მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54821.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია მათემატიკურ ლოგიკასა და დედუქციურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიაში როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური სახელმძღვანელოები.
Both translated and original textbooks on mathematical logic and the methodology of deductive sciences are available in Georgian.
54822.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ასეთია უზოგადეს ხაზებში ლოგიკის განვითარების ისტორია საქართველოში თავისი წყვეტებით, დაცემებითა და აღმავლობებით.
Such is in outline the developmental history of logic in Georgia with its breaks, declines and rises.
54823.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
შეიძლება სხვადასხვანაირად შეფასდეს ს. დოდაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იმსახურებს პატივისცემას როგორც მაღალი ზნეობრივი, სოციალური და ინტელექტუალური მიზნებისათვის ტრაგიკული მებრძოლი.
Solomon Dodashvili's scholarly legacy may be assessed in different ways but he invariably merits respect as a tragic fighter for highly moral, social and intellectual goals.
54824.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მისი ცხოვრება თვალის ერთი დახამხამებასავით იყო.
His life was like a winking of the eye.
54825.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
21 წლისამ დაწერა თავისი პირველი წიგნი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, 31 წლისა გარდაიცვალა.
At 21 he wrote his first book that brought him fame, and at 31 he died.
54826.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მაგრამ აქედან ბოლო ოთხი წელი პატიმრობასა და გადასახლებაში, დაკითხვებში, ლუკმაპურის ძიებასა და ავადმყოფობაში გაატარა.
The last four years of his brief life were spent in prison and exile, interrogations, search for sustenance, and illness, with no opportunity of intellectual activity.
54827.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამ წლებში ის შემოქმედებითად აღარ ცხოვრობდა.
In those years he had no opportunity of intellectual activity.
54828.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
დაძაბულად მუშაობდა სულ ხუთი თუ ექვსი წელი.
He worked intensively only for five or six years in all.
54829.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
სწორედ ამ ხანში მან მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს მეცნიერებასა და კილოსოფიაში, სცადა გაეკვალა გზა ევროპული კულტურისა და ღირებულებებისათვის საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, გამოეღვიძებინა დაბეჩავებული ხალხისთვის შეგნება.
During this time he attained significant results in science and philosophy, seeking to pave the way for European culture and values in Georgia's spiritual life and to awaken the self-consciousness of the downtrodden people.
54830.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ილია ჭავჭავაძე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენი პატარა ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში, უცილობელ ფაქტს აღნიშნავდა, როდესაც ს. დოდაშვილს იმათ შორის ასახელებდა, ვის მემკვიდრედაც მას საკუთარი თავი მიაჩნდა.
Ilia Chavchavadze, one of the most celebrated figures in the long history of this small country, stated the incontrovertible fact when he said that he was a successor of S. Dodashvili.
54831.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს საქართველოს ერთ ულამაზეს მხარეში, კახეთში, სოფლის მღვდლის ოჯახში.
Solomon Dodashvili was born on 17 May 1805 into the family of a village priest in Kakheti, one of the picturesque regions of Georgia.
54832.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მისი სოფლიდან ოდნავ ქვემოთ მთის წვერზე ჩანს ხშირად ნისლში გახვეული, შუა საუკუნეების გალავნით გარსშემორტყმული, კოპწია, თითქოს თეატრალურ დეკორაციად აგებული ქალაქი სიღნაღი.
Not far from his village, perched on the top of a hill, was the neat town of Sighnaghi, enclosed within a medieval wall and resembling the scenery on the stage of a theatre.
54833.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
აქაურ სამრევლო სასწავლებელში მიიღო ს. დოდაშვილმა პირველი განათლება, ხოლო შემდეგ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
S. Dodashvili received primary education in the local parish school, then finishing the Tbilisi Theological Seminary.
54834.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის (ბოდბის მონასტერიც მის მშობლიურ კუთხეში მდებარეობს) რეკომენდაციითა და შემწეობით 19 წლის ს. დოდაშვილი გაემგზავრა პეტერბურგს, რუსეთის იმპერიის მაშინდელ სატახტო ქალაქს, სადაც მან სწავლა დაიწყო იქაური უნივერსიტეტის ფილოსოფიურ იურიდიულ ფაკულტეტზე.
On the recommendation and support of the Metropolitan Ioane Bodbeli (the Bodbe Monastery being Dodashvili's native district) the 19-year old S. Dodashvili left for St. Petersburg, the capital of the Russian empire, enrolling at the Philosophical-Juridical Faculty of the University.
54835.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
პეტერბურგში მისი მრჩეველი და მზრუნველი იყო მღვდელ-მონაზონი იონა ხელაშვილი, ცნობილი ფილოსოფოსი-თეოლოგი.
In Petersburg his adviser and guardian was the Hieromonk Iona Khelashvili, an eminent Georgian philosopher and theologian.
54836.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
1827 წ. ს. დოდაშვილი ამთავრებს უნივერსიტეტს.
In 1827 S. Dodashvili graduated from the University.
54837.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამავე დროს რუსულად გამოდის მისი „ფილოსოფიის კურსი, ნაწილი პირველი. ლოგიკა“.
At the same time his "Course of Philosophy. Part one. Logic" came out in Russian.
54838.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
საცენზურო კომიტეტში ავტორს წარდგენილი ჰქონდა შრომის ქართული ვერსიაც.
The author also submitted its Georgian version to the Censorship Committee.
54839.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მაგრამ მისი გამოცემის ნებართვაზე უარი უთხრეს,
But he was refused permission to publish it.
54840.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
უარი უთხრეს ოთხი წლის მერეც, როდესაც მან ხელახლა წარადგინა იგი გადამუშავებული სახით.
He was again refused four years later when he submitted a revised version.