მოიძებნა 668060 ჩანაწერი
54121.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მართლაც, ტახტის ორი მემკვიდრის (მემკვიდრე ქალიშვილის და მემკვიდრედ გაზრდილი ვაჟის) მეტოქეობის მათი ქორწინებით გადაწყვეტა შუასაუკუნეების მონარქიული სახელმწიფოსთვის რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ამას მტკიცება არ სჭირდება.
Indeed resolution of the rivalry between the two successors to the throne (the heiress and the son reared as successor) through their marriage was doubtless very important for a medieval monarchic state.
54122.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
საინტერესო ის არის, რომ პიესის ამგვარ სპეციფიკურ ფინალს იმთავითვე მიაქცია ყურადღება ინგლისურმა სალიტერატურო კრიტიკამ.
Interestingly enough, this specific finale of the play claimed the attention of English literary criticism from the start.
54123.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ამგვარი გადაწყვეტა ვეფხისტყაოსნის, მეფე და არა მეფის სიუჟეტური წყაროს, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითადი ქვეტექსტია.
A solution of this kind regarding the succession to the royal throne is the basic implication of The Man in the Panther's Skin, the latter being the plot source of A King and No King.
54124.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
და ეს ქვეტექსტი ისე აშკარა და არსებითია რუსთველის პოემაში, რომ ქართველი ხალხის საისტორიო მეხსიერება ვეფხისტყაოსნის ამ პოლიტიკურ ქვეტექსტს ისტორიულ სინამდვილედ გადაიაზრებს და რუსთველის სამეფო გვარიდან წარმომავლობასა და თამარ მეფისადმი სიყვარულზე ლეგენდებს ქმნის.
This implication is so obvious and essential in Rustaveli's poem that the historical memory of the Georgian people reconceptualized this political implication of The Man in the Panther's Skin into historical reality, creating legends on Rustaveli's descent from the royal dynasty and his love for Queen Tamar.
54125.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
რაიმერი პირველი მკვლევარია, ვინც მეფე და არა მეფის მთავარი პერსონაჟის საოცარ კონტრასტულობაზე დაფიქრდება.
Rymer is the first researcher to give thought to the astonishing contrastiveness of the main character of A King and No King.
54126.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგი შენიშნავს, რომ არბასესის ხასიათის ამ სპეციფიკაზე თვითონ პიესის ავტორებს აქვთ ყურადღება გამახვილებული და ერთი პერსონაჟის, არბასესის მეგობრის და სარდალის მარდონიუსის პირით გამოთქმული.
He notes that the authors of the play themselves stress this specificity of the character of Arbaces, voiced by General Mardonius, a friend of Arbaces and a character of the play.
54127.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მთავარი პერსონაჟის ხატვის ამ სპეციფიკას ყურადღებას აქცევს თითქმის ყველა უმთავრესი მკვლევარი, რომელიც მეფე და არა მეფის ხასიათებს უკვირდება.
Almost all principal researchers pay attention to this specificity of depicting the main character of A King and No King.
54128.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
არბასესის ხასიათის ეს თავისებურება, მეოცე საუკუნის მკვლევარის ე. უეითის მითითებით, ამ თხზულებას განასხვავებს ბომონტისა და ფლეტჩერის სხვა პიესებისგანაც.
According to E. Waith, a twentieth-century researcher, this peculiarity of the character of Arbaces, distinguishes it from other plays of Beaumont and Fletcher.
54129.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგი შენიშნავს, რომ არბასესის ხასიათში იმდენი კონტრასტულია, რამდენიც არ არის იმავე ავტორების სხვა თხზულების („ერთგული მწყემსი ქალი“) ერთმანეთის მიმართ კონტრასტულ პერსონაჟებში.
He notes that there is so much contrastive in the character of Arbaces as is not to be found in mutually contrastive characters in another play by the same authors ("Faithful Shepherdess").
54130.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ისიც შენიშნულია, რომ ამგვარი კონტრასტულობა არ არის მხოლოდ მთავარი გმირის ხასიათის სპეციფიკა, იგი საზოგადოდ ამ ნაწარმოების სტილია: პარალელური და სიმეტრიკული კონტრასტები პერსონაჟთა ხასიათებში ერთმანეთის მიმართ.
It has also been noted that such contrastivity is not only a specificity of the character of the main hero: it is generally the style of A King and No King: parallel and symmetrical contrasts in the characters of the personages with respect to each other.
54131.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მეფე და არა მეფის ამ სპეციფიკის წყაროც ვეფხისტყაოსანი შეიძლება იყოს.
The Man in the Panther's Skin may be a source of this specificity of A King and No King.
54132.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ყოველ შემთხვევაში ფაქტი ისაა, რომ კონტრასტული თვისებების ერთ მთლიანობაში მოაზრება რუსთველის მხატვრული სტილის მახასიათებელია.
At any rate, conceptualization of contrastive qualities as a single whole is a characteristic feature of Rustaveli's literary style.
54133.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგი არაფრაგმენტულად ჩანს პერსონაჟის როგორც პორტრეტში, ასევე გმირის ემოციის ხატვაში: ტარიელის მიერ ფრიდონის პირველი ხილვა სიგიჟემდე მისული რაინდის ხილვაა.
It is seen nonfragmentally both in the portrait of a character and in the depiction of the emotion of the character, e.g. Tariel's first encounter with Pridon is seeing a knight on the verge of madness.
54134.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ორიოდე სიტყვის გაცვლის შემდეგ ტარიელი იმავე ფრიდონში ხედავს მამასავით უტკბეს და უნაზეს მოყმეს.
Following the exchange of a few words with Pridon, Tariel views him as sweet father and tender man.
54135.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგივე კონტრასტული სტილი ჩანს რუსთველის პოემის პერსონაჟთა მოქმედებაში: სენტიმენტალური განწყობილებით გათიშული, თვალთაგან ცრემლმომდინარე გმირი წამის უსწრაფესად გამოფხიზლდება და უმოწყალოდ დახოცავს მის შესაპყრობად მიახლოებულ თორმეტ ვაჟკაცს და სხვა მრავალი.
The same contrastive style is visible in the action of the characters of Rustaveli's poem: the hero, blacked out by sentimental mood and shedding tears, comes to his mind instantly, relentlessly slaying the twelve men sent to capture him.
54136.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
პერსონაჟის ხატვის ამ რუსთველისეულ სტილს თავისი საფუძველი შუასაუკუნეების მისტიკურ თეოლოგიაში აქვს.
This style of Rustaveli of depicting the characters is based in medieval mystic theology.
54137.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მე ვგულისხმობ უზენაესი არსების დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების ერთობლიობით სახელდებას – კატაფატიკა-აპოფატიკას, რომელიც რუსთველის სტილიცაა უზენაესზე მითითებისას: „მზიანი ღამე“, „უჟამო ჟამი“.
I mean the single naming of the positive and negative characteristics of the Supreme being, i.e. cataphatics-apophatics, which also is Rustaveli's style in referring to the Supreme being: "Sunny night", "Being and Everlasting".
54138.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ბომონტისა და ფლეტჩერის მეფე და არა მეფეში მას არა აქვს მსოფლმხედველობითი საფუძველი.
In Beaumont and Fletcher's A King and No King this has no world view basis.
54139.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგი მზამზარეული სახითაა მოხმობილი და ემსახურება სიტუაციების ტრაგიკულ-კომიკურ მონაცვლეობას.
It is taken over ready-made, serving the alternation of the tragic and comic.
54140.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ინგლისური ლიტერატურის კრიტიკოსებს, აოცებთ რა არბასესის ხასიათში უკიდურესი ოპოზიციების შეერთება, მის პირველივე შემოსვლას პიესაში მრავალგზისი განხილვის საგნად აქცევენ.
English critics, astonished at the combination of extreme oppositions in the character of Arbaces, subject his first entry into the play to repeated analysis.