მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54141.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მიუთითებენ, რომ გამარჯვებულ იბერიის მეფეს — არბასესს სომხეთის დამარცხებული მეფე — ტიგრანესი შემოჰყავს უკიდურესი მოკრძალებით და ამავე დროს აუტანელი ქედმაღლობით.
It is pointed out that the victorious Iberian king introduces the defeated Armenian King Tigranes with the utmost politeness and at the same time with insufferable arrogance.
54142.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სხვა მკვლევარსაც დააფიქრებს იბერიის მეფის ასეთი უზომო მოწყალება და პატივისცემა ტყვედმოყვანილი მეფის მიმართ, ეძებს მოწყალე მეფეების სახეებს ანტიკურ წყაროებში და ყურადღებას მიაპყრობს გადმოცემებს ქსენოფონტის „კიროპედიაში“ კიროს მეფის მოწყალეობაზე.
Another researcher is also puzzled at such inordinate mercy and respect for the captive king, and he looks for the images of merciful kings in Classical sources. He draws attention to traditions of Cyrus' mercifulness in Xenophon's Cyropaedia.
54143.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მოწყალე მეფეთა სახეები ანტიკურ საისტორიო თუ ლიტერატურულ წყაროებში არც თუ ძალზე იშვიათია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მე მინდა ყურადღება მივაქციო ისევ მეფე და არა მეფის მთავარი გმირის არბასესის პროტოტიპს – ვეფხისტყაოსნის მთავარ გმირს ტარიელს.
Images of merciful kings are not rare in Classical historical and literary sources, but in this case I want to pay attention to the main hero of The Man in the Panther's Skin, Tariel - a prototype of the main hero, Arbaces of A King and No King.
54144.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ერთმა უცხოელმა თეოლოგმა, მამა გენადი ეიკალოვიჩმა, როცა მას რუსთველის ერთი მისტიკური ცნების განმარტება სთხოვეს, ეს სცენა გაიხსენა: საოცარია ასეთი კაცთმოყვარეობაო, - თქვა, — დამარცხებულ მეფეს სამეფო კარზე უდიდესი პატივისცემით და ალერსით ღებულობენ, ძვირფასად დასაჩუქრებულს თავის ქვეყანაში აბრუნებენო.
A famous theologian, Father Genadi Ekalovich, when asked to comment on a mystic concept in Rustaveli, recalled this scene, adding that such philanthropy was amazing: a defeated king is received at the royal court with great respect and suavity and is sent back to his own country with lavish presents.
54145.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მეფე და არა მეფის ამ სპეციფიკური სცენის უშუალო პარალელი ვეფხისტყაოსანშია.
Thus, in this case too an immediate parallel of this specific scene in A King and No King is found in The Man in the Panther's Skin.
54146.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მეფე და არა მეფის მხატვრულ სტრუქტურაში მხოლოდ პერსონაჟის კონტრასტული ხასიათი არ არის ის სპეციფიკა, რომელიც ვეფხისტყაოსანზე მიგვანიშნებს.
The contrastive character of a hero is not the only specificity in the literary structure of A King and No King that points to The Man in the Panther's Skin.
54147.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
უმთავრესი საკამათო პრობლემა ამ თხზულების ირგვლივ მისი მორალური სამყაროა.
The most debatable issue around this play is its ethical world.
54148.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
როგორც აღვნიშნეთ, პირველივე კრიტიკოსი – თომას რაიმერი ამ პოზიციიდან ესხმის თავს პიესას და საუკუნოვან პოლემიკას წამოიწყებს. ამ პოლემიკას ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში მრავალნაირი გაგრძელება და გადაწყვეტა აქვს.
As noted above, the play was attacked from this point of view by the first critic, Thomas Rymer, triggering a century-old polemic, which has diverse continuations and resolutions in English literary criticism.
54149.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ყურადღება მინდა მივაპყრო, პიესის მორალური პოზიციის საზოგადოდ აღიარებულ ზოგად შეფასებას. იგი მკაფიოდაა გამოთქმული მეფე და არა მეფის კრიტიკული ტექსტის გამომცემლის რობერტ ტერნერის შესავალ გამოკვლევაში: მეფე და არა მეფის მორალური სამყარო თითქოს თავისუფალია ქრისტიანული ჰუმანიზმის სტანდარტებისაგანო.
I wish to draw attention to the generally accepted assessment of the moral position of the play, which was clearly expressed by Robert K. Turner, the editor of the critical text of A King and No King in his introductory study: the moral world of A King and No King is rather relaxed than the standards of Christian humanism.
54150.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ისევ ვეფხისტყაოსანზე გადავიტანოთ ყურადღება და იმ უცხოელ ლიტერატურათმცოდნეთათვის, რომლებიც უფრო ნაკლებად იცნობენ რუსთველოლოგიურ ლიტერატურას, მინდა მივუთითო, რომ რუსთველის პოემა გამოირჩევა თავისი არადოგმატური რელიგიური პოზიციით, ბევრად უფრო თავისუფალი, თუმცა ღრმა რელიგიური მსოფლშეგრძნებით, რომელიც მაღალგანვითარებული ქრისტიანული თეოლოგიის ბაზაზე ყალიბდება, მაგრამ არ ეტევა დოგმატიკით დაკანონებულ კონფესიურ ჩარჩოებში.
For those foreign literary critics who are less acquainted with Rustaveli Studies I should like to point out that The Man in the Panther's Skin stands out with its non-dogmatic religious position - with a much freer, yet profound, religious outlook, formed on the basis of highly developed Christian theology, feeling constrained in the confessional frame prescribed by dogmatics.
54151.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ერთ-ერთი, მაგრამ უმთავრესი თემა, რომლითაც ვეფხისტყაოსანი შუასაუკუნეების ნორმირებულ მორალში ვერ თავსდება, სიყვარულია.
Love is one of the basic themes by which The Man in the Panther's Skin fails to fit in the medieval prescribed moral.
54152.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის ამქვეყნიური, ადამიანური სამყაროს სიყვარული, რომელიც დაცლილია ღვთაებრივ სიყვარულად მისტიკური გადააზრების ალეგორიული ელემენტისაგან, თუმცა ღრმა თეოლოგიური ინტერპრეტირებით ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის საკარო სიყვარულის გზით ადამიანის თავისუფალი ემოციური სამყაროს უმაღლეს და ამდენად ღვთაებრივ გამოვლინებად გადააზრებაა, არის უზომოდ დიდი, გრიგალივით მოვარდნილი და ღვთაებრიობამდე ამამაღლებელი გრძნობა.
The worldly, human love of The Man in the Panther's Skin is devoid of the allegorical elements of mystic reinterpretation into divine love: However through deep theological interpretation, it is a reconceptualization of man's free emotional world into the highest, hence divine, manifestation; it is based on deep theological interpretation of the love of Christian neighbour through courtly love, as such love is an inordinately great, hurricane-like feeling, elevating one to divinity.
54153.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ესაა მიჩნეული ვეფხისტყაოსნის სიყვარულის სპეციფიკად მსოფლიო ლიტერატურის იმ მკვლევართა მიერ, რომელთაც ამ ლიტერატურის პროცესში ვეფხისტყაოსანიც განიხილეს.
This is considered to be the specificity of the love of The Man in the Panther's Skin by those researchers of world literature, who have included The Man in the Panther's Skin in their discussion of this process.
54154.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მეფე და არა მეფის პერსონაჟთა მიერ გრძნობის, კერძოდ სიყვარულის, უაღრესად ცოცხალი შეხებით და ამავე დროს გაზვიადებულად გამოხატვა ამ თხზულების მხატვრული სტრუქტურის კიდევ ერთი სპეციფიკაა.
The expression of feeling, namely love, by the characters of A King and No King in extremely vivid manner and at the same time exaggerated form is one more specificity of the literary structure of this play.
54155.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
XVII საუკუნის ინგლისური კრიტიციზმის დიდი წარმომადგენელი და ამასთანავე ცნობილი დრამატურგი ჯონ დრაიდენი, რომელიც უმალვე აუმხედრდა მეფე და არა მეფის რაიმერისეულ კრიტიკას, პირველია, ვინც მეფე და არ მეფის პერსონაჟთა გრძნობის დემონსტრირების ამ სპეციფიკას შენიშნავს.
The well-known dramatist and major representative of 17<sup>th</sup> century English literary criticism John Dryden, who immediately came out against Rymer's criticism, was the first to note this specificity of the demonstration of this feeling.
54156.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
დრაიდენის ეს მიგნება შემდგომში დაზუსტდება სხვა ლიტერატურათმცოდნეების მიერ.
Dryden's discovery was subsequently elaborated by other literary critics.
54157.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
გამოვლინდება, რომ სიყვარულის გრძნობა ბომონტისა და ფლეტჩერის პერსონაჟებისა თითქოს უფრო დიდია, უსასრულო და მყარია, ვიდრე თვითონ პერსონაჟები.
The feeling of love in the characters of Beaumont and Fletcher was claimed to be greater and possess more real solidity than the characters themselves.
54158.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
კიდევ ერთი სპეციფიკა, რომლითაც გამოვლინდება მეფე და არა მეფის სიყვარულის გრძნობის ცოცხალი რეალურობა, ესაა მისი იდეალი – ქორწინება.
Another specificity pointing to the vivid reality of the feeling of love in A King and No King is its ideal: marriage.
54159.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მეფე და არა მეფის შეყვარებულთა სწრაფვა მათი ქორწინებისკენაა მიმართული.
The aspiration driving the pair in love in A King and No King is marriage.
54160.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამითაც შეეხმიანება ეს პიესა მის სიუჟეტურ პროტოტიპს – ვეფხისტყაოსანს.
In this, too, the play echoes its plot prototype – The Man in the Panther's Skin.