მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535441.
ბიოლოგია | თავი XXIV
გვარი Equus არ ვითარდებოდა სწორი მიმართულებით; ცხენი არის ევოლუციური ხის ერთადერთი გადარჩენილი ტოტი.
The genus Equus did not evolve in a straight line; it is the only surviving twig of an evolutionary tree that is so branched that it is more like a bush.
535442.
ბიოლოგია | თავი XXIV
თვითონ ხე კი იმდენად დატოტვილია, რომ უფრო ბუჩქს წააგავს. ცხენი მართლაც განვითარდა სახეობათა წარმოქმნის მთელი რიგის შემდეგ, ამ რიგში არის რამდენიმე ადაპტაციური რადიაცია. ყველა რადიაციას არ მივყავართ დიდ ერთთითიან ბალახისმჭამელ ცხენამდე.
Equus actually descended through a series of speciation episodes that included several adaptive radiations, not all of which led to large, one-toed, grazing horses.
535443.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: 24.20 სურათზე ჩანს, რომ მხოლოდ Parahippus - იდან განვითარებულ ევოლუციურ ხაზებში არიან მძოველი ცხოველები; Miohippus –იდან განვითარებული სხვა ხაზის ყველა წარმომადგენელი დღეისთვის გადაშენებულია. 35 მილიონი წლის განმავლობაში ისინი მრავალკბილიანი მძოველები იყვნენ.
For instance, notice in Figure 24.20 that only those lineages derived from Parahippus include grazers; other lineages derived from Miohippus, all of which are now extinct, remained multi-toed browsers for 35 million years.
535444.
ბიოლოგია | თავი XXIV
კლადოგენეზის (განშტოებების ევოლუციის) შედეგად ვიღებთ ევოლუციურ გზას, მაშინაც თუ ზოგი ახალი სახეობა ამ გზიდან უხვევს.
Branching evolution can result in an evolutionary trend even if some new species counter the trend.
535445.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: სტივენ სტენლიმ (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი) წარმოადგინა გრძელი ევოლუციური გზის ერთი მოდელი. ის განიხილავს სახეობას ისევე, როგორც ცალკეულ ინდივიდს: სახეობათა წარმოქმნა არის სახეობის დაბადება, გადაშენება კი არის მისი სიკვდილი. ახალი სახეობები, რომლებიც მისგან გამოიყოფიან, არიან მისი შვილები.
For example, one model of long-term trends proposed by Steven Stanley of Johns Hopkins University considers species to be analogous to individuals: Speciation is their birth, extinction is their death, and new species that diverge from them are their offspring.
535446.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ მოდელის მიხედვით სტენლი ვარაუდობს, რომ სახეობა განიცდის სახეობის გადარჩევას ისევე, როგორც ინდივიდუალური ორგანიზმი განიცდის ბუნებრივ გადარჩევას.
In this model, Stanley suggests that just as individual organisms undergo natural selection, species undergo species selection.
535447.
ბიოლოგია | თავი XXIV
ძირითადი ევოლუციური გზის მიმართულებას განსაზღვრავენ სახეობები, რომლებიც ყველაზე დიდ ხანს არსებობენ და ყველაზე მეტ ახალ შთამომავალ სახეობას ქმნიან.
The species that endure the longest and generate the most new offspring species determine the direction of major evolutionary trends.
535448.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობების გადარჩევის მოდელის მიხედვით იგულისხმება, რომ „დიფერენცირებული სახეობათა წარმოქმნის წარმატება“ თამაშობს მაკროევოლუციაში იგივე როლს, რასაც რეპროდუქციული წარმატება მიკროევოლუციაში.
The species selection model suggests that "differential speciation success" plays a role in macroevolution similar to the role of differential reproductive success in microevolution.
535449.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ სახეობათა წარმოქმნის სიჩქარე და სახეობის არსებობის ვადა ასახავს წარმატებას, ანალოგია ბუნებრივ გადარჩევასთან კიდევ უფრო ძლიერდება.
To the extent that speciation rates and species longevity reflect success, the analogy to natural selection is even stronger.
535450.
ბიოლოგია | თავი XXIV
შესაძლებელია, რომ ის თვისებები, რომლებიც გარკვეულ გარემოში არ უწყობენ ხელს ორგანიზმის საერთო წარმატებას, მნიშვნელობას იძენენ სახეობის გადარჩევის დროს.
It is possible that qualities unrelated to the overall success of organisms in specific environments may become important when entire species are selected.
535451.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: თუ სახეობა ადვილად ვრცელდება ახალ გარემოში, მან შეიძლება დასაბამი მისცეს „შვილობილი სახეობების“ დიდ რაოდენობას.
For example, if a species is able to disperse easily to new locations, it may give rise to a large number of "daughter species."
535452.
ბიოლოგია | თავი XXIV
რამდენადაც არ იყოს ფასეული სახეობების გადარჩევის მოდელი, ნამარხებიდან ჩანს, რომ არსებობენ სახეობის ევოლუციის სხვა შესაძლებელი მიმართულებებიც.
Whether or not the species selection model is valid, there are other possible sources of trends observed in the fossil record.
535453.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: სქესობრივი გადარჩევა ირლანდიური (ჩრდილოეთი ევროპა) ცხენირმის შემთხვევაში. ამ გადარჩევის შედეგად ცხენირემს რქები უაღრესად გაიზარდნენ – თუმცა ამან ვერ გადაარჩინა ცხენირემი გადაშენებისგან. შეიცვალნენ მცენარეები, რომლითაც ის იკვებებოდა და ადამიანი მასზე ინტენსიურად ნადირობდა.
For example, sexual selection in the Irish elk of northern Europe drove an immense increase in the size of their antlers though this did not prevent the elk from becoming extinct because of changing vegetation and hunting by humans.
535454.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ ტენდენციას არ ექნებოდა ადგილი, რომ არ ყოფილიყვნენ დიდი, ბალახით დაფარული სივრცეები.
This trend would not have occurred without open grasslands.
535455.
ბიოლოგია | თავი XXIV
რაც არ უნდა იყოს განვითარების მიზეზი, ევოლუციური ტენდენციის გაჩენა არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს რაღაც შინაგანი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მოქმედებს გარკვეული ფენოტიპის სასარგებლოდ.
Whatever its cause, the appearance of an evolutionary trend does not imply that there is some intrinsic drive toward a particular phenotype.
535456.
ბიოლოგია | თავი XXIV
ევოლუცია ორგანიზმის და მისი გარემოს ურთიერთქმედების შედეგია.
Evolution is the result of the interactions between organisms and their current environments.
535457.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ გარემოს პირობები შეიცვლება, გამოხატული ევოლუციური ტენდენცია შეიძლება შეწყდეს ან მიმართულებაც კი შეცვალოს.
If environmental conditions change, an apparent evolutionary trend may cease or even reverse itself.
535458.
ბიოლოგია | თავი XXIV
შემდეგ თავში გავაგრძელებთ ორგანიზმების და სახეობების შემდგომი დივერგენციის (დათიშვის) უფრო დეტალურ შესწავლას. დავაკვირდებით ნამარხებს და გარემოს პირობების გავლენას.
In the next chapter, we will continue our study of speciation and the further divergence of organisms, with a more detailed look at the fossil record and the effects of significant environmental change.
535459.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზი და სისტემატიკა.
Phylogeny and Systematics.
535460.
ბიოლოგია | თავი XXV
სიცოცხლის ხის კვლევა.
Investigating the Tree of Life.