მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534681.
ბიოლოგია | თავი XXII
მეორე: ბუნებრივი გადარჩევა დამოკიდებულია დროსა და სივრცეზე.
Second, natural selection depends on time and place.
534682.
ბიოლოგია | თავი XXII
მისი მოქმედებით გენეტიკურად არაერთგვაროვანი პოპულაციიდან კონკრეტული გარემოსადმი უფრო შეგუებულ ფორმების გადარჩევა მიმდინარეობს.
It favors those characteristics in a genetically variable population that increase fitness in the current, local environment.
534683.
ბიოლოგია | თავი XXII
კონკრეტულ გარემოში სასურველი ნიშანი, შეიძლება არ იყოს მისაღები და მავნეც კი აღმოჩნდეს სხვა გარემოში.
What is adaptive in one situation may be useless or even harmful in another.
534684.
ბიოლოგია | თავი XXII
გუპის მაგალითზე, ინდივიდები, რომლებიც სქესმწიფობას ადრეულ ასაკში და მცირე ზომისას აღწევენ, კარგად მრავლდებიან ქარიყლაპია-ციხლიდიან ტბორებში, მაგრამ ცუდად მრავლდებიან გამბუზებიან გარემოში.
In the guppy example, individuals that mature at an early age and small size are at an advantage in a pool with pike-cichlids, but at a disadvantage in a pool with killifish.
534685.
ბიოლოგია | თავი XXII
ჰომოლოგია, ბიოგეოგრაფია და ნამარხების რეგისტრაცია.
Homology, Biogeography, and the Fossil Record.
534686.
ბიოლოგია | თავი XXII
ახლახან განხილული ორი მაგალითი მოწმობს, რომ ბუნებრივ გადარჩევას საკმაოდ სწრაფად შეუძლია შედეგის მოცემა.
The two examples you just read about show that natural selection can bring about change rapidly enough to be observed directly.
534687.
ბიოლოგია | თავი XXII
ჩვენს შემთხვევაში მკვლევრების შემდეგი თაობაც კი არ გახდა საჭირო შედეგის მოსაპოვებლად. უნდა ვთქვათ, რომ დარვინის თეორია ერთიანად ხსნის ანატომიურ, ემბრიოლოგიურ, მოლეკულურ, ბიოგეოგრაფიულ და პალეონტოლოგიურ დაკვირვებებს.
In addition, Darwin's theory provides a cohesive explanation for observations made by researchers in the fields of anatomy, embryology, molecular biology, biogeography, and paleontology.
534688.
ბიოლოგია | თავი XXII
ჰომოლოგია.
Homology.
534689.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის კონცეფციას სახეშეცვლილი შთამომავლობის შესახებ შეუძლია ახსნას, თუ რატომ ჰგვანან გარკვეული ნიშნები მონათესავე სახეობებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნებს შეიძლება განსხვავებული ფუნქციები ჰქონდეთ.
Darwin's concept of descent with modification can explain why certain characteristics in related species have an underlying similarity even though they may have very different functions.
534690.
ბიოლოგია | თავი XXII
ასეთი მსგავსება საერთო წინაპრისგან წარმოშობის შედეგია. ის ცნობილია ჰომოლოგიის სახელით.
Such similarity resulting from common ancestry is known as homology.
534691.
ბიოლოგია | თავი XXII
ანატომიური ჰომოლოგიები.
Anatomical Homologies.
534692.
ბიოლოგია | თავი XXII
შედარებით ანატომიაში მოპოვებული აღმოჩენებით დასტურდება რომ ევოლუცია გარდაქმნის პროცესს წარმოადგენს. ეს ჩანს სახეობების სხეულის ნაწილების შედარებით.
The view of evolution as a remodeling process accounts for the findings of comparative anatomy, the comparison of body structures between species.
534693.
ბიოლოგია | თავი XXII
ყველა ძუძუმწოვრის კიდურს: კატის, ვეშაპის, ღამურას და ადამიანის ჩათვლით, მხრის ძვლების მსგავსი აგებულება გააჩნია. ამავე დროს ამ კიდურებს შეიძლება ძალიან განსხვავებული ფუნქციები ჰქონდეთ: - სახტომი, სასიარულო, საცურაო და საფრენი.
The forelimbs of all mammals, including humans, cats, whales, and bats, show the same arrangement of bones from the shoulder to the tips of the digits, even though these appendages can have very different functions-lifting, walking, swimming, and flying.
534694.
ბიოლოგია | თავი XXII
ასეთი ანატომიური მსგავსება არ იქნებოდა, ყოველ სახეობაში კიდური რომ დამოუკიდებლად და ხელახლა განვითარებულიყო.
Such striking anatomical resemblances would not exist if these structures had arisen anew in each species.
534695.
ბიოლოგია | თავი XXII
სხვადასხვა ძუძუმწოვრის ხელი, წინა ფეხი, ლასტი და ფრთაò ჰომოლოგიური სტრუქტურებია, ისინი იმ სტრუქტურის ვარიაციებს წარმოადგენენ, რომელიც მათ საერთო წინაპარს ჰქონდა. შედარებითი ემბრიოლოგია ცხოველების განვითარების ადრეული სტადიების ურთიერთ შედარებას ახდენს.
The arms, forelegs, flippers, and wings of different mammals are homologous structures that represent variations on a structural theme that was present in their common ancestor.
534696.
ბიოლოგია | თავი XXII
შედარებითი ემბრიოლოგიის გამოყენებით ვხვდებით იმ დამატებით ანატომიურ ჰომოლოგიებს, რომლებიც ზრდასრულ ორგანიზმში აღარ ჩანს.
Comparative embryology, the comparison of early stages of animal development, reveals additional anatomical homologies not visible in adult organisms.
534697.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად, ყველა ხერხემლიანის ემბრიონს განვითარების რომელიმე ეტაპზე აქვს ანუსის პოსტერიული კუდი, ასევე აქვს ფარინგული (ხახის) ჯიბაკები.
For example, at some point in their development, all vertebrate embryos have tails posterior to the anus, as well as structures called pharyngeal (throat) pouches.
534698.
ბიოლოგია | თავი XXII
ეს ემბრიონული სტრუქტურები ვითარდებიან ძალიან განსხვავებული ფუნქციების მქონე ჰომოლოგიურ სტრუქტურებად. ამის მაგალითია ლაყუჩები თევზში და ყურის ან ხახის ნაწილები ადამიანში.
These embryonic structures develop into homologous structures with very different functions, such as gills in fishes and parts of the ears and throat in humans.
534699.
ბიოლოგია | თავი XXII
ჰომოლოგიური სტრუქტურებიდან ყველაზე დამაინტრიგებელია ზოგი რუდიმენტული ორგანო.
Some of the most intriguing homologous structures are vestigial organs, structures of marginal, if any, importance to the organism.
534700.
ბიოლოგია | თავი XXII
რუდიმენტული ორგანო არის იმ სტრუქტურის ნარჩენი, რომელიც წინაპარ ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებდა.
Vestigial organs are remnants of structures that served important functions in the organism's ancestors.