მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534841.
ბიოლოგია | თავი XXIII
ახლა კი გამოვიყენოთ ჰარდი-ვაინბერგის თეორემა ჩვენი წარმოსახვითი ყვავილოვან მცენარეთა პოპულაციისთვის.
Let's apply the Hardy-Weinberg theorem to our hypothetical wildflower population.
534842.
ბიოლოგია | თავი XXIII
გავიხსენოთ, რომ მცენარეთა გენოფონდში ყვავილების შეფერილობის განმსაზღვრელ ალელების 80% არის CR და 20% არის CW.
Recall that 80% of the flowercolor alleles in the gene pool are CR and 20% are CW.
534843.
ბიოლოგია | თავი XXIII
ვინაიდან მცენარის ყოველი გამეტა არის ჰაპლოიდი, მას ყვავილის შეფერილობის განმსაზღვრელი მხოლოდ ერთი ალელი მოეპოვება.
Because each gamete produced by the flowers is haploid, it carries only one allele for flower color.
534844.
ბიოლოგია | თავი XXIII
ალბათობა, რომ გამეტას ექნება CR ალელი იქნება 0,8. ალბათობა, რომ მას ექნება CW ალელი არის 0,2.
The chance that a gamete will carry a CR allele is 0.8, and the chance that it will carry a CW allele is 0.2.
534845.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციის ყველა გამეტაში ალელების სიხშირე იგივე იქნება, რაც საწყის პოპულაციაში.
The allele frequencies in all the gametes produced by the population will be the same as in the original population.
534846.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ ჩავთვლით რომ გამეტები შემდეგ თაობას შემთხვევით გადაეცემა, ალელების სიხშირე არ შეიცვლება.
Provided that gametes are contributed to the next generation at random, allele frequencies will be unchanged.
534847.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობა.
Hardy-Weinberg Equilibrium.
534848.
ბიოლოგია | თავი XXIII
დავუშვათ, რომ პოპულაციის ინდივიდები არა მარტო შემთხვევით გადასცემენ გამეტებს შემდეგ თაობას, არამედ შემთხვევით ქმნიან წყვილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაბრად შესაძლებელია გაჩნდეს ყოველი მამრობითი - მდედრობითი წყვილი.
Suppose that the individuals in a population not only donate gametes to the next generation at random but also mate at random-that is, all male-female matings are equally likely.
534849.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთ პოპულაციას თაობათა განმავლობაში არა მარტო ყვავილის შეფერილობის განმსაზღვრელ ალელთა ერთი და იგივე სიხშირე ექნება, არამედ ალელების სიხშირიდან გამომდინარე მათი გენოტიპის სიხშირის წინასწარი განსაზღვრა არის შესაძლებელი.
Not only will this population have the same allele frequencies from one generation to the next, but its genotype frequencies can be predicted from the allele frequencies.
534850.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთ პოპულაციაზე ამბობენ რომ ის ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობის მდგომარეობაშია.
Such populations are in a state of Hardy-Weinberg equilibrium.
534851.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ პოპულაცია იყო ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობაში და მისი წევრები აგრძელებენ დროის განმავლობაში შემთხვევით შეჯვარებას, ალელების და გენოტიპების სიხშირე მუდმივი დარჩება.
If a population were in Hardy-Weinberg equilibrium and its members continued to mate randomly generation after generation, allele and genotype frequencies would remain constant.
534852.
ბიოლოგია | თავი XXIII
სისტემის მოქმედება ჰგავს ბანქოს გაშლას: არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ და რა ხელით გაიშლება ბანქო, დასტის შემადგენლობა რჩება იგივე.
The system operates somewhat like a deck of cards: No matter how many times the deck is reshuffled to deal out new hands, the deck itself remains the same.
534853.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასევე თაობების განმავლობაში პოპულაციის გენოფონდის განმეორებადი „გაშლა“თავისთავად არ ცვლის ერთი ალელის სიხშირეს მეორესთან შეფარდებით.
And the repeated shuffling of a population's gene pool over the generations cannot, in itself, change the frequency of one allele relative to another.
534854.
ბიოლოგია | თავი XXIII
არ არის აუცილებელი პოპულაციაში ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობის ყველა პირობა შესრულებული იყოს, რომ პოპულაციაში ალალების სიხშირე მუდმივი იყოს.
Note that a population does not need to be in Hardy- Weinberg equilibrium for its allele frequencies to remain constant.
534855.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბევრი სახეობა, როგორიცაა მენდელის მიერ ცდებისთვის გამოყენებული ბარდა, შემთხვევით არ მრავლდება.
Many species, such as the peas that Mendel used in his experiments, do not mate randomly.
534856.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბარდას მტვერი როგორც წესი მწიფდება ყვავილის გახსნამდე, ასე რომ ის ანაყოფიერებს თავის საკუთარ ყვავილს.
Since pea pollen normally matures before the flower opens, it fertilizes the same flower that contains it.
534857.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბარდას ჯვარედინ დამტვერვას მენდელი ხელოვნურად ახორციელებდა.
In fact, Mendel could cross plants only by artificial fertilization.
534858.
ბიოლოგია | თავი XXIII
თვითდამტვერვის გამო ბარდას პოპულაცია შორს არის ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობიდან.
Because of self-fertilization, pea populations are far from Hardy-Weinberg equilibrium.
534859.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყველა ჰომოზიგოტი მცენარე გვაძლევს მხოლოდ ჰომოზიგოტებს, იმ დროს, როცა ჰეტეროზიგოტი მცენარეების შთამომავლობის დაახლოებით ნახევარი ჰომოზიგოტები არიან.
All the homozygous plants produce only homozygotes, while about half the offspring of the heterozygous plants are homozygous.
534860.
ბიოლოგია | თავი XXIII
აქედან გამომდინარე საკმაოდ მალე ყველა ჰეტეროზიგოტი მცენარე ხდება ჰომოზიგოტი.
It does not take many generations before almost all the plants in the population are homozygous.