნუკლეოტიდის ზომისაა, აივ-ის რევერსიული ტრანსკრიპტაზა დნმ-ის სინთეზისას ციტოზინის ნაცვლად ჯაჭვში 3TC მოლეკულების ჩართვას ახდენს.
Because the 3TC molecule is similar in shape to the C (cytosine) nucleotide of DNA, the HIV's reverse transcriptase picks up a 3TC molecule instead of C and inserts it into a growing DNA chain.
534674.
ბიოლოგია | თავი XXII
შეცდომის შედეგად ვირუსის დნმ-ის ჯაჭვის შემდგომი სინთეზი იბლოკება და აივ-ის გამრავლება წყდება.
This error terminates further elongation of the DNA and thus blocks reproduction of the HIV.
534675.
ბიოლოგია | თავი XXII
აივ-ის 3TC-ს მიმართ რეზისტენტულ ფორმებს სხვა ტიპის რევერსული ტრანსკრიპტაზაც მოეპოვებათ. ამ ტრანსკრიპტაზას შეუძლია განასხვაოს სახეცვლილი და ნორმალური C ნუკლეოტიდი.
The 3TC-resistant varieties of HIV carry slightly different versions of reverse transcriptase that are able to discriminate between the drug and the normal C nucleotide.
534676.
ბიოლოგია | თავი XXII
როცა 3TC პრეპარატს არ იყენებენ ამ გენის მფლობელ ვირუსებს არანაირი სელექციური უპირატესობა არ მოეპოვებათ. ჩვეულებრივ გარემოში ისინი უფრო ნელა მრავლდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი გენის მფლობელი ვირუსები.
The viruses that carry these genes have no advantage in the absence of 3TC; in fact, they replicate more slowly than those that carry the more common form.
534677.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგრამ როცა საარსებო გარემოში 3TC პრეპარატია, იგი გადარჩევის (სელექციის) მძლავრი ფაქტორი ხდება. წამლის მოქმედების შედეგად მხოლოდ რეზისტენტული ვირუსები მრავლდებიან.
But once 3TC is added to their environment it becomes a powerful selecting force, favoring reproduction of resistant individuals.
534678.
ბიოლოგია | თავი XXII
ბუნებრივი გადარჩევის ეს მაგალითები ორ მთავარ პუნქტს აშუქებენ.
These examples highlight two key points about natural selection.
534679.
ბიოლოგია | თავი XXII
პირველი: ბუნებრივი გადარჩევა უფრო მეტად დაგროვებითი პროცესია, ვიდრე შემოქმედებითი.
First, natural selection is more a process of editing than a creative mechanism.
534680.
ბიოლოგია | თავი XXII
პრეპარატი არ ქმნის რეზისტენტულ პათოგენურ ფორმას. იგი პოპულაციაში არსებულ რეზისტენტულ ინდივიდებს გადაარჩევს.
A drug does not create resistant pathogens; it selects for resistant individuals that were already present in the population.