მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534821.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩვენს პოპულაციაში არის 320 მცენარე წითელი ყვავილით, 160 ვარდისფერი ყვავილით და 20 თეთრი ყვავილით.
In our population there are 320 plants with red flowers, 160 with pink flowers, and 20 with white flowers.
534822.
ბიოლოგია | თავი XXIII
შეფერილობის განმსაზღვრელი ალელები არასრულად დომინანტობენ.
These alleles show incomplete dominance.
534823.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩვენს მიერ განხილული ყვავილოვანი მცენარე დიპლოიდური ორგანიზმია და ამიტომ 500 ინდივიდისგან შემდგარ პოპულაციას მთლიანად ყვავილის შეფერილობის განმსაზღვრელი გენის 1 000 ალელი მოეპოვება.
Because these are diploid organisms, there are a total of 1,000 copies of genes for flower color in the population of 500 individuals.
534824.
ბიოლოგია | თავი XXIII
აქედან 800 გენში არის CR ალელი.
The CR allele accounts for 800 of these genes.
534825.
ბიოლოგია | თავი XXIII
როცა გარკვეულ ლოკუსში არის ორი ალელი, მოხერხებულია p-თი ერთი ალელის სიხშირის აღნიშვნა და q-თი მეორე ალელის სიხშირის აღნიშვნა.
When there are two alleles at a particular locus, the convention is to use p to represent the frequency of one allele and q to represent the frequency of the other allele.
534826.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ კონკრეტულ პოპულაციის გენოფონდში p, ანუ CR ალელის სიხშირე არის 80%.
Thus, the frequency of the C allele in the gene pool of this population, is 800/1,000 = 0.8 = 80%.
534827.
ბიოლოგია | თავი XXIII
ვინაიდან ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ორი ალელი, CW ალელის მქონე გენის სიხშირე, რომელიც q-თი გამოიხატება უნდა იყოს 0,2 ან 20%.
And because there are only two allelic forms of this gene, then the frequency of the CW allele, represented by q, must be 0.2, or 20%.
534828.
ბიოლოგია | თავი XXIII
იმ ლოკუსში, რომელშიც ორზე მეტი ალელია წარმოდგენილი ყველა ალელის სიხშირეთა საერთო ჯამი უნდა შეადგენდეს 1-ს.
At loci that have more than two alleles, the sum of all allele frequencies must still equal 1.
534829.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ მცენარეში ყვავილის შეფერილობის ლოკუსში ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ გენეტიკური ცვალებადობა, ვინაიდან ყოველ გენოტიპს შესაბამისი ფენოტიპი აქვს.
We can easily measure genetic variability at this flower-color locus because each genotype has a distinct phenotype.
534830.
ბიოლოგია | თავი XXIII
მრავალ ლოკუსს ზოგჯერ ერთზე მეტი ალელი მოეპოვება, როდესაც ლოკუსში ერთზე მეტი ალელია გენეტიკური ცვალებადობის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ერთი ალელი შეიძლება მეორეზე სრულად დომინანტობდეს, ან ამ ალელების გავლენა ფენოტიპზე შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს.
Although many loci in gene pools have more than one allele, this variability is usually less easy to quantify than in our flower example, because one allele may be completely dominant or the alleles may not have obvious effects on phenotypes.
534831.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰარდი-ვაინბერგის თეორემა.
The Hardy-Weinberg Theorem.
534832.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამჯერად განვიხილოთ როგორ იცვლება დროთა განმავლობაში გენების და ალელების სიხშირე. ეს ცვლილება ასახავს ევოლუციურ ცვლილებებს.
In a moment we will explore how genes and allele frequencies can change over time, representing evolutionary change.
534833.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ რომ შევქმნათ ეტალონი, რომლის მიხედვით განვსაზღვრავთ ამ ცვლილებებს, ჯერ უნდა განვიხილოთ ისეთი გენოფონდის თვისებები, რომელიც დროში უცვლელია.
But first, to provide a benchmark against which to measure such changes, we'll investigate the properties of gene pools that are not evolving.
534834.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთი გენოფონდი აღწერილია ჰარდი-ვაინბერგის თეორემით. თეორემას იმ ორი მეცნიერის სახელი დაარქვეს, რომლებმაც 1908 წელს ეს პრინციპები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადგინეს.
Such gene pools are described by the Hardy-Weinberg theorem, named for the two scientists who independently derived the principle in 1908.
534835.
ბიოლოგია | თავი XXIII
თეორემა ამტკიცებს, რომ მაშინ როცა მხოლოდ ალელების მენდელისეულ დათიშვას და რეკომბინაციას აქვს ადგილი, პოპულაციაში ალელების და გენოტიპების თანაფარდობა დროში არ იცვლება.
The theorem states that the frequencies of alleles and genotypes in a population's gene pool remain constant from generation to generation, provided that only Mendelian segregation and recombination of alleles are at work.
534836.
ბიოლოგია | თავი XXIII
ალელებთა სიხშირის მუდმივობა (შენახვა).
Preservation of Allele Frequencies.
534837.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰარდი-ვაინბერგის თეორემა განსაზღვრავს, თუ როგორ ინარჩუნებს გენეტიკურ მრავალფეროვნებას დროთა განმავლობაში მენდელისეული მემკვიდრულობა როდესაც პოპულაციაში არ ხდება ევოლუციური ცვლილებები.
The Hardy-Weinberg theorem describes how Mendelian inheritance preserves genetic variation from one generation to the next in populations that are not evolving.
534838.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ რეალურად ეს თეორემა მეტის მომცემია.
But it does more than this.
534839.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩვენ შემდგომში დავინახავთ, რომ ეს თეორემა წარმოადგენს საფუძველს რომელზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ხანგრძლივი ევოლუციური ცვლილებები. დარვინის დროს არ არსებობდა გენეტიკა და ვერ განიხილავდა გრძელვადიან ცვალებადობას.
We will see that the theorem lays the groundwork for understanding long-term evolutionary changes that Darwin, lacking knowledge of genetics, could not have envisioned.
534840.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების მეშვეობით ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს მრავალი თაობის განმავლობაში.
The preservation of genetic variation provides the opportunity for natural selection to act over many generations.