მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534861.
ბიოლოგია | თავი XXIII
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სახეობის გამრავლება არ არის შემთხვევითი, გამეტების წარმოქმნა გენოფონდიდან მაინც შემთხვევით ხდება.
But even though such species do not mate randomly, they still produce their gametes at random from their gene pools.
534862.
ბიოლოგია | თავი XXIII
ალელების სიხშირე დროის განმავლობაში არ შეიცვლება, თუ სხვა ფაქტორთა ზემოქმედებას არა აქვს ადგილი.
Without other influences, their allele frequencies will not change over time.
534863.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ბუნებრივ პოპულაციებში ალელების და გენოტიპების სიხშირე დროთა განმავლობაში იცვლება.
But in real populations, allele and genotype frequencies do change over time.
534864.
ბიოლოგია | თავი XXIII
ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პოპულაციის უცვლელობისთვის საჭიროა დაცული იყოს შემდეგი ხუთი წესი.
This is because the following five conditions for non-evolving populations are rarely met for long in nature.
534865.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებაში კი ამ წესების დაცვა იშვიათად თუ ხდება.
Departure from these conditions usually results in evolution.
534866.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: შეერთებულ შტატებში დაბადებული 10 000 ბავშვიდან დაახლოებით ერთი არის ფენილკეტონურიის (ფკუ) მტარებელი. ფენილკეტონურია მეტაბოლიზმის დარღვევაა, რომელიც ვითარდება რეცესიული გენის ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში ყოფნის შედეგად.
For example, about one out of every 10,000 babies in the United States is born with phenylketonuria (PKU), a metabolic disorder that results from homozygosity for a recessive allele.
534867.
ბიოლოგია | თავი XXIII
მკურნალობის გარეშე ფკუ იწვევს ოლიგოფრენიას და ჯანმრთელობის სხვა დარღვევებს.
Left untreated, PKU results in mental retardation and other problems.
534868.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამჟამად ახალშობილებში ატარებენ ტესტს ფკუ-ზე. დაავადების სიმპტომები შეიძლება შევამციროთ დიეტით, რომელიც გამორიცხავს ფენილალანინს.
Newborns are now tested for PKU, and their symptoms can be lessened with a phenylalanine-free diet.
534869.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰარდი-ვაინბერგის განტოლების გამოსაყენებლად უნდა მივიღოთ, რომ ადამიანები არ ირჩევენ პარტნიორს გარკვეული გენების ქონა არ ქონის მიხედვით, მაგალითად ფკუ-ს. როგორც წესი ადამიანები არ ირჩევენ პარტნიორად ახლო ნათესავებს (ინბრიდინგი).
To use the Hardy-Weinberg equation, we must assume that people do not choose their mates because of whether or not they carry this gene and do not generally mate with close relatives (inbreeding).
534870.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამავე დროს უნდა უარვყოთ შეერთებული შტატების პოპულაციაზე სხვა პოპულაციებიდან გენების ნაკადის გავლენა, ახალი ფკუ-ს მუტაციების გაჩენა, გადარჩენაში განსხვავება და ფკუ გენოტიპების რეპროდუქციული წარმატება.
We must also neglect any effects of gene flow from other populations into the United States, introduction of new PKU mutations, and differential survival and reproductive success among PKU genotypes.
534871.
ბიოლოგია | თავი XXIII
ვინაიდან ალელი რეცესიულია, ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ, გამოთვლის გარეშე დავადგინოთ ჰეტეროზიგოტების რაოდენობა, როგორც ეს ვარდისფერი ყვავილების შემთხვევაში გავაკეთეთ.
Because the allele is recessive, we must estimate the number of heterozygotes rather than counting them directly as we did with the pink flowers.
534872.
ბიოლოგია | თავი XXIII
გახსოვდეთ, რომ ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობა მხოლოდ მიახლოებითია.
Remember, the assumption of Hardy-Weinberg equilibrium results in only an approximation.
534873.
ბიოლოგია | თავი XXIII
ფკუ-ს მტარებლების რეალური რიცხვი შეიძლება განსხვავებული იყოს.
The real number of PKU carriers may be somewhat different.
534874.
ბიოლოგია | თავი XXIII
მიუხედავად ამისა ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანების პოპულაციაში ამ და სხვა ლოკუსებშიც ფარულად ბევრი სახიფათო რეცესიული ალელი იმყოფება. ამ ალელების მტარებლები კი ჯანმრთელი ჰეტეროზიგოტები არიან.
Nevertheless, we can conclude that many harmful recessive alleles at this and other loci are concealed in the human population because they are carried by healthy heterozygotes.
534875.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაციების და სქესობრივი გამრავლების შედეგად წარმოიქმნება გენეტიკური მრავალფეროვნება (მემკვიდრეობითი ცვალებადობა) ცვალებადობის შედეგად კი მიმდინარეობს ევოლუცია.
Mutation and sexual recombination produce the variation that makes evolution possible.
534876.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც უკვე გაიგეთ, ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება მემკვიდრეობით ცვლილებებს ემყარება. ზოგჯერ პოპულაციის ინდივიდებში ცვლილებები მეტად უმნიშვნელოა.
As you have learned, natural selection operates on the heritable differences, often slight ones, among individuals in a population.
534877.
ბიოლოგია | თავი XXIII
ორი პროცესი: მუტაციები და სქესობრივი რეკომბინაციები გენოფონდის ცვალებადობას იწვევენ. გენოფონდის ცვლილება კი პოპულაციის ინდივიდებში მომხდარ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
Two processes, mutation and sexual recombination, produce the variation in gene pools that contributes to these individual differences.
534878.
ბიოლოგია | თავი XXIII
ახალი გენები და ახალი ალელები მხოლოდ მუტაციის შედეგად წარმოიქმნება მუტაცია წარმოადგენს დნმ-ის თანამიმდევრობის ცვლილებას.
New genes and new alleles originate only by mutations, which are changes in the nucleotide sequence of DNA.
534879.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაცია ჰგავს თოფის გასროლას სიბნელეში.
A mutation is like a shot in the dark.
534880.
ბიოლოგია | თავი XXIII
შეუძლებელია განვსაზღვროთ, თუ როგორ შეცვლის ის დნმ-ს და რა იქნება ამ ცვლილების შედეგი.
It is not possible to predict how it will alter DNA and what its effects will be.