მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54601.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
მაგრამ მაინც მიჩნეულია, რომ თანამშრომლობა ისე მჭიდრო იყო, რომ ასეთი განცალკავება შეუძლებელია.
But still, their collaboration is believed to have been so close that such separation of the share of each is impossible.
54602.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ერთი მხრივ, აღიარებულია, რომ მათი პიესების ძირითადი ქარგა თითქმის არასდროს არაა მათი საკუთარი შემოქმედება.
On the one hand, it is acknowledged that the main plots of their plays almost never of their own creation.
54603.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
მეორე მხრივ, მხოლოდ რამდენიმე პიესას ასახელებენ და მათ შორის „მეფე და არა მეფეს“, რომელთა წყაროზე რამე მინიშნებას ვერ პოულობენ და ფიქრობენ, რომ ისინი ალბათ მათი საკუთარი წარმოსახვის შედეგია.
On the other hand, only a few plays are named, including A King and No King, on the source of which no indication is found, hence these are believed to have been the fruit of their own imagination.
54604.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
მაინც მინდა, როგორც სამუშაო მინიშნება, ერთი ვარაუდი გამოვთქვა ბომონტისა და ფლეტჩერის წრეში ქართულ სამყაროზე გარკვეული ცნობების შეღწევის გზების თაობაზე.
Still, I want to make an assumption, by way of a working hypothesis, on the routes of penetration of reports on the Georgian world into the circle of Beaumont and Fletcher.
54605.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
შენიშნულია, რომ ფლეტჩერი (და საზოგადოდ ბომონტისა და ფლეტჩერის შემოქმედება) ფართოდ ეყრდნობოდა ესპანურ წყაროებს, უპირატესად კი მისი შემოქმედების ბოლო პერიოდში, თუმცა არც ისაა ცნობილი უშუალოდ, თუ მეორეული წყაროებით.
It has been noted that Fletcher (and generally the works of Beaumont and Fletcher) rested extensively on Spanish sources, largely in the last period of his work, although neither is it known whether directly or through secondary sources.
54606.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ისიც უცნობია, იცოდა თუ არა მან ესპანური ენა.
Neither is it known whether he knew Spanish.
54607.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ყოველ შემთხვევაში, ასახელებენ რამდენიმე ესპანურ წიგნს, რომლებიც ფლეტჩერს, როგორც ჩანს, გამოუყენებია.
At any rate, several Spanish books are named, which Fletcher appears to have used.
54608.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ამ გარემოებაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შუა საუკუნეების შემდგომ ეპოქაში საქართველოს ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ჩვენს ხელთ არსებული ცნობების თანახმად, ყველაზე ადრე იწყება ესპანეთის სამეფო კართან კონტრაქტით.
I am focusing attention on this because, according to available evidence, Georgian contacts with West European countries in the period following the Middle Ages commenced earliest with the Spanish royal court.
54609.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
პირადად მე მქონდა ბედნიერება, რომ 1984 წლის ბოლოს ესპანეთში სამეცნიერო მივლინების შედეგად მიმეგნო და გამომექვეყნებინა ამ ურთიერთობის რამდენიმე მანამდე ქართველ მეცნიერთათვის უცნობი ფურცელი.
I personally had the luck, in 1984, while on my scholarly mission to Spain, to locate and publish several pages on these contacts, by then unknown to Georgian scholars.
54610.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
1495 წელს კონსტანტინე მეორეს ერთიანი საქართველოს მეფის სახელით ესპანეთის ქრისტიანობის დიდ დამცველ დედოფალ იზაბელასთან ძვირფასი საჩუქრებით ელჩობა მიუვლენია და თურქეთის წინააღმდეგ დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნია.
In 1495, Constantine II, in the name of the King of united Georgia, sent an embassy, bearing valuable presents, to Queen Isabella, great champion of Spanish Christianity, sending her a letter requesting aid against Turkey.
54611.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
მე ესპანეთიდან საქართველოში ჩამოვიტანე და ქართული თარგმანით გამოვაქვეყნე ამ წერილზე ესპანეთის მეფისა და დედოფლის ფერდინანდისა და იზაბელას საპასუხო წერილი დათარიღებული 1495 წლის 30 ივლისით, რომელიც ინახება არაგონის სამეფო არქივში ქ. ბარსელონაში.
I brought back to Georgia a copy of the text of the letter of the Spanish King Ferdinand and Queen Isabella, written in response and dated 30 July 1495, preserved in the Royal Archives of Aragon in Barcelona.
54612.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ქართველ მეფეთა იმედი ესპანეთის ძლიერ ქრისტიან მეფეთაგან დახმარების მიღებისა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა.
The hope of Georgian kings to receive aid from the powerful Spanish monarchs continued for centuries.
54613.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
XVI საუკუნის დამლევს ქართლის მამცი მეფე ოსმალეთის დაუძინებელი მტერი სიმონ I წერილებს უგზავნის ესპანეთის სახელგანთქმულ მეფეს ფილიპე II-ს.
At the close of the 16<sup>th</sup> century the valiant king of Kartli Simon I, an unremitting enemy of Turkey, sent letters to the famous king of Spain, Philip II.
54614.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
მას ასევე პასუხი გამოუგზავნია ქართველთა მეფისადმი და მისი თხოვნაც შეუსრულებია: თავისი აზრი ქართველთა მხარდაჭერაზე რომის პაპისა და გერმანიის იმპერატორისთვის შეუთვლია.
He also sent an answer to the Georgian king, fulfilling the Georgian king's request, viz. that he had sent a message of his support of the Georgian kings to the Pope and the German Emperor.
54615.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
სიმონ I-ის წერილების განხილვა ესპანეთის სამეფო კარზე 1598 წლის ივლისით თარიღდება.
The consideration of Simon I's letters at the Spanish Royal Court took place towards the end of July 1598.
54616.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ამ მასალიდან ჩანს, რომ XVI საუკუნეში საქართველოს შესახებ ცნობები ესპანეთის სამეფო კარზე ნამდვილად არის.
It is clear from this material that in the 16<sup>th</sup> century information on Georgia was indeed available at the Spanish Court.
54617.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ეს ორი მიწერ-მოწერა XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის ბოლოს არ არის წერილების შემთხვევითი გაცვლა.
This exchange of two letters at the close of the 15<sup>th</sup> and the close of the 16<sup>th</sup> centuries is not a casual exchange of letters.
54618.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
XV საუკუნის დამლევს კონსტანტინეს ელჩობა რამდენიმე დიდ ქვეყანას მოივლის და საქართველოსთვის დახმარებას ეძებს.
Towards the end of the 15<sup>th</sup> century, Constantine's embassy visited several major countries, seeking aid for Georgia.
54619.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ეს ქვეყნებია ეგვიპტე, ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და იტალია.
These countries are: Egypt, the united kingdom of Lithuania and Poland, Spain and Italy.
54620.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ელჩები ყველგან დიდი პატივითაა მიღებული.
The ambassadors were received with great honour everywhere.