მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534701.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად, ზოგი გველის ჩონჩხის დათვალიერებისას შეიძლება დავინახოთ მენჯის და კიდურის ძვლების ნარჩენები. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გველის წინაპარს სიარული შეეძლო.
For instance, the skeletons of some snakes retain vestiges of the pelvis and leg bones of walking ancestors.
534702.
ბიოლოგია | თავი XXII
ვინაიდან გველს კიდურები სულ არ სჭირდება, ბუნებრივმა გადარჩევამ უპირატესობა მიანიჭა გველის იმ წინაპრებს, რომელთა კიდურები თაობებში თანდათანობით პატარავდებოდა.
Because limbs are hindrance to a snake's way of life, natural selection has favored snake ancestors with successively smaller limbs.
534703.
ბიოლოგია | თავი XXII
გველი რომ თავიდანვე გამოყოფილიყო სხვა ხერხემლიანი ცხოველებისგან, მის ჩონჩხში ამ რუდიმენტულ სტრუქტურებს ვერ ვნახავდით.
We would not expect to see these vestigial structures if snakes had an origin separate from other vertebrate animals.
534704.
ბიოლოგია | თავი XXII
ვინაიდან ევოლუციის შედეგად მხოლოდ არსებული სტრუქტურების და ფუნქციების მოდიფიცირება ხდება, ის ხშირად გვაძლევს არასრულყოფილ შედეგს.
Because evolution can only modify existing structures and functions, it often produces less than perfect results.
534705.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად: ადამიანის მუხლის სახსარი და ხერხემალი განვითარდა იმ წინაპარი სტრუქტურებიდან, რომლებიც ხელს უწყობდნენ ოთხ ფეხზე სიარულს.
For example, the human knee joint and spine derive from ancestral structures that supported four-legged mammals.
534706.
ბიოლოგია | თავი XXII
ამიტომ თითქმის ყველა ადამიანს სიბერეში აწუხებს მუხლის ან ხერხემლის პრობლემები.
Few people reach old age without experiencing knee or back problems.
534707.
ბიოლოგია | თავი XXII
ეს სტრუქტურები თავიდანვე რომ ზეამართული სიარულისთვის განვითარებულიყვნენ, ასეთი მალფუჭებადები არ იქნებოდნენ.
If these structures had originally evolved to support our bipedal posture, we would expect them to be less subject to injury.
534708.
ბიოლოგია | თავი XXII
ანატომიური გარდაქმნა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი წინაპრების ზეამართულ სიარულს, ნაწილობრივ გამოწვეული იყო ჩვენი ევოლუციის მიმდინარეობით.
The anatomical remodeling that enabled our ancestors to stand upright was apparently constrained by our evolutionary history.
534709.
ბიოლოგია | თავი XXII
მოლეკულური ჰომოლოგიები.
Molecular Homologies.
534710.
ბიოლოგია | თავი XXII
ბიოლოგები ორგანიზმებს შორის მსგავსებას მოლეკულურ დონეზეც აფიქსირებენ.
Biologists also observe similarities among organisms at the molecular level.
534711.
ბიოლოგია | თავი XXII
ყველა ცოცხალ ორგანიზმს მსგავსი გენეტიკური აპარატი (დნმ და რნმ) და უნივერსალური გენეტიკური კოდი გააჩნია.
All forms of life use the same genetic machinery of DNA and RNA, and the genetic code is essentially universal.
534712.
ბიოლოგია | თავი XXII
რადგანაც გენეტიკური კოდი ყველა ორგანიზმისთვის საერთოა, ესე იგი ყველა არსებული სახეობა ერთი საერთო წინაპრის შთამომავალია.
Because the genetic code is shared by all organisms, it is likely that all species descended from a common ancestor.
534713.
ბიოლოგია | თავი XXII
მოლეკულური ჰომოლოგიები უნივერსალურ კოდზე უკეთესად აჩვენებენ ორგანიზმების მსგავსებას.
Molecular homologies also go beyond a shared code.
534714.
ბიოლოგია | თავი XXII
ორგანიზმები განსხვავდებიან, თუმცა ადამიანებს და ბაქტერიებს შორეული საერთო წინაპრისგან მიღებული ბევრი საერთო გენი აქვთ.
Organisms as dissimilar as humans and bacteria share many genes that have been inherited from a distant common ancestor.
534715.
ბიოლოგია | თავი XXII
ადამიანის და ვეშაპის წინა კიდურების მსგავსად, ეს გენებიც ხშირად სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ.
Like the forelimbs of humans and whales, these genes have often acquired different functions.
534716.
ბიოლოგია | თავი XXII
ჰომოლოგიები და სიცოცხლის ხე.
Homologies and the Tree of Life.
534717.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის სიცოცხლის ხის ევოლუციურ კონცეფციას შეუძლია ჰომოლოგიების ახსნა.
The Darwinian concept of an evolutionary tree of life can explain the homologies that researchers have observed.
534718.
ბიოლოგია | თავი XXII
ზოგი ჰომოლოგია, მაგალითად გენეტიკური კოდი, ყველა სახეობისთვის საერთოა, ვინაიდან ის მეტად შორეულ წინაპარს გააჩნდა.
Some homologies, such as the genetic code, are shared by all species because they date to the deep ancestral past.
534719.
ბიოლოგია | თავი XXII
შედარებით გვიანი ჰომოლოგიები, საერთოა ხის უფრო მცირე განშტოებებისთვის.
Homologies that evolved more recently are shared only within smaller branches of the tree.
534720.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად, ყველა ტეტრაპოდა (ოთხფეხიანი, ბერძნულიდან tetra - ოთხი, pod - ფეხი) - შეადგენს ხერხემლიანების ტოტს, რომელიც შედგება ამფიბიებისგან, რეპტილიებისგან (ფრინველების ჩათვლით) და ძუძუმწოვრებისგან. მათ აქვთ მსგავსი ხუთ-თითიანი კიდური (კიდური გამოსახულია 22.14 სურათზე).
For example, all tetrapods (from the Greek tetra, four, and pod, foot), the vertebrate branch consisting of amphibians, reptiles (including birds), and mammals, possess the same basic fivedigit limb structure illustrated in Figure 22.14.