მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534721.
ბიოლოგია | თავი XXII
ასე რომ ჰომოლოგიები შეიძლება წარმოვიდგინოთ შრეებიან სქემად. უფრო ღრმა შრე საერთოა მთელი სიცოცხლისთვის, იმ ჰომოლოგიებს, რომლებიც მსხვილი ჯგუფებისთვის საერთოა, უფრო მცირე ჯგუფებში სხვა ჰომოლოგიებიც ემატება.
Thus, homologies result in a nested pattern, with all life sharing the deepest layer and each smaller group adding homologies to those they share with larger groups.
534722.
ბიოლოგია | თავი XXII
მრავალშრიანი სქემა შეესაბამება სიცოცხლის საერთო წინაპრისგან განვითარების და გამრავალფეროვნების სქემას.
This nested pattern is exactly what we would expect if life evolved and diversified from a common ancestor.
534723.
ბიოლოგია | თავი XXII
სახეობებს შორის ანატომიური მსგავსება აისახება მათ მოლეკულებში - გენებში (დნმ) და გენის მოქმედების პროდუქტში (ცილები).
Anatomical resemblances among species are generally reflected in their molecules in their genes (DNA) and gene products (proteins).
534724.
ბიოლოგია | თავი XXII
22.16 სურათზე გამოსახულია ადამიანის ჰემოგლობინის (ცილა რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახორციელებს) შედარება სხვა ხერხემლიანების ჰემოგლობინთან კერძოდ კი ჰემოგლობინის შემადგენელი ამინომჟავების თანმიმდევრობასთან.
Figure 22.16, on the next page, compares the amino acid sequence of human hemoglobin, the protein that transports oxygen in blood, with the hemoglobin of other vertebrates.
534725.
ბიოლოგია | თავი XXII
შედეგები გვაჩვენებს ევოლუციური ნათესაური კავშირების იგივე სქემას, როგორსაც ვიღებთ სხვა ცილების შედარებისას, ან შედარებით ანატომიაზე დაფუძნებული ნათესაური კავშირების შეფასების დროს.
The data show the same pattern of evolutionary relationships that researchers find when they compare other proteins or assess relationships based on nonmolecular methods such as comparative anatomy.
534726.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინისტული შეხედულებებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მონათესავე ორგანიზმების ჯგუფებში ჰომოლოგიური ნიშნები მსგავსად ევოლუირებენ.
The Darwinian view of life predicts that different kinds of homologies in a group of organisms will all tend to show the same branching pattern through evolutionary history.
534727.
ბიოლოგია | თავი XXII
ბიოგეოგრაფია.
Biogeography.
534728.
ბიოლოგია | თავი XXII
სახეობების გეოგრაფიულ გავრცელებას ბიოგეოგრაფია იკვლევს. დარვინის დაკვირვება სახეობების გეოგრაფიულ გავრცელებაზე წარმოადგენს ევოლუციის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.
Darwin's observations of the geographic distribution of species or biogeography-formed an important part of his theory of evolution.
534729.
ბიოლოგია | თავი XXII
ახლო მონათესავე სახეობები ნაპოვნია ერთ და იგივე გეოგრაფიულ რეგიონში. სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში მსგავსი ეკოლოგიური ნიშები კი სხვადასხვა სახეობებით არის დაკავებული (თუმცა ზოგი ეს სახეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს).
Closely related species tend to be found in the same geographic region, whereas the same ecological niches in distant regions are occupied by very different (though sometimes similar-looking) species.
534730.
ბიოლოგია | თავი XXII
ავსტრალია ძუძუმწოვრების ერთი ჯგუფის - ჩანთოსნების სამოსახლოა. ჩანთოსნები განცალკევებულია დედამიწის დანარჩენ ნაწილში გავრცელებულ ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფისგან - პლაცენტიანებისგან.
Consider Australia, which is home to a group of mammals-the marsupials that are distinct from another group of mammals-the eutherians—that live elsewhere on Earth.
534731.
ბიოლოგია | თავი XXII
პლაცენტიანები ემბრიონულ განვითარებას საშვილოსნოში გადიან, ჩანთოსნები კი ემბრიონის სტადიაზე იბადებიან და განვითარებას დედის მუცლის ნაკეცში - ჩანთაში ასრულებენ.
Eutherians are mammals that complete their embryonic development in the uterus, whereas marsupials are born as embryos and complete their development in an external pouch.
534732.
ბიოლოგია | თავი XXII
ზოგიერთი ავსტრალიური ჩანთოსანი გარეგნულად ძალიან ჰგავს პლაცენტიანს, მსგავსი ადაპტაციებიც გააჩნია.
Some Australian marsupials have eutherian lookalikes with similar adaptations living on other continents.
534733.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად ტყის ბინადარი ჩანთოსანი - ავსტრალიური მფრინავი ციყვი ერთი იერით ჩამოჰგავს პლაცენტიან მფრინავ ციყვს. პლაცენტიანი მფრინავი ციყვები ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში ბინადრობენ.
For instance, a forest-dwelling Australian marsupial called the sugar glider is superficially very similar to "flying" squirrels, gliding eutherians that live in North American forests.
534734.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგრამ ავსტრალიურ ჩანთოსან მფრინავ ციყვს მოეპოვება ბევრი სხვა ნიშანი, რომლებიც მას პლაცენტიანი მფრინავი ციყვისგან განასხვავებს. ის გაცილებით უფრო ახლოს დგას კენგურუსთან და სხვა ავსტრალიურ ჩანთოსნებთან, ვიდრე სხვა პლაცენტიან მფრინავ ციყვებთან ან სხვა პლაცენტიანებთან.
But the sugar glider has many other characteristics that define it as distinctly marsupial, much more closely related to kangaroos and other Australian marsupials than to flying squirrels or other eutherians.
534735.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის თეორიით ეს მოვლენა ადვილად იხსნება.
Once again Darwin's theory can explain these observations.
534736.
ბიოლოგია | თავი XXII
მართალია ეს ორი ძუძუმწოვარი მსგავს გარემოსთან მსგავსად არის ადაპტირებული, მაგრამ ისინი სხვადასხვა წინაპრისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ.
Although these two mammals have adapted to similar environments in similar ways, they evolved independently from different ancestors.
534737.
ბიოლოგია | თავი XXII
ავსტრალიური მფრინავი ციყვი არის ჩანთოსანი, არა იმიტომ, რომ ჩანთოსნობა აუცილებელია მისი „ფრენისთვის“, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი წინაპარი იყო ჩანთოსანი.
The sugar glider is a marsupial not because that is a requirement for its gliding lifestyle, but simply because its ancestors were marsupials.
534738.
ბიოლოგია | თავი XXII
ავსტრალიის უნიკალური ფაუნა გახდა უფრო მრავალფეროვანი იმის შემდეგ, რაც მოხდა ავსტრალია დანარჩენ ხმელეთს გამოეყო.
The unique fauna of Australia diversified after that island continent became isolated from the landmasses on which eutherians diversified.
534739.
ბიოლოგია | თავი XXII
მსგავსება ჩანთოსან მფრინავ ციყვსა და პლაცენტიან მფრინავ ციყვებს შორის არ არის ჰომოლოგია, ეს არის ეგრეთ წოდებული კონვერგენტული ევოლუციის მაგალითი (კონვერგენციას ჩვენ 25 თავში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ).
The resemblance between sugar gliders and flying squirrels is not homologous; rather, it is an example of what biologists call convergent evolution (we'll take a closer look at convergence in Chapter 25).
534740.
ბიოლოგია | თავი XXII
არ არის გასაკვირი, რომ დაკვირვება გალაპაგოსის კუნძულების ცოცხალ ფორმებზე ასეთი მნიშვნელოვანი იყო დარვინის აზროვნებისთვის. დარვინის დროიდან გალაპაგოსის კუნძულები ევოლუციაზე გეოგრაფიული გავლენის კლასიკური მაგალითია.
It's no wonder that Darwin's experiences in the Galápagos were so pivotal to his thinking, since islands are showcases of the influence of geography on evolution.