მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534801.
ბიოლოგია | თავი XXIII
რა თქმა უნდა მეცნიერულ პარადიგმას იშვიათად იღებენ ცვლილების გარეშე.
Of course, scientific paradigms rarely endure without modification.
534802.
ბიოლოგია | თავი XXIII
თანამედროვე სინთეზური თეორია დღემდე ვითარდება. მაგალითად: აღმოჩნდა, რომ პოპულაციაში არსებული ზოგი გენეტიკური ცვლილება გამოწვეულია არა ბუნებრივი გადარჩევით, არამედ სხვა მექანიზმებით.
The modern synthesis is still expanding to integrate, for example, the discovery of genetic changes in populations caused by mechanisms other than natural selection.
534803.
ბიოლოგია | თავი XXIII
თანამედროვე სინთეზური თეორია აგრძელებს განვითარებას. მისი ყურადღების ობიექტი პოპულაციებია. ის აერთიანებს თანამედროვე იდეებს ევოლუციურ პროცესზე.
Although the modern synthesis itself continues to evolve, its focus on populations has shaped much of our current thinking about evolutionary processes.
534804.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენოფონდი და ალელების სიხშირე.
Gene Pools and Allele Frequencies.
534805.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციურ გენეტიკაზე დისკუსიის გასაგრძელებლად უნდა განვსაზღვროთ პოპულაციის რაობა.
Before continuing our discussion of population genetics, we need to define what we mean by a population.
534806.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაცია არის კონკრეტულ ტერიტორიაზე მობინადრე ინდივიდთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს თავისუფლად ეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლობის იძლევა.
A population is a localized group of individuals that are capable of interbreeding and producing fertile offspring.
534807.
ბიოლოგია | თავი XXIII
ერთი და იგივე სახეობის პოპულაციები შეიძლება იზოლირებულები იყვნენ ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში გენეტიკური მასალის მიმოცვლა პოპულაციებს შორის ძალიან იშვიათად მიმდინარეობს.
Populations of the same species may be isolated from one another, thus exchanging genetic material only rarely.
534808.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთი იზოლაცია ჩვეულებრივი მოვლენაა იმ პოპულაციებისთვის რომელთა ადგილმდებარეობა შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით, სახლობენ კუნძულებზე ან ტბებში.
Such isolation is common for populations confined to different, widely separated islands or lakes.
534809.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ პოპულაცია ყოველთვის ერთმანეთისგან არაა იზოლირებული. ამავე დროს იზოლაცია შეიძლება არ იყოს სრული, ანუ არ ჰქონდეს მკვეთრი საზღვრები.
But not all populations are isolated, nor must they have sharp boundaries.
534810.
ბიოლოგია | თავი XXIII
ინდივიდები, რომლებიც პოპულაციის ცენტრში ბინადრობენ, მეტი ალბათობით ეჯვარებიან თავისივე პოპულაციის წევრებს, ვიდრე სხვა პოპულაციის წევრებს. აქედან გამომდინარე ისინი საშუალოდ უფრო მეტად ენათესავებიან ერთმანეთს, ვიდრე პოპულაციის სხვა წევრებს.
Still, individuals near the population center are more likely to breed with members of their own population than other populations and thus on average are more closely related to one another than to members of other populations.
534811.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში არსებულ გენთა ერთობლიობას პოპულაციის გენოფონდი ეწოდება.
The total aggregate of genes in a population at any one time is called the population's gene pool.
534812.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციის გენოფონდი შედგება პოპულაციის ყველა ინდივიდის ყველა გენეტიკური ლოკუსის ყველა ალელისგან.
Population's gene pool consists of all alleles at all gene loci in all individuals of the population.
534813.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ პოპულაციაში, კონკრეტულ ლოკუსში მხოლოდ ერთი ალელია წარმოდგენილი, ამბობენ რომ მხოლოდ ეს ალელი დაფიქსირებულია გენოფონდში. ყველა ინდივიდი ამ ალელის მიხედვით ჰომოზიგოტია.
If only one allele exists at a particular locus in a population, that allele is said to be fixed in the gene pool, and all individuals are homozygous for that allele.
534814.
ბიოლოგია | თავი XXIII
გავიხსენოთ, რომ ჰომოზიგოტ ინდივიდებს მოცემულ ლოკუსში აქვთ ორი იდენტური ალელი, ჰეტეროზიგოტებს კი - ორი განსხვავებული ალელი.
Recall that homozygous individuals have two identical alleles for a given locus, while heterozygous individuals have two different alleles at that locus.
534815.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ თუ პოპულაციაში გარკვეულ ლოკუსს ორი ან მეტი ალელი მოეპოვება, ინდივიდები შეიძლება იყვნენ როგორც ჰომოზიგოტები ასევე ჰეტეროზიგოტები.
But if there are two or more alleles for a particular locus in a population, individuals may be either homozygous or heterozygous.
534816.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში ყოველი ალელი გარკვეული სიხშირით არის წარმოდგენილი.
Each allele has a frequency (proportion) in the population.
534817.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: წარმოიდგინეთ ბუნებაში ველურად მოზარდი ყვავილოვანი მცენარის პოპულაცია, რომელშიც 500 წევრია. მათ მოეპოვებათ გენი, ორი: CR და CW ალელით, რომელიც ყვავილის პიგმენტაციას განსაზღვრავს.
For example, imagine a population of 500 wildflower plants with two alleles, CR and CW, at a locus that codes for flower pigment.
534818.
ბიოლოგია | თავი XXIII
CR ალელის მიხედვით ჰომოზიგოტური მცენარე ასინთეზებს წითელ პიგმენტს და წითელ ყვავილებს იკეთებს.
Plants homozygous for the CR allele (CRCR) produce red pigment and have red flowers.
534819.
ბიოლოგია | თავი XXIII
CW ალელის მიხედვით ჰომოზიგოტური მცენარე წითელი პიგმენტის სინთეზს ვერ ახდენს და აქვთ თეთრი ყვავილები.
Plants homozygous for the CW allele (CWC) produce no red pigment and have white flowers.
534820.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰეტეროზიგოტა წითელ პიგმენტს მცირე რაოდენობით ასინთეზებს და ვარდისფერი ყვავილებს ისხამს.
Heterozygotes (CRC) produce some red pigment and have pink flowers.