მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534781.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ გზით იცვლება პოპულაცია. პოპულაციაში გაერთიანებული ინდივიდები, ასეთი გზით არ იცვლებიან.
Thus, the population, not its individual members, evolves.
534782.
ბიოლოგია | თავი XXIII
დროთა განმავლობაში ზოგი ნიშანი უფრო მეტად ვრცელდება პოპულაციაში, სხვა ნიშნებთან შედარებით. სხვა ნიშნები კი უფრო იშვიათად გვხვდება.
Some traits become more common within the population, while other traits become less common.
534783.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციური გენეტიკა ევოლუციის შესწავლის საფუძველია.
Population genetics provides a foundation for studying evolution.
534784.
ბიოლოგია | თავი XXIII
დღეს შესაძლებელია განვსაზღვროთ ევოლუციური ცვლილებები უმცირეს ან მიკროევოლუციურ დონეზე. მიკროევოლუციური ცვლილებები პოპულაციის გენეტიკური შემადგენლობის დროში ცვლილებაა.
Today we can define evolutionary change on its smallest scale, or microevolution, as change in the genetic makeup of a population from generation to generation.
534785.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ დარვინი ევოლუციას სხვანაირად განსაზღვრავდა.
But Darwin did not define evolution in this way.
534786.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა ის მართებულად ვერ ხსნიდა, თუ როგორ ჩნდება პოპულაციებში ბუნებრივი გადარჩევისთვის საჭირო მრავალფეროვნება ანუ მემკვიდრეობითი ცვლილებები; ან როგორ გადასცემენ ორგანიზმები ამ ცვლილებებს თავიანთ შთამომავლებს.
However, he did not have a satisfactory explanation for how the heritable variations required for natural selection appear in populations or how organisms transmit these variations to their offspring.
534787.
ბიოლოგია | თავი XXIII
დარვინის დროს მემკვიდრეობის მექანიზმებზე ცოტა რამ იყო ცნობილი. ამიტომ მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, თუ როგორ ხდება მემკვიდრეობითი ცვლილებების შენარჩუნება პოპულაციებში.
Ideas about inheritance from Darwin's time could not explain how inherited variations are maintained in populations.
534788.
ბიოლოგია | თავი XXIII
ფართოდ გავრცელებული იყო ჰიპოთეზები შთამომავლობაში მშობლების ნიშან-თვისებების შერევის (შერწყმული მემკვიდრეობის ჰიპოთეზა) შესახებ.
For instance, the widely accepted blending hypothesis proposed that the traits of parents are blended in the offspring.
534789.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ დარვინი და სხვა მეცნიერებიც აცნობიერებდნენ, რომ ნიშნების შერევის შედეგად გარკვეული დროის შემდეგ ინდივიდთა შორის სხვაობა გაქრება.
But Darwin and others realized that over time, blending would eliminate the differences between individuals.
534790.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც ვთქვით, იმის გამო, რომ მემკვიდრეობის მექანიზმი არ იყო შესწავლილი, დარვინმა ვერ შეიმუშავა მემკვიდრულობის ახსნის ისეთი მოდელი, რომელიც მიესადაგებოდა მის ჰიპოთეზას.
Although breeding experiments and observations of nature refuted this prediction, Darwin lacked an alternate model of inheritance that could support his hypothesis.
534791.
ბიოლოგია | თავი XXIII
თანამედროვე სინთეზური თეორია.
The Modern Synthesis.
534792.
ბიოლოგია | თავი XXIII
საოცარია, მაგრამ როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოლოს და ბოლოს აღიარეს მენდელის ნაშრომი, მრავალი გენეტიკოსი მიიჩნევდა, რომ მენდელის მემკვიდრეობის კანონები არ ეთანხმება დარვინის თეორიას.
Ironically, when Mendel's work was reconsidered in the early 20th century, many geneticists thought that his laws of inheritance were at odds with Darwin's theory.
534793.
ბიოლოგია | თავი XXIII
დარვინი თვლიდა, რომ ბუნებრივი გადარჩევა ”მუშაობს” ისეთ ნიშან-თვისებებზე რომლებიც განუწყვეტლივ იცვლება. მაგალითად: ბეწვის სიგრძე ძუძუმწოვრებში, ან სირბილის სიჩქარე იმ ცხოველებში, რომლებიც გაურბიან მტაცებლებს.
Darwin considered the raw material for natural selection to be "quantitative" characters those characteristics in a population that vary along a continuum, such as fur length in mammals or the running speed of animals fleeing from predators.
534794.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ მენდელი და სხვა ადრინდელი გენეტიკოსები მხოლოდ დისკრეტულ “კი ან არა” ნიშნებს იკვლევდნენ, როგორიცაა ბარდას ყვავილების შეფერილობა: მუქი წითელი ან თეთრი ფერი.
But Mendel and other early geneticists worked only with discrete "eitheror" traits, such as purple or white flowers in pea plants.
534795.
ბიოლოგია | თავი XXIII
იმ დროს არ იყო ცხადი, რომ მეტად უმნიშვნელო ნიშნებსაც გენეტიკური საფუძველი მოეპოვება. ამ უმნიშვნელო ნიშნების გენეტიკური მექანიზმის არსებობა კი ძალიან მნიშვნელოვანია დარვინის თეორიის სისწორისთვის.
It was therefore not obvious that there was a genetic basis to the more subtle variations that were central to Darwin's theory.
534796.
ბიოლოგია | თავი XXIII
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ უწყვეტად ცვალებად თვისებებზე გავლენას ახდენს მრავალი გენეტიკური ლოკუსი და ყოველი ლოკუსის ალელები ექვემდებარება მენდელის მემკვიდრეობითობის სქემას.
Within a few decades, however, geneticists determined that quantitative characters are influenced by multiple genetic loci and that the alleles at each of these loci follow Mendelian patterns of inheritance.
534797.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ აღმოჩენებმა ხელი შეუწყვეს მენდელის და დარვინის იდეების შერიგებას და დასაბამი მისცეს პოპულაციური გენეტიკის ფორმალურ დაარსებას. პოპულაციური გენეტიკა არის მეცნიერება პოპულაციებში დროში მიმდინარე გენეტიკურ ცვლილებებზე.
These discoveries helped reconcile Darwin's and Mendel's ideas and led to the formal founding of population genetics, the study of how populations change genetically over time.
534798.
ბიოლოგია | თავი XXIII
მეოცე საუკუნის შუა წლებისთვის პოპულაციურმა გენეტიკამ დასაბამი დაუდო განხრას, რომელსაც თანამედროვე სინთეზური თეორია დაარქვეს. ეს არის ბიოლოგის სხვადასხვა დარგებში შემუშავებული იდეების გამაერთიანებელი ევოლუციური თეორია.
By the mid-20th century, population genetics also gave rise to what is called the modern synthesis, a comprehensive theory of evolution that integrated ideas from many other fields.
534799.
ბიოლოგია | თავი XXIII
თანამედროვე სინთეზურ თეორია რამდენიმე მეცნიერმა დააფუძნა: სტატისტიკოსი რ. ა. ფიშერი. მან დაამუშავა ბუნებრივი გადარჩევის ძირითადი თეორემა, ბიოლოგი ჯ. ბ. ს. ჰოლდეინი რომელიც სწავლობდა ბუნებრივი გადარჩევის კანონზომიერებს.
The first architects of the modern synthesis included statistician R. A. Fisher, who demonstrated the rules by which Mendelian characters are inherited, and biologist J. B. S. Haldane, who studied the rules of natural selection.
534800.
ბიოლოგია | თავი XXIII
მოგვიანებით დამაარსებელთა სიას შეემატა ფეოდოსია დობჟანსკი, სუელ რაიტი, ბიოგეოგრაფი ერნსტ მაირი, პალეონტოლოგი ჯორჯ ჯეილორდ სიმპსონი და ბოტანიკოსო ჯ. ლედიარდ სტებინსი.
Later contributors included geneticists Theodosius Dobzhansky and Sewall Wright, biogeographer Ernst Mayr, paleontologist George Gaylord Simpson, and botanist G. Ledyard Stebbins.