მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534741.
ბიოლოგია | თავი XXII
გალაპაგოსის კუნძულებზე მცენარეთა და ცხოველთა მრავალი ენდემური სახეობა სახლობს. ენდემი ისეთ სახეობას ნიშნავს, რომელიც მსოფლიოში, კონკრეტული ადგილის გარდა, სხვაგან არსად არ გვხვდება.
They generally have many species of plants and animals that are endemic, which means they are found nowhere else in the world.
534742.
ბიოლოგია | თავი XXII
მეტიც, მოგზაურობის დროს მოპოვებული კოლექციის გადამოწმებისას დარვინმა აღმოაჩინა, რომ კუნძულებზე გავრცელებულ სახეობათა უმეტესობა ენათესავება უახლოესი მატერიკის ან მეზობელი კუნძულის სახეობებს.
And yet, as Darwin observed when he reassessed his collections from the voyage, most island species are closely related to species from the nearest mainland or neighboring island.
534743.
ბიოლოგია | თავი XXII
ამით აიხსნება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განლაგებული, მსგავსი გარემო პირობების მქონე ორი კუნძული დასახლებულია არამონათესავე სახეობებით. ამ კუნძულების სახეობები, უფრო ჰგვანან საკმაოდ განსხვავებული გარემო პირობების მქონე უახლოესი მატერიკის სახეობებს.
This explains why two islands with similar environments in different parts of the world are populated not by closely related species but rather by species close to those of the nearest mainland, where the environment is often quite different.
534744.
ბიოლოგია | თავი XXII
ბიოგეოგრაფიის მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა გალაპაგოსის მსგავსი კუნძულთა ჯგუფი ან არქიპელაგი.
Island chains like the Galápagos, or archipelagos, are especially interesting in their biogeography.
534745.
ბიოლოგია | თავი XXII
თუ მატერიკიდან კუნძულებზე გავრცელებული სახეობები ახალ გარემოში წარმატებულად გამრავლდნენ, არქიპელაგის სხვა კუნძულებზე პოპულაციათა გავრცელების შედეგად შეიძლება დასაბამი მიეცეს რამდენიმე ახალ სახეობას.
If a species that disperses from a mainland to an island succeeds in its new environment, it may give rise to several new species as populations spread to other islands in the archipelago.
534746.
ბიოლოგია | თავი XXII
გალაპაგოსის კუნძულების მთიულები ამ პროცესის კარგი მაგალითია. კენეს კანეშირომ ჰავაის კუნძულებზე გავრცელებული დროზოფილის რამდენიმე ასეული სახეობა შეისწავლა. ისინი ასევე წარმოადგენენ ახალ გარემოში სახეობების წარმოქმნის მაგალითს.
The finches of the Galápagos archipelago are an example of this process, as are the hundreds of Hawaiian Drosophila species studied by Kenneth Kaneshiro.
534747.
ბიოლოგია | თავი XXII
ნამარხები.
The Fossil Record.
534748.
ბიოლოგია | თავი XXII
განამარხებულ ფორმათა შესწავლისას სტრატონებში გამოვლენილ ფორმების თანმიმდევრობა თანხვდება სიცოცხლის ხის ძირითადი ტოტების ნათესაობის ჰიპოთეზას.
The succession of forms observed in the fossil record is consistent with other inferences about the major branches of descent in the tree of life.
534749.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად, ბიოქიმიის, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მონაცემების შედარებით იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ პროკარიოტები ყველა ცოცხალი ორგანიზმების წინაპრებია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქანების ყველაზე უძველეს ფენებში განამარხებული ფორმებიდან მხოლოდ პროკარიოტული ორგანიზმები იქნებიან.
For instance, comparative data from that biochemistry, molecular biology, and cell biology suggest prokaryotes are the ancestors of all life and predict that prokaryotes should precede all eukaryotic life in the fossil record.
534750.
ბიოლოგია | თავი XXII
მართლაც, ცნობილ ყველაზე ძველ განამარხებულ ფორმას პროკარიოტები წარმოადგენენ.
Indeed, the oldest known fossils are prokaryotes.
534751.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის სიცოცხლეზე შეხედულებიდან გამომდინარეობს, რომ ევოლუციური გადასვლები უნდა დაფიქსირებულიყვნენ განამარხებულ ფორმებში.
The Darwinian view of life predicts that evolutionary transitions should leave signs in the fossil record.
534752.
ბიოლოგია | თავი XXII
მართლაც, მრავალი გარდამავალი განამარხებული ფორმაა პალეონტოლოგების მიერ აღმოჩენილი. ისინი გადაშენებულ ორგანიზმებს თანამედროვე სახეობებთან აკავშირებენ.
Paleontologists have discovered fossils of many such transitional forms that link ancient organisms to modern species.
534753.
ბიოლოგია | თავი XXII
მაგალითად, ნამარხების შესწავლისას მკვლევრებმა მიაგნეს იმის დამამტკიცებელ მასალას, რომ ფრინველები დინოზავრების ერთ-ერთი ტოტის შთამომავლებია. ისეთი ვეშაპის ნამარხი ნაშთებს მიაკვლიეს, რომლებიც წყლის ძუძუმწოვრებს მათ ხმელეთის წინაპრებთან აერთიანებს.
For example, researchers have found fossil evidence that birds descended from one branch of dinosaurs, and they have also found fossilized whales linking these aquatic mammals to their terrestrial ancestors.
534754.
ბიოლოგია | თავი XXII
ბიოლოგიაში დარვინის თეორიამ დროთა გამოცდას გაუძლო. ის სარწმუნოა, ვინაიდან ხსნის მრავალ განსხვავებულ დაკვირვებას: ანატომიურ და მოლეკულურ ჰომოლოგიებს, რომლებიც აერთიანებენ თვისებებს სივრცესა (ბიოგეოგრაფია) და დროში (ნამარხები).
Darwin's theory endures in biology because it explains so many different kinds of observations: anatomical and molecular homologies that match patterns in space (biogeography) and time (the fossil record).
534755.
ბიოლოგია | თავი XXII
ბუნებრივი გადარჩევით შეიძლება ავხსნათ ნათესაურად დაცილებულ სახეობებში მსგავსი ადაპტაციების დამოუკიდებლად განვითარება. მაგალითად: ჩანთოსანი მფრინავი ციყვი და მფრინავი ციყვი.
Natural selection can also explain how similar adaptations can evolve independently among distantly related species, such as sugar gliders and flying squirrels.
534756.
ბიოლოგია | თავი XXII
მაშ რა არაა სარწმუნო დარვინის შეხედულებებში?
What Is Theoretical about the Darwinian View of Life?
534757.
ბიოლოგია | თავი XXII
ზოგი ადამიანი უარყოფს დარვინის შეხედულებას სიცოცხლეზე და ამბობს რომ ეს „მხოლოდ თეორია არის“, თუმცა როგორც ჩვენ ვნახეთ, დარვინის თეორია უამრავ მონაცემებს ხსნის, ბუნებრივი გადარჩევის შედეგი კი შეიძლება ბუნებაში ვნახოთ.
Some people dismiss the Darwinian view of life as "just a theory." However, as we have seen, Darwin's explanation makes sense of massive amounts of data, and the effects of natural selection can be observed in nature.
534758.
ბიოლოგია | თავი XXII
მაშინ რა არის სპეკულაციური ევოლუციაში?
What, then, is theoretical about evolution?
534759.
ბიოლოგია | თავი XXII
მეცნიერებაში ტერმინი „თეორია“ სრულებით განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება. ყოველდღიური ცხოვრებაში კი სხვა მნიშვნელობით ხმარობენ მას.
The term theory has a very different meaning in science than in everyday use.
534760.
ბიოლოგია | თავი XXII
სალაპარაკო ენაში თეორიას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მეცნიერებაში აქვს ჰიპოთეზას.
The colloquial use of the word theory comes close to what scientists mean by a hypothesis.